Monday, December 26, 2011

finished

არამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელი არამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელი არამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელი  არამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელი  არამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელი არამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელი არამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელი არამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელი არამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელი არამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელი არამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელი არამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელი არამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელი არამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელი არამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელი არამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელი არამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელი არამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელი არამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელი არამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელი არამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელი არამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელი არამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელი
  არამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელი       

Tuesday, September 20, 2011

მე უფრო მიყვარხარ თუ შენ უფრო გიყვარვარ

     შეიძლება სირცხვილიც არის, რომ არ მახსოვს რომელი ავტორის იყო ზღაპარი ასეთი შინაარსით: იყოდაარაიყორა. იყო ერთი ბიჭუნა რომელსაც დედა ძალიან უყვარდა. ისინი სულ ჩხუბობდნენ შვილი ეუბნებოდა დედას,რომ ძალიან უყვარდა, დედა უმტკიცებდა რომ მას უფრო უყვარდა. მიდიოდა დავა ამ საკითხზე. ზღაპარი დაწვრილებით კარგად არ, მაგრამ ბოლოს რომ თეთრწვერა მოხუცთან მივიდა ეს ბიჭუნა და იმან დაადგინა სიმართლე და დაეხმარა მას ამის გარკვევაში ნამდვილად მახსოვს.
  არც ის მახსოვს პირველი თავისუფალი თემა იყო თუ არა, რაც მასწავლებელმა მომცა სათაურით ''ჩემი საუკეთესო მეგობარი" მაგრამ ზუსტად მახსოვს პირველი წინადადება "ჩემი საუკეთესოზე საუკეთესო და ყველაზე საუკეთესო მეგობარი არის დედაჩემი"
  მე უფრო მიყვარხარ მეთქი ვუთხარი დედას და მან ის ზღაპარი მიამბო. მე მახსოვს სიზმარი ხან წითელკაბიან ქალს ვეკითხებოდი დედას უფრო უყვარს შვილები თუ შვილებს დედა მეთქი და ხან შავკაბიან ქალს. სიზმარში თეთრწვერა მოხუცთან შეხვედრა შემეშინდა ალბათ.
  დილით საშინელ ხასიათზე გავიღვიძე და დედამ მითხრა, რომ სულერთია სანამ არ მეყოლება შვილი ვერ გავიგებ რომელი უფრო ძვირფასია.
   შვილი ჯერ არ მყავს და დღემდე უფრო ძვირფასი დედაჩემია.

როგორია?
"როგორ განა არ იცით დედაჩემი ის არის ვინც ყველაზე ლამაზია."
    იტყვიან ხოლმე უსასრულოდ შემიძლია ლაპარაკიო, როცა ადამიანი ძალიან კარგია.
   მე ვიტყვი რომ ძალიან მიჭირს დედაჩემზე ლაპარაკი იმდენად მიყვარს.
    ბავშვობაში ისე არასდროს ვიძინებდი თუ ხელზე ხელს არ მოვკიდებდი. ახლა ძალიან იშვიათად ვეუბნები საალერსო სიტყვებს და მითუმეტეს ძალიან იშვიათად ვეფერები. დედაჩემი ერთადერთი ადამიანია, ვინც არასდროს არ აპროტესტებს ჩემს ცივ დამოკიდებულებას მის მიმართ. დედაჩემი ერთადერთი ადამიანია ვინც ზუსტად იცის რომ "სიჩუმეა ჩემი საშინაო დავალება როცა მიყვარს"
    მე არ ვთვლი, რომ ეს სწორი მოვლენაა.
    მე ვიცი, რომ არავის უხარია ის რაც მიხარია– დედაჩემივით.
    მე ვიცი, რომ არავინ განიცდის ისე როგორც ის, ჩემს ცუდად ყოფნას.
    დედაჩემს არ უყვარს ბევრი ლაპარაკი.
    დედაჩემს არასდროს ურჩევია ჩემთვის რომელიმე გზით წასვლა. ის ალტერნატივებს მისახელებდა დადებითი და უარყოფითი მხარეებით და არჩევანის საშუალებას მიტოვებდა.
   დედაჩემს არასდროს წაუკითხავს  მორალი და არასდროს უთქვამს კონკრეტულზე რომ ცუდი ან კარგია. ამის განსაზღვრის უფლებასაც თავად მაძლევდა.
   მე არასდროს ვყოფილვარ მასზე მიჯაჭვული, მე არასდროს ვყოფილვარ მასზე დამოკიდებული.
   ბრძენია დედაჩემი.
   დღემდე მამშვიდებს, როცა მისი ხელს ვეხები და ვფიქრობ ხოლმე ნეტავ ყველა დედას აქვს ზებუნებრივი ძალა შეგეხოს და ყველაფერი დალაგდეს იმ წამს?
    ტრადიციაა ყოველ დილით გადმომხედავს ფანჯრიდან სამსახურში მიმავალს და ზუსტად ვიცი რას ფიქრობს ხოლმე. როცა არ მიყურებს ის დღე არ არის სრულყოფილი.
   ვამბობ თანდაყოლია მეთქი ეს სიყვარული.
    მე არ ვიცი რა უნდა მეწყინოს დედისგან, რა უნდა მეტკინოს ისე, რომ აღარ მიყვარდეს.
   მე ვერ ვიტან როცა ის ტირის. ამ დროს მინდება დავიმალო სადმე, რომ არასდროს გავიგო. არადა სჭირდება თორემ რა გაუძლებს ამდენ დარდს.
   დედაჩემს უყვარს ტკბილეული და მე არცერთი ნამცხვრის გამოცხობა არ ვიცი.
    დედაჩემს უყვარს ჩემთან საუბარი, მე კიდევ სახლში მოსვლისთანავე ჩემს ოთახში ვიკეტები და კომპიუტერს ვუზივარ, ან ვმუშაობ ან ვერთობი.
   დედაჩემმა იცის რომ არ მიყვარს როცა ჩემს სივრცეს არღვევენ და არ მისვამს ზედმეტ კითხვებს. ზის და მელოდება როდის დავამთავრებ გართობას, რომ მომიყვეს დღის ამბები.

დედა არის ჩემი შალის თბილი კაშნე, ჩემი  ჩაის ჭიქა, ჩემი ყურსასმენი, ჩემი დღიური, ჩემი საყვარელი კაბა, ჩემი ლეკვი, ჩემი თმისსამაგრი, ჩემი ძალაა დედაჩემი
დედაჩემი წითელია, მერე რა რომ მე ლურჯი ვარ
წვიმაა.
დედაჩემი ყველაფერია.
როგორ გამიმართლა დე.



Tuesday, July 5, 2011

ტკბილი სახლი

ადრე

ბიბლიოთეკაში გავიცანი გრძელსახელოებიანი,ზოლიანი მაიკა ეცვა, გამხდარი გამხდარი გამხდარი. წვერიანი და გაბურძგნული. იჯდა და კაფკას "პროცეს"–ს კითხულობდა.

ავდექი და საჩუქარი მივუტანე. დაბადების დღე ჰქონდა იმ დღეს.

არ ვიცი ის საჩუქარი შენახული აქვს თუ არა, მაგრამ ასე მგონია "პროცეს"–მა მის ცნობიერებაში "გადატრიალება" მოაწყო.



ცოტა მერე


საავადმყოფოს ეზოში რომ ეკლესიაა, სანთლები ავანთე. დავიჩოქე და ვჩურჩულებდი. უკან მოვიხედე და ეს და ნატა. მეთქი ეეე ბავშვებო და მერე გარეთ გამოვედით.

წასვლის წინ რო ჩამიკრა და თავზე მაკოცა.

რო წავიდა ვიტირე.


კიდევ მერე


"ტკივილი"–ს სინონიმი მითხარი–მეთქი და დღემდე ფიქრობს პასუხზე.



ახლა



„ტკბილი სახლი“ – დათა ფირცხალავამ საკუთარი პიესის მიხედვით დადგა. მშობლებგარდაცვლილი ორი ძმის ამბავი, აბაზანაში რომ სხედან და იქვე ცხოვრობენ, ესაა მათი ერთადერთი საარსებო სივრცე. ერთი ძმა მეორეს აიძულებს, თავი მოიკლას და ამ გზით ხელში ჩაიგდებს მთელ ავლა–დიდებას. ფირცხალავას დრამატურგია სხარტი და შავი იუმორით გაჯერებულია. ავტორი მშვენივრად ახერხებს პათეტიკური სცენების განმუხტვას მოულოდნელი და გაბედული იუმორით. როგორც ჩანს, ოჯახის, როგორც ერთ–ერთი უპირველესი ქართული ტრადიციული ღირებულების ხელმეორედ გააზრება ავტორის მთავარი ამოცანა იყო და მან ეს თითქმის ძალდაუტანებლად მოახერხა. შეიძლება ითქვას, კონკურსში მონაწილე ქართულ პიესებს შორის „ტკბილი სახლი“ უდავო ფავორიტია." ამონარიდია ნეტგაზეთი–დან.




ჰოდა გაიმარჯვა.



ჰოდა, ახლა თუნდაც ჩამითვალოთ გადაჭარბებად მაინც ბევრჯერ ვიტყვი, რომ მყავს გენიალური მეგობარი. ძალიან ნიჭიერი მეგობარი, რომელიც აუცილებლად მიაღწევს იმას რაც უნდა, რაც გვინდა.



კიდევ უფრო მერე



ის მთელს მსოფლიოს ეცოდინება.





პ.ს ეძღნება...ვისაც ეძღვნება































Thursday, June 30, 2011

Love is blue




,,ჩუმად ყოფნაა ჩემი საშინაო დავალება როცა მიყვარს"
/ნათია ნაცვლიშვილი/

ისეთი კი არაფერი
ის შემხვდა იმ დღეს, იმასთან მისულა და თუ ძმა ხარ მითხარიო როგორ მივუდგეო, რა გავაკეთოო.
იმან:– მაგასო? ეგ ალქაჯიაო, თავი გაანებეო,იცი რა მიქნაო? ჯერ მიყვარდაო, მერე არ მიყვარდაო, მიყვარდაო, არ მიყვარდაო. თვითონ სულ მშვიდად იყოო, სულ იღიმოდაო. სულ ჩუმად იყოო.
ერთხელ მითხრაო იცოდეო შენ მარტო მე გჭირდებიო. არც ეჭვიანობდაო, არც რამეს მიკრძალავდაო, გოგოებზე რო ვუყვებოდი გამიღიმებდა და თავზე ხელს გადამისვამდაო, თითქოს მისი გაზრდილი ვყოფილიყავიო, მაგიჟებდაო. ერთ დღეს სიგიჟე უელავდა თვალებში,მეც ამაჩემებდაო, მეორე დღეს ისეთი მშვიდი და მომნუსხველი იყო ჭკუიდან გადავყავდიო.ალქაჯია რო გეუბნებიო, სანამ დროა შეეშვიო.
მერეო? იცი რა მიქნაო? ავდექი და წამოვედიო. ვერ გავიგე მიყვარდა თუ არაო, გაქცევა მინდოდაო. არაფერს მიშლიდა,არაფერში მზღუდავდა, არაფერზე მიწესებდა ჩარჩოებს, მაგრამ მაინც გაქცევა მინდოდაო. წამოვედიო და მაშინვე მომენატრაო. მაგან მე ბოლო მომიღო, ეხლაც რომ დამიძახოს,ცოლ–შვილიანი რო ვიყო , ოღონდ დამიძახოსო.
აი ხო მიყვარდაო, თავისი სიჩუმით იმდენ ხანს მეჯიბრა წასვლა მაიძულაო, მერე მე დამბრალდაო. ეს ყველაფერი ხო ვიცი, მარა მაინც მენატრებაო. რა ვქნაო.
რამდენჯერმე ვცადეო მარა, არ მიშვებსო. აღარ ვიციი როგორო.
და სანამ ჭკუიდან არ გადასულხარ თავი გაანებეო. არ მოგატყუებსო, სულ გულახდილიაო, მიზეზს ვერ უპოვნიო რო რაიმე დააბრალოო, ვერ შეეწინააღმდეგებიო, არასწორი წესებით არ გეთამაშება და ამიტომ სულ მოგებულიაო, არასდროს ყალთაბანდობსო.ათიანში არტყამს ზუსტად გამოგიცნობს და მერე შენს სისუსტეებზე გელაპარაკებაო. უნდაო რო გადალახოო, გეხმარებაო, ან გგონია რო გეხმარებაო. მოკლედ ხანდახან ვფიქრობდი ჯადოქარიაო, ხანდახან დაბნეულიაო. რომ მიყურებდა მეგონა შიგნეულობას მითვალიერებდაო, სიღრმეებში მწვდებოდა და გული მისკდებოდაო.ამ დროს მინდებოდა თვალები ამომეჩიჩქნაო, მერე გაიღიმებდაო და თვალს სხვა საგანზე გადაიტანდაო, ისევ ჩუმად იყო ოდნავ გაღიმებულიო, ველოდებოდიო, ბოლოს ავდგებოდი და მივდიოდიო.იჯდაო, ვბრუნდებოდიო და ისევ იქ იჯდაო. ამაყი არ იყოო, არც თავმომწონეო, პირიქითო, წითლდებოდაო, თუ შეაქებდი,არ იცოდა სად დაემალა თვალებიო.
ბევრს ფიქრობსო, ყველაფერს ხარშავსო, ყველაფერი შიგნით ჩააქვსო და მერე სახეშეცვილილი ამოაქვსო. შენთან არასდროს იქნებაო და თუ იქნება სულ გექნება შეგრძნება, რომ სტუმარი გყავს სახლშიო. სულ სხვადასხვანაირიაო, დაჟე ჩაცმულობაცო, დღეს რო სათვალეებიანი მკაცრი ქალბატონი იყო, ხვალ ჭრელი ზღვის ქალაქში მცხოვრები გოგონაო, ზეგ იფიქრებდი ნეტა ასეთი სპორტული როდის იყოო, მაზეგ ისე გამომწვევად ეცვა ჭკუიდან გადაგიყვანდაო. მე ვერაფერი გავუგეო, მგონი თვითონაც არ იცის რა უნდაო.დავიღალე და წამოვედიო. როგორც გინდაო და ეგ იყო ბოლოს რაც თქვაო. მეტს არ გეტყვისო.
მაინც მიყვარსო და თუ გეუბნები რო შეეშვი კარგი მინდა შენთვისო, ძმურად დამიჯერეო.


ისეთი მართლა არაფერი. მალე დიდი დასვენება მოდის.
მალე 14 დღიანი დასვენება მოდის, მალე ნადვილი დასვენება მოდის.
ჯერ ხმელთაშუა ზღვა, მერე მთა–1520 მ ზღვის დონიდან, მერე ჩემი ყველაზე სწრაფები, ჩემი ყველაზე ენამოსწრებულები, ჩემი ყველაზე საკვიმატეთი.
მალემალემალემალე

Saturday, June 25, 2011

ჩამბო


ჩამბო ჩემი მეგობრის საუკეთესო მეგობარი იყო.
როცა მას იხსენებს, ჩემს მეგობარს ხმა ეხლიჩება და მისი გული ძალიან დიდი სიხშირით იწყებს ცემას.
–"ის ძალიან კარგია, წყნარია და ხუმარა და ერთგული. პატარა ბავშვებთან ტოვებენ მარტო. პატარებს რომ ხედავს გიჟდება, მისდევს და ლოკავს. წყალი უყვარს ძაან.ზამთარში შეუძლია მდინარეში იცურაოს.მერე ფეხები ეყინება,
  • მარა როგორც კი წამოდგება ისევ გარბის."
  • სახლიდან რომ მიდიოდა ზურა, ჩამბოს სახლში კეტავდნენ.თავის ეზო–კარს
    500 მეტრით რომ
    მიუახლოვდებოდა , ჭიშკართან დახვდებოდა, ოჯახის წევრები კი იგებდნენ, ზურა სახლში ბრუნდებოდა.
    როცა ქალაქში იყო,ჩამბო მის ოთახში ადიოდა ყოველ დილით,ლოგინს ყნოსავდა.
    –"მანქანა რო დაეჯახა,მითხრეს სუსტადააო და მალე მომკვდარა.მე სექტემბერში ჩავედი და ეგ გაზაფხულზე
    მოხდა.ამდენი ხანი ვიცოდი რო კარგად იყო. ხოდა ჭიშკართან რო არ დამხვდა,
    • მივხვდი.
    • მერე ისე ვიკითხე
    • სადაა მეთქი.
    მახსოვს მამაჩემმა მითხრა. ვერ გეუბნებოდიო.
    • ჩვენც ძან განვიცადეთო.
        • ყანაში ან სადმე თუ მიდიოდა,
      • მარტო ეგ დაყვებოდა.
        • სიმინდს წამოაქცევდა და ხრავდა.
          • ისევ რო გავჩითო,
          • ავიყვან
      • მარტო ამ მოგონებების გამოც
    "

მე და ზურა იმაზეც შევთანხმდით, რომ ხშირად ცხოველებს მეტად უყვარდები, ვიდრე ადამიანებს და ბევრ ადამიანს ჯობია ცხოველი. რაოდენ ცუდი ფაქტიც არ უნდა იყოს ეს და მითუმეტეს ცუდი ასაღიარებელი.
ჩამბოზე მე ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცი. კიდევ მინდოდა რაიმე მოეყოლა, მაგრამ შევატყვე უჭირდა ამ თემაზე საუბარი და გავჩუმდი.
მერე ვფიქრობდი რა მაგარია ასეთი მეგობარი. უყურებ თვალებში.ესაუბრები და ზუსტად იცი რომ გისმენს, ზუსტად იცი რომ შენზე გიჟდება და ერთი სული აქვს როდის გადაუსვამ თავზე ხელს, ყურებქვეშ შეუუცურებ და გაიტრუნება.
ზუსტად იცი რაც არ უნდა მოხდეს, არასდროს გატკენს გულს,არასდროს გიღალატებს. სულ მოგისმენს და თვალებით გელაპარაკება.
მერე მე ჩემი ბაბუს პატარა ძაღლი გამახსენდა. ჩაპა ერქვა. ბაბუ ამბობდა, ეს რომ მისმენს და
ესმის ჩემი, ნეტა თქვენ მიგონებდეთ მასეო და გჯეროდეთო.
მეც ვიჯექი ჰამაკში ხოლმე და ჩაპას ჩემს ისტორიებზე და საიდუმლოებზე ვუყვებოდი. იჯდა წინა ორფეხზე და მისმენდა.ერთი სული მქონდა ჩავსულიყავი და მთელი წლის ნაგროვები ამბები მომეყოლა. ბაბუს გარდაცვალების მერე, ჩაპა მის ლოგინს არ მოშორებია.ბოლოს გადაწყვიტა სახლიდან წასულიყო. მინდა მქონდეს დიდი ხისსუნიანისახლი და მყავდეს ასეთი საუკეთესო მეგობარი.
p.s ერდელტერიერი ესეც ჩვენი ჭკკვიანი ჩამბო

Sunday, April 17, 2011

უკან მომავალში




სალუტ.
წერილს იმიტომ გწერ, რომ ვფიქრობ დაგეხმარება მერე იმის ცოდნა როგორი იყავი 23 წლის ასაკში.
ცოტა რთულია საკუთარ თავს მისწერო წერილი, თითქოს უცხო პიროვნება იყო.
მითუმეტეს მე ვისაც მაქვს უდიდესი ამბიცია, რომ საკუთარი თავის 80 %–ს კარგად ვიცნობ.
წეღან სამსახურში თანამშრომელმა რაღაც სიმღერა ჩართო, რომელსაც
მე–7 კლასში ვუსმენდი ყურებამდე შეყვარებული. აღარც კი მახსოვდა ის სიმღერა და იგივე განწყობა მოიტანა, იგივე ღელვა. მერე დავფიქრდი რო ახლაც იგივენაირად ვფიქრობ, უბრალოდ ცოტა შეხედულებები შეიცვალა. იგივე სიმძაფრით აღვიქვამ ყველაფერს.
უბრალოდ მეტ დროს ვუთმობ ამ აღქმებს და სხვადასხვანაირ კონტექსტში განვიხილავ.
  • ცოტა მეტი ვიცი, ვიდრე მაშინ.
  • ცოტა უფრო ნაკლებად ვენდობი.
  • ცოტა უფრო ბევრს ვფიქრობ საკუთარ თავზე.
  • ცოტა უფრო გართულდა რიგი საკითხები
  • ვარდისფერი ფერი თითქმის აღარ მიყვარს
  • მყავს ძალიან ბევრი მეგობარი
  • რამოდენიმე საუკეთესო
ესეც შენი ნაივური სუპერი.
მაქვს ნორმალურად ანაზღაურებადი სამსახური და ძალიან ცოტა თავისუფალი დრო.
რას ვაკეთებ ამ ყველაფრის შეცვლისთვის? არაფერს თამთ.
უდარდელობა კი არ მენატრება, ხალისი მენატრება.
კიდევ მენატრება ცოტა ზარმაცობა, ბევრძილიანი დილები, მეგობრებიანი საღამოები, ჩაბჟირებამდე სიცილიანი, მთიანი, ზღვიანი ზაფხულები .
შენ უკვე დიდი გოგო ხხარ და ახლა ალბათ გეცინება შენს ასეთ თავზე ახალგაზრდობაში.
ალბათ გენატრება.ფიქრობ, დრო რომ დაგებრუნებინა ბევრი რამე შეიცვლებოდა.
ამ წერილს გწერ მანამდე სანამ რევოლუციას მოვუწყობ თავს.
მომბეზრდა მშვიდად ყოფნა. არეულობა უნდა შემოვიტანო.
უნდა დავუმტკიცო, რომ ომი მარტო ხმადაბლა კი არა ხმამაღლაც შემიძლია.
და დღეს შენ თუ ხარ საკუთარ თავში, ძალებში დარწმუნებული, თუ იცი რა გინდა და როგორ გინდა, რატომ გინდა და რა შეგიძლია ამისთვის გააკეთო არის ამ პერესტროიკის დამსახურება.
უნდა ვცადო როგორია ცხოვრება პრინციპების გარეშე.
არა კი არ უნდა ვცადო. ასე უნდა ვიცხოვრო. ასეთი ჩემი თავიც მაინტერესებს.
კიდევ შენ მაინტერესებ.
ბავშვობაში მეც მიოცნებია დროის მანქანის არსებობა, მაგრამ მომავალში წამოსვლა არა. წარსული უფრო.
კიდევ მინდა იცოდე, რომ ძალიან მიყვარს ჩემი ოჯახი და მგონია რომ მათზე ახლობელი ადამიანები არ არსებობენ
ვამბობ_თანდაყოლილია ეს სიყვარული.
კიდევ მინდა გთხოვო რომ არ დაეცე არასდროს. არ გაიტეხო გული და იცოდე უკუსვლა არ გაბედო.
მე და შენ მაგარი გოგოები ვართ.
ერთდროულად ნევერლენდშიც ვმოგზაურობთ, კარლსონსაც ვემეგობრებით, მწვანე საბარგო მანქანაზეც ვზივართ და ადამიანები ხელში აყვანილიც დაგვყავს.




Wednesday, January 26, 2011

წერილი ბიჭს სენტიმენტალური ამბებიდან


"გეცნობი? ვერა?
არადა გავხდი ზუსტად ისეთი როგორიც გსურდა"



მეორედ გწერ წერილს ცხოვრებაში.
პირველად რომ მოგწერე იტირე.
ახლა იმ იმედით, რომ შეიძლება აქ ოდესმე როგორმე რაიმე თამაშებით და მანქანებით მოხვდე
გწერ:
არასდროს გჯეროდა ჩემი პრინციპულობის.
არასდროს გჯეროდა რომ შემეძლო შენს გარეშე კარგად ვყოფილიყავი.
არასდროს გჯეროდა ჩემი სიგიჟეეების. არადა ზუსტად ეგ გაკლდა.
მაწუხებს რომ პატიება არ შემიძლია, ოღონდ ის კი არ მაწუხებს შენ რომ ვერ გპატიობ. მე რომ არ შემიძლია ის.
მინდა
მორჩე ყველაფერს.
მინდა აღარ მოხვიდე არანაირი გზით მითუმეტეს ამ ბლაბლაბლა სტატუსით
" მაპატიედებილივიყავი"
არ ვაპირებ შენ შეცოდებას.
არ მიყვარს როცა ვინმე მეცოდება.
ყველაფერი დამთავრდა.
დ ა მ თ ა ვ რ დ ა.
არცთუ ისე ცოტა ხნის წინ.
და შენ იცოდი, რომ ჩემთვის თუ მთავრდება მხოლოდ ერთხელ მთავრდება.
"წავედი"ს არასდროს ვამბობ იმისთვის, რომ მითხრან "დარჩი".
დრო მთხოვე და თავზესაყრელად გაქვს.
ბუნებაში ყველაფერი ჩვენს საკეთილდღეოდ ხდება.
ვარ მშვიდი და ძნელია იპოვნო მიზეზები რომლებსაც შეუძლიათ გამხადოს ცუდად.

თუ ეს ყველაფერი ისევ შენი გამოხტომებია
თუ დგახარ და ყველაზე დაბალი დონის , ყველაზე შეუგნებელი კაცივით იქცევი,
იცოდე ეს უკვე არ არის არც ჩემი გამწარება,
არც ჩემი სიყვარული.
ამით კიდევ მილიონჯერ გადამახდევინებ საკუთარი თავისთვის მადლობას.
და ვეტყვი: " რა ჭკვიანი ხარ"
ეს ყველაფერი აღარ მართობს
და აღარც მაღელვებს.







Wednesday, January 5, 2011

მამაო ჩემო


გამარჯობა ღმერთო!
როცა თავჩაქინდრული კედელს მიყრდნობილი გულში ჩუმად ვამბობ "მამაო ჩვენო"–ს ვფიქრობ, რომ გატყუებ.
რომ ვერ აღგიქვამ მამაჩემად.
რომ შენთან უფრო მოკრძალებული ვარ, ვიდრე მამასთან ვიყავი. უფრო "თქვენობით" ვარ და მირჩევნია აღატაცებული გიყურებდე ეკლესიის გუმბათის შიგნითა მხარეს და მრცხვენოდეს "შენ"–ობით საუბარი.
მე არ მახსოვს როდის მოგმართე
არ მახსოვს რა გთხოვე პირველად. ალბათ რომელიმე სათამაშო ან ლურჯი თვალები ან რომელიმე სიმპატიური ბიჭუნას სიყვარული, მაგრამ მახსოვს როდის ამისრულე პირველად ნატვრა.
მახსოვს როგორი მონდომებით გთხოვდი და როგორ წუთებში შემისრულდა ყველაფერი.
ბავშვობაში წარმომედგინე დიდი თეთრწვერა მოხუცი ხელჯოხით და თეთრი სამოსით.
ახლაც კი ხანდახან ასეთი მახსოვხარ.
მერე ცოტა დიდი რომ გავიზარდე და და იმ ცოტაზე კიდევ უფრო დიდი მივხვდი: არ აქვს მნიშვნელობა თეთრი წვერი გაქვს თუ წითელი, შავი ანაფორა გაცვია თუ თეთრი ახალუხი,
მთავარია შიგნით ვგრძნობ შენს არსებობას.
მთავარია შემიძლია გესაუბრო ყველაფერზე.
კიდევ როგორი მგონიხარ?
აივანზე დგახარ(მამასავით), რომელსაც ორნამენტებიანი მოაჯირი აქვს და გადმოგვყურებ "შვილებს" ჩვენ აქ ვბჭობთ, ვბჭობთ, ვბჭობთ..კიდევ ვბჭობთ და შენ გეღიმება.
ცინიკურად კი არა, მზრუნველურად.
ისე როგორც მამას ჩაეღიმებოდა, როცა ვუმტკიცებდი რომ მთვარეს თვალები ჰქონდა გვაკვირდებოდა.
მე ვიცი, რომ ყველა იმ კითხვაზე რაც მაწუხებს სწორი პასუხები მხოლოდ შენ გაქვს.
მაგრამ მე შენთანაც მაქვს კითხვები.
ღმერთო, საიდან გაქვს ამდენი სიყვარული ?
ღმერთო შენი შიში თუ მექნება და ისე ვიწამებ შენს არსებობას გამოდის იძულებული ვარ მწამდე და ასეთი რწმენა რაში გჭირდება?
ღმერთო ნიშანს რისთვის მაძლევ თუ მისი გამოყენების გზას არ მასწავლი?
შენს გარშემო ყველაფერი მართლა თეთრია და თუ თეთრია მაშინ ასეთი ცივი ფერი რატომ აირჩიე?
ყვითელიც ხომ შეიძლება იყოს სპეტაკი?
ღმერთო რატომ უკრძალავ ადამიანებს რაღაც–რაღაცეებზე რაღაცნაირი შეფასებების გაკეთებას? ან რაღაცეების არ წაკითხვას? შენ ხომ მომეცი თავისუფალი ნება?
შეიძლება მე შენი ერთ–ერთი ყველაზე აუტანელი და დაუჯერებელი "შვილი" ვარ მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ აქამდე ვერცერთმა აკრძალულმა ფილმმა, ვერცერთმა აკრძალულმა მოძღვრებამ, ვერცერთმა აკრძალულმა წიგნმა ვერ შეძლო შენი თავი დაევიწყებინა ჩემთვის. პირიქით კიდევ ბერჯერ მიმახვედრა რა დიდი ხარ.
ღმერთო ჩემი ერთი მეგობარი გეძებს, გეძებს ყველას ეკითხება სად ხარ.
დამეხმარე ვაპოვნინო შენი თავი.
ვუთხარი რომ თვითონ მიხვალ.
ჩემი მეორე მეგობარი ამბობს რომ შენ მისი ძმაკაცი ხარ.
მესამე ათეისტია და არაფრის არ წამს
მეოთხე ამბობს რომ არ უნდა დადიოდნენ მღვდლები ჯიპებით და ამ დროს ვიღაცები შიმშილით არ უნდა იხოცებოდნენ და მეკითხება სად არის ამ დროს ჩემი ღმერთი
მე ვიბნევი და ვპასუხობ, რომ მხოლოდ მღვდლები არ დადიან ჯიპებით და მშიერ სიკვდილზე მხოლოდ ისინი არ არიან პასუხისმგებელნი.
არვიცი რამდენად სწორი პასუხია, მაგრამ ლოგიკური უნდა იყოს მგონი.
მას არ აკმაყოფილებს ჩემი პასუხი, არც მე მაკმაყოფილებს.
მაგრამ მე მიმაჩნია რომ წყალი არ ხდება უწმინდური თუ მას ჭუჭყიანი პეშვებით შევსვამთ.
ხვალ ღამით შენ თავიდან დაიბადები ღმერთო.
ჩემი ფანჯარასთან ისევ 4 სანთელი ენთება.
ჩემს სახლში ისევ ოთხი შობის კვერი გამოცხვება.
12 სთზე ისევ ვიმღერებთ ჩუმად ალილოს და შენს დაბადებას მივულოცავთ ერთმანეთს.
მიყვარხარ ღმერთო
და გმადლობთ რომ მანამდე მოხვედი ვიდრე დამჭირდებოდი
და გპირდები აუცილებლად წავიკითხავ ბიბლიას
მამაო ჩემო!