Sunday, April 17, 2011

უკან მომავალში




სალუტ.
წერილს იმიტომ გწერ, რომ ვფიქრობ დაგეხმარება მერე იმის ცოდნა როგორი იყავი 23 წლის ასაკში.
ცოტა რთულია საკუთარ თავს მისწერო წერილი, თითქოს უცხო პიროვნება იყო.
მითუმეტეს მე ვისაც მაქვს უდიდესი ამბიცია, რომ საკუთარი თავის 80 %–ს კარგად ვიცნობ.
წეღან სამსახურში თანამშრომელმა რაღაც სიმღერა ჩართო, რომელსაც
მე–7 კლასში ვუსმენდი ყურებამდე შეყვარებული. აღარც კი მახსოვდა ის სიმღერა და იგივე განწყობა მოიტანა, იგივე ღელვა. მერე დავფიქრდი რო ახლაც იგივენაირად ვფიქრობ, უბრალოდ ცოტა შეხედულებები შეიცვალა. იგივე სიმძაფრით აღვიქვამ ყველაფერს.
უბრალოდ მეტ დროს ვუთმობ ამ აღქმებს და სხვადასხვანაირ კონტექსტში განვიხილავ.
  • ცოტა მეტი ვიცი, ვიდრე მაშინ.
  • ცოტა უფრო ნაკლებად ვენდობი.
  • ცოტა უფრო ბევრს ვფიქრობ საკუთარ თავზე.
  • ცოტა უფრო გართულდა რიგი საკითხები
  • ვარდისფერი ფერი თითქმის აღარ მიყვარს
  • მყავს ძალიან ბევრი მეგობარი
  • რამოდენიმე საუკეთესო
ესეც შენი ნაივური სუპერი.
მაქვს ნორმალურად ანაზღაურებადი სამსახური და ძალიან ცოტა თავისუფალი დრო.
რას ვაკეთებ ამ ყველაფრის შეცვლისთვის? არაფერს თამთ.
უდარდელობა კი არ მენატრება, ხალისი მენატრება.
კიდევ მენატრება ცოტა ზარმაცობა, ბევრძილიანი დილები, მეგობრებიანი საღამოები, ჩაბჟირებამდე სიცილიანი, მთიანი, ზღვიანი ზაფხულები .
შენ უკვე დიდი გოგო ხხარ და ახლა ალბათ გეცინება შენს ასეთ თავზე ახალგაზრდობაში.
ალბათ გენატრება.ფიქრობ, დრო რომ დაგებრუნებინა ბევრი რამე შეიცვლებოდა.
ამ წერილს გწერ მანამდე სანამ რევოლუციას მოვუწყობ თავს.
მომბეზრდა მშვიდად ყოფნა. არეულობა უნდა შემოვიტანო.
უნდა დავუმტკიცო, რომ ომი მარტო ხმადაბლა კი არა ხმამაღლაც შემიძლია.
და დღეს შენ თუ ხარ საკუთარ თავში, ძალებში დარწმუნებული, თუ იცი რა გინდა და როგორ გინდა, რატომ გინდა და რა შეგიძლია ამისთვის გააკეთო არის ამ პერესტროიკის დამსახურება.
უნდა ვცადო როგორია ცხოვრება პრინციპების გარეშე.
არა კი არ უნდა ვცადო. ასე უნდა ვიცხოვრო. ასეთი ჩემი თავიც მაინტერესებს.
კიდევ შენ მაინტერესებ.
ბავშვობაში მეც მიოცნებია დროის მანქანის არსებობა, მაგრამ მომავალში წამოსვლა არა. წარსული უფრო.
კიდევ მინდა იცოდე, რომ ძალიან მიყვარს ჩემი ოჯახი და მგონია რომ მათზე ახლობელი ადამიანები არ არსებობენ
ვამბობ_თანდაყოლილია ეს სიყვარული.
კიდევ მინდა გთხოვო რომ არ დაეცე არასდროს. არ გაიტეხო გული და იცოდე უკუსვლა არ გაბედო.
მე და შენ მაგარი გოგოები ვართ.
ერთდროულად ნევერლენდშიც ვმოგზაურობთ, კარლსონსაც ვემეგობრებით, მწვანე საბარგო მანქანაზეც ვზივართ და ადამიანები ხელში აყვანილიც დაგვყავს.




8 comments:

Kiwi said...

რა საინტერესო იყოო :>
ნაივური სუპერი მომწონს მე :)
წაკითხული მაქვს,
და კარგია რაღაცების შეცვლა საკუთარ თავში <3

Dato trapaidze said...

:) დაახლოებით ასეთი წერილი. ოღონდ ჯგუფური 6 წლის წინ დავწერეთ მეგობრებმა. კონვერტი დავწებეთ და 5 წლის მერე, ერთად რომ შევიყარეთ მაშინ გავხსენით :) კარგი რამ იყო... უცნაური გრძნობაა როცა 5 წლის წინანდელი ადამიანი ამწყოში გისვამს შეკითხვებს !! ლამის ჩავჭერით საკუთარი თავი!
კარგია.

Anonymous said...

ეს წერილი ტანზე შემოვიხვიე და გავთბი :)
გმადლობ.. :)

Anonymous said...

მე და შენ მაგარი გოგოები ვართ.
ერთდროულად ნევერლენდშიც ვმოგზაურობთ, კარლსონსაც ვემეგობრებით, მწვანე საბარგო მანქანაზეც ვზივართ და ადამიანები ხელში აყვანილიც დაგვყავს.

me da shen magari gogoebi vart... )

ar mmwons rom uprincipoba ginda.... gasagebia revolucia, magram uprincipoba mainc ar momwons... ( principebiani revoluciac sheidzleba... :*

Sukho said...

თამთ!

:)

Asklypiodota said...

ნურასოდეს გადადებ სამერმისოდ იმას,რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლია,გამეხარდა შენი წაკითხვა:)

Keti said...

თბილი იყო...
ძნელია ხოლმე დიდი პერიოდების გაანალიზება–შეფასება. თუმცა, ცვლილებების მიუხედავად, ძირითადი "საყრდენი" მაინც იგივე გვრჩება :)

OTO said...

:) კარგია აქ