Wednesday, January 26, 2011

წერილი ბიჭს სენტიმენტალური ამბებიდან


"გეცნობი? ვერა?
არადა გავხდი ზუსტად ისეთი როგორიც გსურდა"



მეორედ გწერ წერილს ცხოვრებაში.
პირველად რომ მოგწერე იტირე.
ახლა იმ იმედით, რომ შეიძლება აქ ოდესმე როგორმე რაიმე თამაშებით და მანქანებით მოხვდე
გწერ:
არასდროს გჯეროდა ჩემი პრინციპულობის.
არასდროს გჯეროდა რომ შემეძლო შენს გარეშე კარგად ვყოფილიყავი.
არასდროს გჯეროდა ჩემი სიგიჟეეების. არადა ზუსტად ეგ გაკლდა.
მაწუხებს რომ პატიება არ შემიძლია, ოღონდ ის კი არ მაწუხებს შენ რომ ვერ გპატიობ. მე რომ არ შემიძლია ის.
მინდა
მორჩე ყველაფერს.
მინდა აღარ მოხვიდე არანაირი გზით მითუმეტეს ამ ბლაბლაბლა სტატუსით
" მაპატიედებილივიყავი"
არ ვაპირებ შენ შეცოდებას.
არ მიყვარს როცა ვინმე მეცოდება.
ყველაფერი დამთავრდა.
დ ა მ თ ა ვ რ დ ა.
არცთუ ისე ცოტა ხნის წინ.
და შენ იცოდი, რომ ჩემთვის თუ მთავრდება მხოლოდ ერთხელ მთავრდება.
"წავედი"ს არასდროს ვამბობ იმისთვის, რომ მითხრან "დარჩი".
დრო მთხოვე და თავზესაყრელად გაქვს.
ბუნებაში ყველაფერი ჩვენს საკეთილდღეოდ ხდება.
ვარ მშვიდი და ძნელია იპოვნო მიზეზები რომლებსაც შეუძლიათ გამხადოს ცუდად.

თუ ეს ყველაფერი ისევ შენი გამოხტომებია
თუ დგახარ და ყველაზე დაბალი დონის , ყველაზე შეუგნებელი კაცივით იქცევი,
იცოდე ეს უკვე არ არის არც ჩემი გამწარება,
არც ჩემი სიყვარული.
ამით კიდევ მილიონჯერ გადამახდევინებ საკუთარი თავისთვის მადლობას.
და ვეტყვი: " რა ჭკვიანი ხარ"
ეს ყველაფერი აღარ მართობს
და აღარც მაღელვებს.







11 comments:

Sukho said...

შენი ბლოგი მიყვარს მე...

:)

Unknown said...

გუშინ იტხრეს ხისსუნიანისახლიცნობილისახლია მთელს ბლოგოსფეროშიო.
სრულიად უცხო ადამიანმა და იქ სადაც არ ველოდი.
გულიგგამისკდებოდა მეგონა მარა გამიხარდა სადღაც )

Sukho said...

არც ისე იოლად სკდება გული ხოლმე

:)

Asklypiodota said...

შენ ჭკვიანი ხარ

Unknown said...

პირიქითაც მგონი. მაგარი გული მაქვს.

ასკლიპიოდოტა_ )
საშინლად არათავმდაბლური გამოსვლა მქონდა)

Anonymous said...

me ki mgonia rom shen dachkviandi... )

miyvars principebi.. )
me sul pirvelad vicodi rom isev movidoda... magram zustad am dges velodi, roca shenit ityodi "ara"-s....

memiyvarsmagargulianitamta... :*

babisa said...

chveni zlieri xissuniani saxlis diasaxlisi :))

nastasia said...

სამაგიეროდ ბავშვების სახელები ვიცით ^^

Anonymous said...

რა ნაცნობია.. მეც პირველად როცა მივწერე წერილი, იტირა... მეორედ ზუსტად შენსავით, ბლოგზე "მივწერე" და აღარ წაუკითხავს : ))

Natuka Natsvlishvili said...

ცოტა ხნის წინ მეც იგივე გავაკეთე, დაახლოებით:)

Unknown said...

salola
ogond chemtvis "shen" agar arsebobs :)