Thursday, February 12, 2015

Travel is always a good idea.

აეროპორტში მე და მამაჩემი ველოდებოდით მეგობარს.
იქვე ახალგაზრდა წყვილი კიდევ ვიღაცას.
გოგო - აუ ლაშ, რა მაგარია ხო პრაღა
ბიჭი-კიდევ სად გინდა?
გოგო-კიდევ ვენეცია
ბიჭი-კიდევ?
გოგო-პარიზი
ბიჭი-მოხარშული წაბლი?
გოგო-მეკაიფე ხო, მეკაიფე
მამაჩემი მიყურებს, იცინის და
- შენ სად გინდა?
- ისლანდია, ინგლისი, ირლანდია, ესპანეთი, ჩეხეთი, იტალია, საფრანგეთი, ავსტრია,  მექსიკა, აშშ, ჩინეთი,ინდოეთი, ეგვიპტე, ტიბეტი გავაგრძელო?
-გერმანიას რას ერჩი?
- ჯანდაბას გერმანიაც, თუ ოცნებაა, ოცნება იყოს. არადა უბრალოდ გამომრჩა.



   გუშინწინ ჩემი ლამაზი მეგობრები იყვნენ ჩემთან. ერთმა გახარებულმა ახალი ჩანთა მაჩვენა ნახე რა ვიყიდეო. მართლა ძალიან ლამაზი იყო.
  მერე დავფიქრდი ხომ შეიძლება ერთხელ ადგე და მთელი ხელფასი დახარჯო ლამაზ ტანსაცმელში, მაკიაჟში, სამკაულებში, აქსესუარებში და მოიქცე ნორმალური გოგოსავით.
  შეიძლება.
   მე შევდივარ მაღაზიაში, ვათვალიერებ ჭრელა-ჭრულა ბლუზებს, კაბებს, ფეხსაცმელებს და ვირჩევ რომელიმეს, ვიზომებ სარკეში და მაინტერესებს გამომადგება თუ არა სამოგზაუროდ როცა წავალ.
არ გამომადგება, მაგრამ ძალიან მომწონს და ამ დროს მახსენდება შეგრძნება თვითმფრინავის აფრენის, მახსენდება შეგრძნება უცნობ ქალაქში უცნობ ქუჩებში ბოდიალის, მახსენდება უცხო შეგრძნება ახალი გემოს, მახსენდება ტყეში დაკარგვა, ცეცხლის წინ ჯდომა და მახსენდება თავისუფლების შეგრძნებები და უკან ვაბრუნებ ბლუზს და ვფიქრობ ყველაზე ძვირი შემიძლია ამაში გადავიხადო. უფროსწორად ყველაფერი შემიძლია ამისთვის გადავიხადო.
 
   ვაბრუნებ ბლუზს და ერთი წამითაც არ მწყდება გული. რადგან ნორმალური გოგოებისგან განსხვავებით ჩემი პრიორიტეტები განსხვავებულია.
   მიყვარს ჩემი ლამაზი გოგოები.
   მომწონს მათი ლამაზი ჩანთები , საყურეები, ფეხსაცმელები.
   მომწონს ჩემი ცხოვრება, რომელიც მოგზაურობით არის შეპყრობილი და სანამ ვპოულობ მასში მუღამს ბედნიერი ვარ.
 

"Traveling is like flirting with life. It’s like saying, ‘I would stay and love you, but I have to go; this is my station"