Tuesday, February 23, 2016

Empty home


გრძნობ როგორ გეთამაშებიან და შენ ამის უფლებას აძლევ მათ, რადგან ამაზე დაკვირვება შენი საყვარელი საქმიანობაა.
მეგობრის სახლზე ფიქრობ, რომლიდანაც მას გაქცევა უნდა. შენს სახლად კი მის ლურჯ ოთახს აღიქვამ და როცა სიცარიელეს გრძნობ მისი ოთახი შენს გარშემო ტრიალებს, პიტერ პენის და ვენდის ილუსტრაციით ჭერზე და სფეროსებრი ხდება ოთახი და მის გარდა არაფერი არ არსებობს.
-ჩემში ყველაზე მეტად რა გაღიზიანებს?
-მესაკუთრეობის შეგრძნება
ვპასუხობ და ვფიქრობ რომ მისი ძველი სახლის ოთახში გავიღვიძებდი ახლა, არასოდეს დავრჩენილვარ,მაგრამ მგონია რომ ერთხელ ვიყავი და რომ გავიღვიძე დათვის სურათი დავინახე. მან გადაწყვიტა რომ ჰელბერა ვიყავი.
ეს ისე სახლებზე გამახსენდა, თორემ თამაშთან არაფერ შუაშია ისინი.
მივხვდი რისიც მეშინია ყველაზე ყველაზე მეტად.
ეს შიშია რომ გამორჩეული აღარ ვიყო.
სწორედ მისი სახელი ჰქვია სხვა ყველა ფობიას რაც მაქვს.
ამიტომ გავრბივარ.
ამიტომ ვქრები ხოლმე დროდადრო
ამიტომ ვიცვამ მუდმივად არაშეხამებულ ფერებს
ამიტომ გავიკეთე კასიოპეა, ის ერთადერთია ალბათ რაც ყოველთვის გამომარჩევს სხვებისგან.
 ერთმა ბიჭმა მითხრა "გაქცევა არ მიზიდავს, შენარჩუნება უფრო საინტერესოაო"
ბოლომდე ვერასოდეს ვერ მიმყავს ხოლმე. ვიჭედები. სადღაც შუაში იმ "მე"-ს შორის რომელიც ვარ იმ "მეს" შორის, რომელიც მგონია რომ ვარ და იმ "მე"-ს შორის რომელიც მინდა ვიყო.
არასოდეს ვტირი. რაც გავიზარდე არ ვტირი.
ექიმმა მითხრა გიყურებ და ვხვდები რო შენთან სიმშვიდეს გრძნობენო და როგორ ახერხებო ამ ემოციების ასე დამორჩილებასო.
გატეხე თეფშები, იყვირე, იტირე და გაუშვიო ემოციები თორემ შენი ჰიპოფიზი დაგაბრმავებსო.
ნეტავ როგორია სამყარო ბრმებისთვის?
და ნეტავ რატომ ათავისუფლებს სიკვდილის შიში?

ვგრძნობ, ვგრძნობ ხოლმე როცა რაღაც იცვლება ურთიერთობებში და ამ დროს საკუთარ თავს გაჩუმება ვერ ვასწავლე, რაღაცების გამოსწორების ნაცვლად უბრალოდ დრო უნდა მისცე.
ვგრძნობ რამდენიმე კილომეტრის დაშორების იქეთ 2 ადამიანი ჩემს გულახდილობაზე როგორ იცინის და მეც მეცინება.

ზედმეტი გულახდილობა მხოლოდ იდიოტს გხდის ადამიანს.

ამ წამს ისევ სახლზე მელაპარაკებიან და მეც სახლზე ვუსმენ სიმღერას და იმ ადამიანზე ვფიქრობ ვინც ფიქრობს რომ მისი ადგილი აღარსადაა. რომ ადგილი სადაც იგრძნობს რომ სახლშია აღარ არსებობს დედამიწაზე.

ყველანი ვიტყუებით.
ყველანი ვთამაშობთ.

და დედამიწა ისევ წყლით და მიწით იზომება და არა ადამიანებით.
ცარიელი სახლივით ვარ,
თეთრი კედლები და არანაირი ავეჯი.