Monday, July 27, 2009

ბავშვობის მეგობრები

ბავშვობის მეგობრებზე მომიყევიო, ხოდა მეც პირველად ის გამახსენდა.
ჩვეულებრივი საღამო იყო.
ფანჯრიდან ვიყურებოდი სკამზე ვიდექი ვერ ვწვდებოდი ფანჯრის რაფას, რომ დავინახე სადარბაზოს კარს როგორ მოადგა ავეჯით გატენილი მანქანა.
ქერა იყო,არა, ოქროსფერთმიანი, დიდი ცისფერი თვალები ჰქონდა.
გულმა რაღაც მაშინაც მიგრძნო ჩემი სახლის კარზე კაკუნი რომ იყო
-გამარჯობათ, ჩვენ თქვენი ახალი მეზობლები ვართ
იმ დღეს არა, არც მეორე დღეს, არც მესამე დღეს, მგონი მეოთხე დრე იყო,რომ გავბედე მასთან შესვლა, დიდი ტახტი ჰქონდათ, მწვანე გადასაფარებლით, ნახატებს მათვალიერებინებდა.
მახსოვს ჩუმად ვიყავი, ძირითადად გარემოს ვაკვირდებოდი.
ჰო, ლოლა ერქვა, მე ლოლიტას ვეძახდი.
მერე რატომღაც ვიფიქრე, რომ აუცილებლად ჩემს ბაღში უნდა მოეყვანათ.
არ შევმცდარვარ.
ბევრს ვეძებდი, მთელი დღე ვეძებდი, მერე უკნიდან დავინახე, ვიღაც გოგონებთან იდგა და ჩამწყდა, მეგონა ჩემთან მეგობრობა არ უნდოდა .
მივედი.
შემოვაბრუნე ლოლიტა_მეთქი და სხვა შემრჩა.
გამეცინა და შემრცხვა.
გამოვედი, გამიხარდა,ღობეს ამოვეფარე და ტირილი დავიწყე.
მერე გვერდი-გვერდ ლოგინებში ვწვებოდით, მასწავლებელი გავიდოდა თუ არა წამოვხტებოდით და ვმაიმუნობდით, სცხვებსაც არ ვაძინებდით.
დავისაჯეთ.
მერე ჩუმად საბანთავზეწახურულები ვეშმაკობდით.
იმის საგები მწვანე ყვავილებიანი იყო, ჩემი ვარდისფერი და ვაპროტესტებდი, მწვანე ჩემი საყვარელი ფერი იყო, მისიც.
მერე სკოლა.
ყოველ დილას
-ლოლი, დროზე დაგვაგვიანდა
-ლოლიტაა, წამო გავიქცეთ და ვინ მიასწრებს
-ლოლი, სკოლამდე 50 ნაბიჯში მიხვალ? თუ მიხვალ ხუთიანს მიიღებ, მე გუშინ 40 ნაბიჯში მივედი და იმიტომ მივიღე ოთხიანი
-ლოლი ნანა მასწავლებელს ხომ მაგარი ფერის ზედატანი ეცვა?
ბევრჯერ მეტკინა ლოლიტასაგან.
ლოლიტამ ბურთი არ მათხოვა, ლოლიტამ მე არ ამირჩია, ლოლიტამ თმები მომწიწკნა, ლოლიტამ ქსოვა არ მასწავლა, ნატოს ხომ უთხრა სამაგიეროდ ნიკუშაზე რაღაც.
ვეჭვიანობდი.
ერთად ვმეცადინეობდით.
ერთად ვწერდით "ლ" ასოს, "დ" ასოს, "ჩ" ასოს, იმას ლამაზად გამოსდიოდა მე ვერ.
და მიწერდა ხოლმე დავალებას, მე მათემატიკას ვაწერინებდი.
მერე სხვა სახლში გადავიდა.
მერე სტუმრები გავხდით.
მერე ისიც აღარ.
ბოლოს სულ აღარ.
ჰოდა ამასწინათ იმავადსახსნებელ საიტზე ვიპოვნე.
გამიხარდა. ნომრები გავცვალეთ.
გათხოვილა, გოგონა ჰყავს, შავგრემანია, მას არ ჰგავს ალბათ მამას.

აღარ მინდა სტუმრობა.
მინდა ლოლიტა იყოს და მეც თამთუნია.

7 comments:

liilia... said...

გენაცვალეე... :):* ის გოგონა უცებ ჩემი თავი მეგონა დიდი ცისფერი თვალებით და ქერა კულულებით...:)
მე ბავშვობის მეგობარი ასე არ მახსოვს, ერთი,უფრო რამოდენიმე ვიყავით ერთად ბაღშიც და მერე სკოლაშიც,კარგი მოგონებები და გრძნობები შემომრჩა,მეც დავწერო უნდა რამე მოგონებების სახით ხო იცი :);)

nastasia said...

miyvars egeti mogonebebi da ra mikirs ici?
ziritadad egeti mogonebebi 20dan 30 clamde asakobriv kategorias gveaqtualureba me mgoni,arada,ragac mgoni jer adre mag janris mogonebebistvis :P

chemi egeti megobari zaliana dre gatxovda da clebis mere shemtxvevit shemxvda da bavshvi rogro gyavo,ro mkitxa,mashin mivxvdi ro damshvidobebis dro iyo...

ra bavshvi,ra megobari,ra mogonebebi :D :D ;D

ნან said...

რა საყვარელი პოსტია :)
კისს

Anonymous said...

guli amichukda:)magaria...gadavvardi uceb bavshivobashi...

Sophie שרה Golden said...

ძალიან საყვარელი ნაწერი იყო.
ისედაც მიყვარს შენი ბლოგი, მაგრამ ახლა რომ შემოვედი და განახლებული ლეიაუთი დამხვდა, თავი უცებ მართლა სიმწვანესა და სიმშვიდეში ვიგრძენი.
Thank you for that :) :sunny:

sophya said...

შენმა პოსტმა ჩემი ბავშვობის მეგობარი ალაჩკა გამახსენა, რომელიც 6 წლის იყო, რომ მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად და იმის მერე არც მინახავს :(
1-2ჯერ წერილები გავუგზავნეთ ერთმანეთს და მერე ისიც აღარ...
საერთოდ ბავშვობის ა შთაბეჭდილებები ძალიან ღრმაა და აღარც შორდება ადამიანს...

ალექსანდრო.. said...

სად დამწერეა არ ვიცოდი..
და მართალია თემას ვუხვევ,მაგრამ მაინც უნდა Vთქვა აქ..
კაირა და ხისუნიანისახლის წამორდგენაზე რაც მემაღტება ,ის მემართბეა აქ შემოსვლისას..
კარგია..