Friday, July 24, 2009

ბაბუს

გამარჯობა ბაბუ.

როგორ ხარ?
იცი ვიცი ეს წერილი რომ არ მოგივა არასდროს.
ვიცი რომ ვერ წაიკითხავ ვერასდროს..იმიტომ რომ შენ აღარ ხარ.
ხო ბაბუ აღარ ხარ.
ბაბუ ვნანობ..ვნანობ შენი სიკვდილის მერე 40 ღამე რომ საერთოდ არ მეძინა.
ბაბუ იმასაც ვნანობ..რომ შენი მეშინოდა..
მაპატიე ბაბუკა ისიც რომ ვერ გიყურებდი მაგ მოჭრილ ფეხებზე.მეშინოდა ბაბუ..
ისიც მაპატიე წყლის მოტანა რომ მეზარებოდა ხოლმე შენთვის...შენი საყვარელი რკინის „კრუშკის“ გადმოღება.
მაინცდამაინც იმით რომ გიყვარდა წყლის სმა.
მე კი გეჩხუბებოდი....
იცი ბაბუ?
მე სულ მესმის შენი სიცილი ბოლო დღეს..ჩემს ბავშვურად მოყოლილ არასასაცილო ანეგდოტზე..
ბაბუ სურათის მეშინოდა კიდე..ყველგან რომ დამყვებოდა შენი თვალები..
ვეღარ ვუყურებდი....
ოთახში ვერ შევდიოდი...
არ უნდა შემეხედა შენთვის სიკვდილის პირველ ღამეს?
გახსოვს კონცერტი რომ ჩაგიტარეთ მე და ნანუჩიმ?
ბაბუ ის თუ გახსოვს სიმღერა რომ მასწავლე?
"მივალ მივყვებიიი, ჩემი ცხვრებით..“
მე ახლაც ვღიღინებ ხოლმე.
ბაბუკა..
დღეს მე შენი სურათი ვნახე და იცი რას მივხვდი?
რას და, ბაბუ კი არ მეშინოდა..შენს ოთახში..
არა ბაბუკა, არც შენი სურათის შიში მქონდა..
უბრალოდ ჩემში შენი არსებობის განადგურების, დაჯერება არ მინდოდა..
ვერ ვუყურებდი სურათს თვალებში..არ მინდოდა დამეჯერებინა რომ მხოლოდ სურათი არსებობდა...და თვალები ცოცხალი არ იყო..
მერე ბაბუ შევაჩვიე თვალი..
მერე ვაკვირდებოდი ხოლმე, მიღიმოდი თითქოს ხან..
მერე გესაუბრებოდი ხოლმე ხშირად..
ეს მითხარი ბაბუ...რატომ ტიროდი მიცვალებული?
ბებოს რომ ვკითხე მითხრა არ უნდა წასვლაო..
მერე ცოტა დიდი რომ გავიზარდე და ისევ იგივე კითხვა დავსვი...ბიოლოგიური ახსნა მივიღე..
არ მინდა ბაბუ...აღარ მინდა ახსნა..
ჩმს ცნობიერებაში...შენი ცრემლი ისევ არსებობს..
ორჯერ გნახე ბაბუ მტირალი სულ...
ერთხელ წერილი რომ გამოგიზავნე ქალაქიდან...იმ ღამით გნახე სიზმარში ხელში ჩემი
წერილი გეჭირა და ტიროდი...
ბებომ მომწერა მერე ბაბუაშენმა იმდენი იტირაო...სულ ტირილ-სიცილი ჰქონდაო..
არ მინდა ბაბუ...შენზე მე არავისთან ვსაუბრობ...
არავინ იცის..
კეთილი იყო დალოცვილიო..
კაი კაცი იყოო..
ხუმარაო...
და ბაბუ...დღეს სურათში იმხელა სევდა იდო ბაბუ...სახე არ ჩანდა..
მხიარული იყავი ბაბუ?
იცი ბაბუ მახსოვს ჩემი ნიკაპით რომ ამყობდი..
მე და შენ ერთნაირი ნიკაპი გავქვსო.
წიწილები რომ დავბანეთ მე და დათომ გახსოვს?
რა გულიანად იცინე?
ბებია რომ გაგვიბრაზდა..
შენ კი ეჩხუბებოდი..გაანებე ქალო ბაღნებს თავი..გეერთნენ პაწაო..
ბაბუ..
შენ ჩემი უთქმელობა ხარ..
პირველად გამბობ...
ბაბუ დღემდე ვერ ვიტან შემწვარ კარტოფილს..
იმიტომ რომ მაშინ შენი სიკვდილის მიზეზი ასე ამიხსნა ექიმაა.
ლუკმა გაეჩხირაო..
ბა..
შეხვედრამდე..

10 comments:

nastasia said...

ragac strani grznobaa,roca ragaceebis gasaazreblad zogjer sikvdilis charevaa xolme sachiro...me egre zalian ar ganmicdia babuebis sikvdili,mara aranormalurad miyvars magattan dakavshirebuli mogonebebi...ragac simartivis,siketis da sitbos suni adit moxucebs,ganskutrebit sakutar moxucebs...:)

me said...

რა საყვარელია თაამთ...:)
მე ჩემი ბაბულიკა,(ასე შევარქვი ბავშვობაში)... :) ისე მიყვარს რომ მისი არ ყოფნა ჩემთვის ძალიან დიდი დანაკლისი იქნება და როცა ამაზე ვფიქრობ,მგონია რომ მეც შევიცვლები მათი აქ არ ყოფნის შემდეგ და უფრო მეტად გავიზრდები,ეხლა კიდევ პატარა ვარ სანამ შვილიშვილი ვარ... :)

Lalena said...

;(;( 2 წელია ბაბუს აღარავის ვეძახი... აღარც სოფელში ჩავსულვარ, ცარელი სახლის მეშჳნია, არა არ მინდა ცარიელი ვნახო იქაურობა ;(

იცი? ის ბავშვები ბევრს კარგავენ ვისაც სოფლელი ბაბუ არ ყავდა, მე მყავდა! მე საოფელში ყოველ ზაფხულს ბაბუ მელოდა...

ნინი said...

დღემდე მახსოვს პაპაჩემის (მე პაპას ვეძახდი) უძირო და საოცრად ლამაზი ცისფერი თვალები... მისი მოყოლილი ისტორიები... 14 წლის ვიყავი რო დაიღუპა. ჩემი და და ჩემი მამიდაშვილი მიცვალებულს ეხებოდნენ, ეფერებოდნენ... მე კიდე- მეშინოდა... და ამ შიშის მრცხვენოდა თან. გასვენების დღეს ეზოში რომ დაასვენეს ჩემს თავს ვძლიე და მხარზე ხელით შევეხე :( საოცარი კაცი იყო, ბავშვობას მილამაზებდა :( ქუჩაში ცისფერთვალება ჭაღარა მოხუცს რომ ვხედავ, უფრო ძლიერად მენატრება ხოლმე :(

Asklypiodota said...

სუნი ვიგრძენი სახლის რომელშიც არ ვყოფილვარ აგერ უკვე ოთხი წელია,სადაც ერთ დროს ჩემი უძვირფასესი ადამიანი ცხოვრობდა,რომლის გარდაცვალებით ბავშვობა დამთავრდა,შენი პოსტის კითხვისას მეტკინა იქ ჩაუსვლელობა,აუცილებლად ჩავალ,მადლობ შენ ამ შეგრძნებებისთვის რომელიც გააღვიძე.

ნან said...

ბაბუ :(
ჩემი გურული ბაბუ 89 წლისა გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ორი ტით ადრე ვნახე და დავპირდი, რომ მალე ისე ვნახავდი. კვირეების მანძილზე იყო ცუდად, ჩავედი, მოვეფერე და სწორედ იმ ღამეს გარდაიცვალა :(
მაღალი იყო, ხმელი, ძველი მონადირე. ძაღლიც ჰყავდა, თარაში, რომელიც სანადიროდ რომ ვეღარ მიჰყავდათ, ეზოში წიწილებს აბურთავებდა მწყერების ნაცვლად :)
უძვირფასესი სახლია. ძალიან ბევრი წიგნებით და ნივთებით, რომელთა დათვალიერება მთელი ბავშვობა ნეტარება იყო.
წიწილების ბანაობა მომეწონა ძალიან :) ;) მეც მაქვს ეგ პროცედურა ჩატარებული :დ
რითი აშრობდი? მე ვახვევდი პირსახოცში ;დ
საწყალი წიწილები

Anonymous said...

მთელი ცხოვრება შევნატროდი იმათ, ვისაც ბაბუა ან ბებია ელოდებოდა სოფელში. გამოკეტილი სახლიც ისეთი გამოღამებული და უბედური მეჩვენებოდა. ჩვენს ჩასვლაზე თითქოს განათდებოდა. მართლა ვხედავდი ამას ჩემი თვალით და მერე უზომოდ მებრალებოდა ისევ მისატოვებლად.

მართალია, სიკვდილი ალბათ რაღაცეების გასააზრებლადაა საჭირო. ((

”შენ ჩემი უთქმელობა ხარ”-უბრალოდ, მაგარია.

Unknown said...

ყველას დიდი მადლობა :)
ეს პოსტი ადრეა დაწერილი. ბაბუ 13 წელია აღარ მინახავს უკვე.
აი ახლაც კი როცა დავწერე 13 მეთქი დავფოქრდი, რამდენი დრო გავიდა და რა სიცხადით მახსოვს ყველაფერი.
ნასტასია_ ვხედავ სურნელს შენთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

თამ_ რეზიკო ბაბუა კიდევ დიდხანს იქნება


ნინი_მე ვერ შევეხე :(

Asklypiodota_ მთავარია თავისუფალი დრო გამოვნახო და სასწრაფოდ სოფელში გავრბივარ.

ნან_ ლურჯი სატამაშო სპილოები რომ იყო მოსარწყავი , იმით მივაღებინეთ შხაპი, მერე ბებიამ რომ დაინახა ეს ახალი გამოჩეკილი წიწილები კივილი ატეხა, დამაქციეთ ბაღნებოო :)))ბაბუმ ეჩხუბა :)

მერე მზეზე გაიყვანა ბებომ, კიბეზე ყველაზე მაგრად აცხუნებდა და იქ დასვა გალუმპულები, მარტო რამოდენიმე გადარჩა.
:)))

Kate said...

უბრალოდ ვერ აგიგწერ, რა დამემართა.
ამ პოსტის წაკითხვისას.
უბრალოდ მართლა ვერ აგიღწერ.
ვკითხულობდი და უცებ ავტირდი.
ტირილით გავიხსენე ბაბუაჩემი.
ჯერ ერთი, მერე მეორე.
საშინელებაა სიკვდილი...

sabaha said...

17 იანვარს 5 წელი ხდება რაც ჩემი ბაბუ აღარ არის, ახლაც ამ პოსტიც კითხვისას ცრემლები ვერ შევაკავე, ყოველთვის როცა მასენდება და სიზმარში ვნახულობ, ყელში ბურთი მეჩხირება, როგორ შევძელი მისი არსებობის გარეშე ცხოვრებათქო ...
ყველაზე მეტად ვნანობ თითოეულ არ ნათქვამ ბაბუ ძალიან მიყვარხარ-ს და არ გამოხატულ სიყვარულს, მასეთი თბილი და ბავშვური კაცი არ არსებობს, ტკივილამდე მენატრება :(