Wednesday, January 5, 2011

მამაო ჩემო


გამარჯობა ღმერთო!
როცა თავჩაქინდრული კედელს მიყრდნობილი გულში ჩუმად ვამბობ "მამაო ჩვენო"–ს ვფიქრობ, რომ გატყუებ.
რომ ვერ აღგიქვამ მამაჩემად.
რომ შენთან უფრო მოკრძალებული ვარ, ვიდრე მამასთან ვიყავი. უფრო "თქვენობით" ვარ და მირჩევნია აღატაცებული გიყურებდე ეკლესიის გუმბათის შიგნითა მხარეს და მრცხვენოდეს "შენ"–ობით საუბარი.
მე არ მახსოვს როდის მოგმართე
არ მახსოვს რა გთხოვე პირველად. ალბათ რომელიმე სათამაშო ან ლურჯი თვალები ან რომელიმე სიმპატიური ბიჭუნას სიყვარული, მაგრამ მახსოვს როდის ამისრულე პირველად ნატვრა.
მახსოვს როგორი მონდომებით გთხოვდი და როგორ წუთებში შემისრულდა ყველაფერი.
ბავშვობაში წარმომედგინე დიდი თეთრწვერა მოხუცი ხელჯოხით და თეთრი სამოსით.
ახლაც კი ხანდახან ასეთი მახსოვხარ.
მერე ცოტა დიდი რომ გავიზარდე და და იმ ცოტაზე კიდევ უფრო დიდი მივხვდი: არ აქვს მნიშვნელობა თეთრი წვერი გაქვს თუ წითელი, შავი ანაფორა გაცვია თუ თეთრი ახალუხი,
მთავარია შიგნით ვგრძნობ შენს არსებობას.
მთავარია შემიძლია გესაუბრო ყველაფერზე.
კიდევ როგორი მგონიხარ?
აივანზე დგახარ(მამასავით), რომელსაც ორნამენტებიანი მოაჯირი აქვს და გადმოგვყურებ "შვილებს" ჩვენ აქ ვბჭობთ, ვბჭობთ, ვბჭობთ..კიდევ ვბჭობთ და შენ გეღიმება.
ცინიკურად კი არა, მზრუნველურად.
ისე როგორც მამას ჩაეღიმებოდა, როცა ვუმტკიცებდი რომ მთვარეს თვალები ჰქონდა გვაკვირდებოდა.
მე ვიცი, რომ ყველა იმ კითხვაზე რაც მაწუხებს სწორი პასუხები მხოლოდ შენ გაქვს.
მაგრამ მე შენთანაც მაქვს კითხვები.
ღმერთო, საიდან გაქვს ამდენი სიყვარული ?
ღმერთო შენი შიში თუ მექნება და ისე ვიწამებ შენს არსებობას გამოდის იძულებული ვარ მწამდე და ასეთი რწმენა რაში გჭირდება?
ღმერთო ნიშანს რისთვის მაძლევ თუ მისი გამოყენების გზას არ მასწავლი?
შენს გარშემო ყველაფერი მართლა თეთრია და თუ თეთრია მაშინ ასეთი ცივი ფერი რატომ აირჩიე?
ყვითელიც ხომ შეიძლება იყოს სპეტაკი?
ღმერთო რატომ უკრძალავ ადამიანებს რაღაც–რაღაცეებზე რაღაცნაირი შეფასებების გაკეთებას? ან რაღაცეების არ წაკითხვას? შენ ხომ მომეცი თავისუფალი ნება?
შეიძლება მე შენი ერთ–ერთი ყველაზე აუტანელი და დაუჯერებელი "შვილი" ვარ მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ აქამდე ვერცერთმა აკრძალულმა ფილმმა, ვერცერთმა აკრძალულმა მოძღვრებამ, ვერცერთმა აკრძალულმა წიგნმა ვერ შეძლო შენი თავი დაევიწყებინა ჩემთვის. პირიქით კიდევ ბერჯერ მიმახვედრა რა დიდი ხარ.
ღმერთო ჩემი ერთი მეგობარი გეძებს, გეძებს ყველას ეკითხება სად ხარ.
დამეხმარე ვაპოვნინო შენი თავი.
ვუთხარი რომ თვითონ მიხვალ.
ჩემი მეორე მეგობარი ამბობს რომ შენ მისი ძმაკაცი ხარ.
მესამე ათეისტია და არაფრის არ წამს
მეოთხე ამბობს რომ არ უნდა დადიოდნენ მღვდლები ჯიპებით და ამ დროს ვიღაცები შიმშილით არ უნდა იხოცებოდნენ და მეკითხება სად არის ამ დროს ჩემი ღმერთი
მე ვიბნევი და ვპასუხობ, რომ მხოლოდ მღვდლები არ დადიან ჯიპებით და მშიერ სიკვდილზე მხოლოდ ისინი არ არიან პასუხისმგებელნი.
არვიცი რამდენად სწორი პასუხია, მაგრამ ლოგიკური უნდა იყოს მგონი.
მას არ აკმაყოფილებს ჩემი პასუხი, არც მე მაკმაყოფილებს.
მაგრამ მე მიმაჩნია რომ წყალი არ ხდება უწმინდური თუ მას ჭუჭყიანი პეშვებით შევსვამთ.
ხვალ ღამით შენ თავიდან დაიბადები ღმერთო.
ჩემი ფანჯარასთან ისევ 4 სანთელი ენთება.
ჩემს სახლში ისევ ოთხი შობის კვერი გამოცხვება.
12 სთზე ისევ ვიმღერებთ ჩუმად ალილოს და შენს დაბადებას მივულოცავთ ერთმანეთს.
მიყვარხარ ღმერთო
და გმადლობთ რომ მანამდე მოხვედი ვიდრე დამჭირდებოდი
და გპირდები აუცილებლად წავიკითხავ ბიბლიას
მამაო ჩემო!



20 comments:

babisa said...

:)))) can't say anything :*

გიორგი said...

უბრალოება და გულწრფელობა.

გიორგი said...

როდესაც პირველად ვთქვი აღსარება, უკვე ზრდასრული ვიყავი და ეს დიდი ხნის წინ იყო. მერე აღარ მითქვამს.
და ბაბისასი კიდევ მესმის :)

Unknown said...

მე მე–4 კლასში ვიყავი )
ყველაფერი მახსოვს რა ვუთხარი მამაოს.
ბაბისასი მეც მესმის :)
სიცილი გამიკვირდა :)

გიორგი said...

ცოტა ხანი იმის განცდა გამიჩნდა, რომ ანგელოპულოსის ფილმს ვუყურებდი.

Unknown said...

არ ვიცი ეგ ფილმი

გიორგი said...

კარგია

babisa said...

sicili ara, dadebiti emociis gamoxatva iyo :) farte gimilisi , an ragac msgavsis

Unknown said...

ა გასაგებია )

Unknown said...

გმადლობ გიორგი ) გპირდები ივლისამდე არ გადავდებ ყურებას ;)

გიორგი said...

უყურე და მოყევი :)

Unknown said...

მე ისევ იმას ვუტრიალებ, წყალში რომ არის წითელი ლაბადით
ასე მგონია იქ თავსხმაა

გიორგი said...

ტალახია და ბუმბულები მიმოფანტული.

Anonymous said...

თუ ასე გიყვარს, ნუ შეასრულებ ბოლო თხოვნას, თორემ შეიძლება სულ დაკარგო ;)) თუკი მარტო წაიკითხავს ბიბლიას, ყურადღებით და ლოგიკურად შეეცდები გაგებას და არა ვინმეს დაწესებული დოგმებით, მაშინ არის შანსი, რომ არ იწამო ის და დაკარგო ს სიყვარული!

xissunianisaxli said...

me misi dakargvis ar meshinia.ase rom iyos,gamodis sakmarisad myarad ar miyvars.
Aqamde amitom ar maqvs cakitxuli.magram aucileblad cavikitxav.

რუსა said...

რა თბილია და გულწრფელი....იცი როგორ მომეწონა?ავივსე...სულში სითბო და სიმშვიდე ჩაიღვარა....
გილოცავ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, მრავალს დაესწარი! ღმერთმა გიმრავლოს სიხარული,სიყვარული....დაე ყოველი ჩვენგანის გულებში შობილიყოს მაცხოვარი...იხარე ქრისტეში...
კარგი ხარ...:* :* :*♥ ♥ ♥ ♥

Anonymous said...

rogor dzalian momewona.... <3 kargi postia tbili, gulrwfeli

Kiwi said...

შემძრა!..

Keti said...

მე მგონია, ღმერთს ყველა და ყველანაირი შვილი უყვარს :) "რაღაცნაირი კითხვების" დამსმელიც უფრო უნდა აინტერესებდეს. არ შეიძლება მისი შიში – როგორც დამსჯელისა. არც ღმერთის სახელით დაშინება შეიძლება. აბა ეგ რა ურთიერთობაა, როცა შვილს მამის ეშინია. მოკლედ, მე სულ მიწიერ მამასთან ურთიერთობას ვადარებ ხოლმე :)
ძალიან თბილი იყო :)

Anonymous said...

miyvarxar gmerto..
vinc miyvars imisi ar meshinia... mjera.. da merideba...

da tamt gmerti nishans imitom gvadzlevs da gamoyenebis gzas ar gvaswavlis, rom tavad vnaxot es gza... man ki amit gaigos "akrdzaluli filmis yurebam tu wignis wakitxvam" shegcvala tu vera..)

gmerti chventan.. )