Sunday, December 26, 2010

დღიური


2010 წელი

იანვარი

"ვდგავარ–ეს ნიშნავს რომ გიყურებ,
რაც თავისთავად,
იმას ნიშნავს
რომ დანახვისთვის მზერა მომწიფდა
და სხვისი ომი–ჩემი ომი
და ჩემი ომიც–ჩემი ომია,
სხვისი ომი_ჩემი ქორწილი"



"რომ შენი ხელი კიდევ ერთხელ
რომ შენთან ყოფნა კიდევ დიდხანს
სხვა არაფერი მეტი"

"ყოველთვის როცა
მე ვყვირი შენს სახელს
შენ სულ სხვა მხარეს იხედები"

"დღე მეორმოცე
სადარბაზოში გადგმულ
ჩემოდანს აწვიმს"

თებერვალი


"სიჩუმე,თითქოს ასპარეზი
და ყველა ფაზა მარტო ყოფნისამ გავიარე
(რაღა მაჩერებს?!)
შენ შეგიძლია გადამასხა სხეულზე კაბა,
მაგრამ ამ ლაქამ ჩენი ყოფნა ვერ დაგაჯეროს"


"გამოუტყდი,
რომ სხვებზე კარგი კი არა
უბრალოდ_სხვაა"

"ლოცვის შემდეგ
უნებურად
ვკლავ ჭიანჭველას"

"თვითმფრინავი,
რა ნელა ვცხოვრობ
აქ მიწაზე"

"ზამთარი.
კარის ღრიჭოში გაჩრილი ქვითარი
ვიხდი, ვიხდი"

"ეს სულერთია
დასავლეთი თუ აღმოსავლეთი
ყველგან თანაბარი ცივი ქარია"

"და სულერთია,
სად და რამდენ ხანს გავჩუმდებით,
ან ჩვენს მოპარულ სიჩუმეში, რამდენი შიში გამოიზამთრებს
მთავარია რომ შიგნით ითქვა, შიგნით ჩაიქცა"


მარტი


"ქარი უფრიალებს კაშნეს
მარტო არ ჰგონია თავი"

"გზა
სწორი
მოსაწყენია"


"შიშით ველი ჟამს,"მომენატრე"
რომ მომენატრო"


"ერთხელაც გეტყვი_ეშმაკსაც წაუღიხარ"

"მე მიყვარს მე"



აპრილი


"ღმერთო დაიფარე ღმერთი"

"ჩვენ ცას ვხედავდით
მე მახსოვდა მამაჩემი
ვინაიდან ჩვენ ცას ვხედავდით"

"როცა კაცი წერს,მან ყოველთვის ზედმეტი იცის"

"ჩაინიშნე
მალე გაღვიძების დღე დადგება
ორშაბათი"


მაისი

"სულ ვჩქარობთ, ვჩქარობთ
და ვეღარ ვასწრებთ ქვეყნად ერთ–ერთ უმთავრეს საქმეს
სახით მშვიდით და ბედნიერით
აყვავებული ატმის წინ დგომას...."

"მოიგებს"

"ისე ჩემი ხარ
ასე მგონია
რომ გაჩუმდე_გაგახმოვანებ"


ივნისი

"ყველაზე მეტად ის კარია დაკეტილი
რომლის ღიად დატოვებაც შეიძლება"


"ხომ არის ხოლმე, რაღაც ისე ჩვეულებრივი,
როგორც სიმშვიდე გაზაფხულის წვიმების პირას_
ზურგსუკან მხოლოდ მიხურული კარის სითეთრე_
ფანჯრის რაფაზე იმედებით სავსე ქოთანი_
თუ დაივიწყებ სამუდამოდ გეცოდინება
რომ არის რაღაც_უმიზეზოდ შეუძლებებლი"


"ურფინ ჯუსი და მისი ხის ჯარისკაცები"

"რაც წვიმს ტკბილია და რაც თოვს ნაყინი"

"როგორი ცაა ამბობ.
მინდა დაგამშვიდო_
როგორიცაა ისეთს გახვედრებ"

"შენ ჩამჩურჩულე– "ღამდება"
და ჭიანჭველებმა სხეული
შტურმით აიღეს"

"ნუ დამაჯერებ რომ გზა ყოველთვის _ჯვარედინია
და გაქცევა_ოცნებების დასასრული"

ივლისი

"ვნერვიულობ"

"ცუდად რომ იქნები მოვალო"

"რა ხანია ერთად არ დასცემია მიწას
ჩემი და შენი ჩრდილი"

"მინდოდა მეთქვა
არ გახედო ჰორიზონტს მაშინ
როცა არავინ იყურება შენს გარდა იქეთ
როცა არავინ იყურება იქედან შენკენ"


"სიყვარული_ ტკბილი ნამცხვარი, რომელსაც ზუსტად ერთ წამში ყლაპავ და მერე ნამცეცებს წლობით აგროვებ"

"მე გავიღიმებ და გეტყვი
გაქცევაში დაგეხმარე
ისე მიყვარდი"

აგვისტო

"მამა_ის ვინც ჩემზე დიდი იქნება ყოველთვის"

"ვერ გიტან"


"ანტარქტიდა"

"ვერ ვხდები რატომ არის სიყვარული და ბოზობა ორივე წითელი"

"რადგან დედამიწა ისევ წყლით და მიწით იზომება და არა ადამიანებით"

"მივხვდი რატომ მაქვს გულისრევა
ხმაა ამო ოთახში რადიოაქტიული და
მით უფრო მეტია რადიაცია რაც უფრო ვდუმვართ"


"გურიაში რა გინდოდა უსიყვარულოდ"

"გეცნობი?
ვერა?
არადა გავხდი ზუსტად ისეთ_როგორიც გსურდა"

სექტემბერი


"წელს ამ ქალაქში მინუს ერთი ზღვის რომანია"

"ჩემი წესია_ყველაფერი შევატრიალო"

"იქნება მა კაცმა მითხრას:–თვალის ფსკერზე გიკანკალებს მოთმინება
მე ვუპასუხებ: –"ვერც შენ დამძარი"


"მე შემიძლია შემოდგომის დღე იყოს გარეთ
მე შემიძლია გარეთ თბილოდეს"


ოქტომბერი

"რომ სულ ესაა სილამაზე
რამდენიმე თბილი ფერის იღბლიანი შეხამება, სხვა არაფერი.."


"დაე
იყოს ნება შენი
მე ვყრი იარაღს"


"ნაბიჯის გადადგმის ლოცვა

შემდეგიც და მერე ვისვენებ
შემდეგიც და მერე ვისვენებ
ერთი ნაბიჯიც"

"თუ მე ვირჩევ
მირჩევნია გავტყდე
ვიდრე_გავიბზარო"


ნოემბერი


"აკვარიუმი მინდა"

"ძნელი ყოფილა სიბნელის სიყვარული"

"ყველა თავის ეზოში ბარავს"



დეკემბერი

"ისეთი ჩერჩეტია როგორც მე"

"მე არაფერს გთხოვს
შენ თავადაც კარგად იცი_ჩემი ვალი გაქვს"



პ.ს

არადა შობაზე ვაპირებდი დაწერას














10 comments:

babisa said...

<3 meama
kargad amokrefili tkbili bwkarebi :)))

Asklypiodota said...

თვითოეული ფრაზის მიღმა იმდენი რამ არის,ვიცი კიდევ წავიკითხავ და ყოველი შემდგომი წაკითხვა ახალ ამბავს გააცოცხლებს,მე ისე მათბობს ეგ ამბები...

Sukho said...

რა კარგია!

... :)

Sukho said...

რა კარგია 2,

... :)

Unknown said...

?

Sukho said...

მთელი "დღიური"... ტექსტები ავსებს ერთმანეთს...

რავიცი, (მე) ასე მგონია...

:)

Anonymous said...

როგორ მეცნო... როგორ თბილად... ნაცნობად... <3

alice said...

ძალიან კარგი რამეა, და ამდენი ნაცნობი თუ უცნობი ტაეპის ამოკითხვა ერთბაშად-ცოტა შემეშინდა,ზედმეტი სიამოვნება მიივიღე :) მადლობა და კიდევ ბევრჯერ შემოვუვლი :)

Anonymous said...

dalian kargad wer, sheni blogis xshiri stumari var

Unknown said...

დიდი მადლობა :)