Thursday, December 2, 2010

დეიდა ნატო


ვბედავ და ვწერ
ჩემი დეიდა ნატო ჩუმია და დიდი
ლამაზია და მშვიდი.
ჯერ მარტო მისი ხმის გაგონება რად ღირს.
დეიდა ნატოს არ უყვარს როცა ბევრს აქებენ.
არც მე მიყვარს, როცა ის თავს ამის გამო უხერხულად გრძნობს.

აქ იყო პაუზა ცოტა დიდი.


ვიფიქრე მეც ხომ არ გამეხმო.
გადავიფიქრე.
მირჩევნია ნედლად თორემ გამხმარი შეიძლება საერთოდ ვეღარ გადმოვიტანო
არადა რატომაც არ უნდა იცოდეს
რატომაც არ უნდა იცოდე რამდენი რამე წამოვიღე შენგან
ამბობდი _თამ სირთულეები გვზრდიან.
შევინახე.
–თამ გულახდილობა ხანდახან პოზაც არის, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ჩაკეცილი გვერდებია და მთავარია უკან ჩაბრუნებული მზერა არ გვაფრთხობდეს და შიგნით ვიყოთ გულწრფელები.
ესეც შევინახე.
–ყველა შენი კითხვის პასუხი შენშია და იქ მოძებნე
ესეც.
–არაფერმა შეგაშინოს შენზე დიდმა, სიყვარულიც კი შენხელაა.

როცა ვხედავ. ბევრს ვერაფერს ვეუბნები.
მოკრძალებაც არის და მოკრძალებაც.
და თუ ვხედავ მგონია რომ ჩუმად უნდა ვიყო, რომ შეიძლება თუ ბევრ თბილ სიტყვას ვეტყვი გაწითლდეს, ან ეუხერხულოს, ან გაჩუმდეს.
მე კიდე მიყვარს, როცა ზურგიდან მომეპარება და ჩამეხუტება და იტყვის მიყვარს ეს სულშესაბერავი ბავშვიო.

დეიდა ნატო?

"მოდის ადამინის ხმით,
ძალდაუტანებლად და ბუნებრივად,

მოდის და ამბობს:

ვარ შენთან."
ფერები–წითელი და შავი
თვალები–სხივებით
ფრინველი–ჭიამაია
სეზონი–ზაფხული,შემოდგომა,ზამთარი,გაზაფხული
ხელები–რბილი და თბილი

"ხდება ასე_ სიზმარში,
იჯერებ რომ იწყებ _ თავიდან,
მუჭა-მუჭა გაგაქვს სიზმარი
და გეჩვენება _ ცხადში გაიტან"

ვფიქრობ ახლა რა მოვიტანო
რომელი მოვიტანო
ვერ ვირჩევ და ვერც ვ ა რ ჩ ე ვ


ჩემი დეიდა ნატო ჩუმია და დიდი
ლამაზია და მშვიდი.







6 comments:

Anonymous said...

ყველა შენი პოსტი იმდენად თბილია, საერთოდ აღარ ვიცი ხოლმე რა ვთქვა... გავიფიქრე რომ კომენტარები საერთოდაც არაა საჭირო.. :)
სულ სიჩუმეში უნდა ვკითხულობდე შენს ნაწერებს..
მაგრამ მერე მივხვდი რომ მინდოდა გცოდნოდა რომ წავიკითხე, შევიგრძენი შენი ხისსუნიანი სახლიდან მომავალი თბილი სურნელი და ამიტომაც ვწერ...
რამდენი სითბო და სიყვარულია შენს ირგვლივ, ვგიჟდები <3

the sun shines said...

ai es foto mteli kedeli wignebit chemi ocnebaa. wignebs ki vagroveb kedeli maklia mxolod :))

Kate said...

რა საყვარელი ნაწერია :ლავ:

Keti said...

"არაფერმა შეგაშინოს შენზე დიდმა, სიყვარულიც კი შენხელაა."


ბევრი სითბოა ამ ჩანაწერში :)

Asklypiodota said...

ბედნიერი ხარ,წარუშლელ კვალს ტოვებს,მხოლოდ შენ გყავს ასეთი თბილი და კარგი,გეამაყება და გეგულება...ვიცი გაიგებ,ჰოდა ამიტომ ვწერ ისე როგორც ვფიქრობ:)ნეტავ მე ვიქცე ოდესმე ვინმესთვის დეიდა ნატოდ...

Mallorie said...

ძალიან თბილი პოსტი იყო.
უცებ წარმოვიდგინე, დეიდა ნატო-ს როგორ ამბობ, გამაჟრჟოლა. ^^