Thursday, June 30, 2011

Love is blue




,,ჩუმად ყოფნაა ჩემი საშინაო დავალება როცა მიყვარს"
/ნათია ნაცვლიშვილი/

ისეთი კი არაფერი
ის შემხვდა იმ დღეს, იმასთან მისულა და თუ ძმა ხარ მითხარიო როგორ მივუდგეო, რა გავაკეთოო.
იმან:– მაგასო? ეგ ალქაჯიაო, თავი გაანებეო,იცი რა მიქნაო? ჯერ მიყვარდაო, მერე არ მიყვარდაო, მიყვარდაო, არ მიყვარდაო. თვითონ სულ მშვიდად იყოო, სულ იღიმოდაო. სულ ჩუმად იყოო.
ერთხელ მითხრაო იცოდეო შენ მარტო მე გჭირდებიო. არც ეჭვიანობდაო, არც რამეს მიკრძალავდაო, გოგოებზე რო ვუყვებოდი გამიღიმებდა და თავზე ხელს გადამისვამდაო, თითქოს მისი გაზრდილი ვყოფილიყავიო, მაგიჟებდაო. ერთ დღეს სიგიჟე უელავდა თვალებში,მეც ამაჩემებდაო, მეორე დღეს ისეთი მშვიდი და მომნუსხველი იყო ჭკუიდან გადავყავდიო.ალქაჯია რო გეუბნებიო, სანამ დროა შეეშვიო.
მერეო? იცი რა მიქნაო? ავდექი და წამოვედიო. ვერ გავიგე მიყვარდა თუ არაო, გაქცევა მინდოდაო. არაფერს მიშლიდა,არაფერში მზღუდავდა, არაფერზე მიწესებდა ჩარჩოებს, მაგრამ მაინც გაქცევა მინდოდაო. წამოვედიო და მაშინვე მომენატრაო. მაგან მე ბოლო მომიღო, ეხლაც რომ დამიძახოს,ცოლ–შვილიანი რო ვიყო , ოღონდ დამიძახოსო.
აი ხო მიყვარდაო, თავისი სიჩუმით იმდენ ხანს მეჯიბრა წასვლა მაიძულაო, მერე მე დამბრალდაო. ეს ყველაფერი ხო ვიცი, მარა მაინც მენატრებაო. რა ვქნაო.
რამდენჯერმე ვცადეო მარა, არ მიშვებსო. აღარ ვიციი როგორო.
და სანამ ჭკუიდან არ გადასულხარ თავი გაანებეო. არ მოგატყუებსო, სულ გულახდილიაო, მიზეზს ვერ უპოვნიო რო რაიმე დააბრალოო, ვერ შეეწინააღმდეგებიო, არასწორი წესებით არ გეთამაშება და ამიტომ სულ მოგებულიაო, არასდროს ყალთაბანდობსო.ათიანში არტყამს ზუსტად გამოგიცნობს და მერე შენს სისუსტეებზე გელაპარაკებაო. უნდაო რო გადალახოო, გეხმარებაო, ან გგონია რო გეხმარებაო. მოკლედ ხანდახან ვფიქრობდი ჯადოქარიაო, ხანდახან დაბნეულიაო. რომ მიყურებდა მეგონა შიგნეულობას მითვალიერებდაო, სიღრმეებში მწვდებოდა და გული მისკდებოდაო.ამ დროს მინდებოდა თვალები ამომეჩიჩქნაო, მერე გაიღიმებდაო და თვალს სხვა საგანზე გადაიტანდაო, ისევ ჩუმად იყო ოდნავ გაღიმებულიო, ველოდებოდიო, ბოლოს ავდგებოდი და მივდიოდიო.იჯდაო, ვბრუნდებოდიო და ისევ იქ იჯდაო. ამაყი არ იყოო, არც თავმომწონეო, პირიქითო, წითლდებოდაო, თუ შეაქებდი,არ იცოდა სად დაემალა თვალებიო.
ბევრს ფიქრობსო, ყველაფერს ხარშავსო, ყველაფერი შიგნით ჩააქვსო და მერე სახეშეცვილილი ამოაქვსო. შენთან არასდროს იქნებაო და თუ იქნება სულ გექნება შეგრძნება, რომ სტუმარი გყავს სახლშიო. სულ სხვადასხვანაირიაო, დაჟე ჩაცმულობაცო, დღეს რო სათვალეებიანი მკაცრი ქალბატონი იყო, ხვალ ჭრელი ზღვის ქალაქში მცხოვრები გოგონაო, ზეგ იფიქრებდი ნეტა ასეთი სპორტული როდის იყოო, მაზეგ ისე გამომწვევად ეცვა ჭკუიდან გადაგიყვანდაო. მე ვერაფერი გავუგეო, მგონი თვითონაც არ იცის რა უნდაო.დავიღალე და წამოვედიო. როგორც გინდაო და ეგ იყო ბოლოს რაც თქვაო. მეტს არ გეტყვისო.
მაინც მიყვარსო და თუ გეუბნები რო შეეშვი კარგი მინდა შენთვისო, ძმურად დამიჯერეო.


ისეთი მართლა არაფერი. მალე დიდი დასვენება მოდის.
მალე 14 დღიანი დასვენება მოდის, მალე ნადვილი დასვენება მოდის.
ჯერ ხმელთაშუა ზღვა, მერე მთა–1520 მ ზღვის დონიდან, მერე ჩემი ყველაზე სწრაფები, ჩემი ყველაზე ენამოსწრებულები, ჩემი ყველაზე საკვიმატეთი.
მალემალემალემალე

6 comments:

Anton Ego said...

ბევრს ფიქრობსო, ყველაფერს ხარშავსო, ყველაფერი შიგნით ჩააქვსო და მერე სახეშეცვილილი ამოაქვსო. სულ სხვადასხვანაირიაო, დაჟე ჩაცმულობაცო, დღეს რო სათვალეებიანი მკაცრი ქალბატონი იყო, ხვალ ჭრელი ზღვის ქალაქში მცხოვრები გოგონაო, ზეგ იფიქრებდი ნეტა ასეთი სპორტული როდის იყოო, მაზეგ ისე გამომწვევად ეცვა ჭკუიდან გადაგიყვანდაო.
მაინც მიყვარსო და თუ გეუბნები რო შეეშვი კარგი მინდა შენთვისო, ძმურად დამიჯერეო.

აქედამ. ;)

ზოგადად ეგოიზმი ცუდი არაა, გარკვეული დადებითი შედეგები მოაქვს, მარა პატივმოყვარეობა ჩემი საყვარელი ცდუნებააო ერთ არსებას აქვს ნათქვამი.

babisa said...

აუ როგორ მომეწონა
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე :*
ხმელთაშუა ზღვისკენ-საით? ან როდის, არსად გადაგეყარო :დ

Chaotic said...

wow!
ახლა ეს ყველაფერი ფიქცია რომ აღმოჩნდეს და ზედმიწევნით არ იყოს რეალურ ადამიანზე ნათქვამი რეალური ადამიანის მიერ, ძალიან გამიტყდება! :D

Unknown said...

არ გაიტყდება ქრისიტი იმიტო რეალურია მანდ სულყველაფერი :)

Anonymous said...

რა მაგარია :) წავიკითხე და კიდევ სამჯერ წავიკითხე :)

Unknown said...

:) madloba