Tuesday, December 22, 2009

"გლობალური სიყვარული"

ამსტერდამი-ბოსტონი. გადაფრენა.

შენ მეუბნები,
რომ სიყვარული ახლა უფრო გლობალურია,
ვიდრე მაშინ,
როცა ლამაზი, ჩემზე ბევრად უფრო ლამაზი,
თექვსმეტი წლის ბებიაჩემი,
მთელი ექვსი წლით უმცროსი ჩემზე,
ფარდის იქიდან უყურებდა ბაბუაჩემს,
შავი ულაყით მოჯირითეს სოფლის შარაზე,
და არ იცოდა, მალე სამ ვაჟს მისცემდათ ღმერთი,
დედასავით ხორბლისფერებს,
მამასავით მხარბეჭიანებს,
რომ მერე ისე წაერთმია, არც კი ეკითხა.
შენ მეუბნები,
რომ სიყვარულმა გემო გაუგო თავისუფლებას
და ახლა უფრო კარგად სუნთქავს,
ვიდრე მაშინ,
როცა ბაბუამ საამაყო შავი ულაყით
მოიტაცა ბებიაჩემი
და მაყრიონმა ოდოიას შემოძახებით
დაარღვია ჭაობიან სოფლის სიჩუმე.
მორჩილად იჯდა კერის პირას ბებია თურმე,
ბედისწერას თუჯის ქვაბში ჩუმად ხარშავდა,
რომ მერე წლები გასულიყო
და მე, ბებიის სიყმაწვილის ფოტოს ნეგატივს,
ერთ მშვენიერ დღეს ოკეანის თავზე მეფრინა,
ლურჯი ჯინსით და გლობალური პრობლემებით,
და ჩემოდანში დიდი წიგნით,
„საქართველო“ რომ აწერია გარეკანზე
და პირველ გვერდზე
ჩვენებური სიამაყით და თავმოწონებით
გამოსახულ ფერად რუკაზე,
ის მიწა არის ჩამოჭრილი,
სადაც თავისი წილი ჭაობები დაუზარლად ამოაშრო ბაბუაჩემმა,
სადაც იმღერა ოდოია,
სადაც სახლი ააშენა და მოყვრისთვის კარი გამოაღო,
სადაც ვენახი ჩაყარა და მსხალი დარგო,
სწორედ ის მიწა,
შვილების ხორცით და ცრემლით რომ ანოყიერა.
ჩაკეტილია სახლის კარი
და ამის შემდეგ შენ მეუბნები,
რომ სიყვარული გახდა უფრო გლობალური,
ვიდრე ოდესმე,
ჩვენს ებრაელ შვილებს რადგანაც
ქვიათ ბერძნული სახელები
და რადგანაც ქერა თმის გამო,
ბებიისგან რომ გადმომეცა გენეტიკურად,
ხანდახან პასპორტს არც მიმოწმებენ,
შენ მეუბნები,
რომ ბედნიერ ეპოქაში მიწევს ცხოვრება,
გამოდევნილს საკუთარი სიზმრებიდან,
საკუთარი ტკივილებიდან,
დაუმარხავს წინაპრების სასაფლაოზე,
ოკეანის ტალღების თავზე
უპატრონოდ გამოკიდებულს,
მკვებავს ჩემი და შენი
გლობალური სიყვარული.
/სალომე ბენიძე/

როცა სალოს ამ ლექსს ვკითხულობ ჩემი დიდედა მახსენდება.
დიდედას 19 წლის გათხოვდა და 20 წლისას უკვე ქვრივი იყო.
გიორგი ბაბუ ომში წაუყვანეს და აღარც მობრუნებულა.
თვეების ბაბუაჩემი დარჩა დიდედას.
და კიდევ რწმენა რომ მისი ქმარი ცოცხალი იყო, სადღაც მაგრამ ცოცხალი.
მისი გარდაცავლების ცნობა არ მოსულაო.
დედამთილთან და მამამთილთან ერთად ცხოვრობდა.
როცა თვითონ გარდაიცვალა პანაშვიდზე ერთი ჩემთვის უცნობი ქალი მოვიდა და ჩემებს რაღაცას უყვებოდა.
ყური დავუგდე.
უცნობი ამბობდა, რომ ბაბუაჩემის ბაბუას მიუღია სამკუთხა ბარათი.
თურმე სასწრაფოდ უცნობის დედასთან გაქცეულა და ბარათი გადაუცია. შეინახეო.
არ მინდა გაიგოს მისმა ცოლმა რომ ქმარი აღარ ჰყავსო.
იმის მერე სულ ვფიქრობ რატომ გააკეთა ეს.
იმიტომ რომ დიდედას იმედი არ დაკარგვოდა
თუ ეშინოდა, რომ დიდედა მშობლებთან დაბრუნდებოდა.
მიზეზი არ ვიცი მაგრამ მახსოვს ზამთრის არდადეგებზე ჩემი თავი ღუმელთან მასთან მოსაუბრე
-დიდედა, გიორგი ბაბუ თუ გესიზმრება ხოლმე?
-კი ბებო
-როგორი იყო?
-ბაბუაშენი ჰგავს
სურათს ავხედე და მსგავსება ვერ ვიპოვნე.
მის სიკვდილამდე მეც მჯეროდა რომ დიდი ბაბუა ცოცხალი იყო და ვერ ახერხებდა ჩვენამდე მოსვლას.
და თვითონ როგორ მახსენდება ყველაზე ხშირად?

დიდედა წელში მოხრილი.

მისი დამჭკნარი და ოდნავ ხაოიანი ხელები 5 ჩხირით.
წინდა ქსოვს.

ვზივართ. მე მის კალთაზე მიდევს თავი,ძაღლისგან შეშინებული და ის რაღაცას ბუტბუტებს დაგამშვიდებსო.

დიდედა ბალის ხეზე.

დიდედა ნამგლით ხელში ჩაცუცქული და ბალახებს ჭრის.

დიდედა ნემსში ძაფის გაყრას მთხოვს.

დიდედა ბიჭებს ეძახის მსხალი მოგიტანეთ და გაურეცხავი არ ჭამოთო.

დიდედა მპირდება პენსიას რომ აიღებს ლამაზ კაბას მიყიდის და გასაფერადებლებს.


კიდევ სულ ვფიქრობ სიყვარული მართლა ამდენს გაძლებინებს?
და მართლაც სიყვარული ახლა უფრო გლობალურია?

14 comments:

camomile said...

vkitxulobdi da tanshi jruanteli mivlida...mere chemi bebiebi gamaxsenda, arcerti ar myavs cocxali :( arada rogor did sitbos da siyvaruls gamoscemdnen...gavufrtxildet sanam gverdit arian...
madloba aseti tbili postistvis.

Tatia said...

ძალიან სევდიანი ისტორიაა... და კარგადაც მოყოლილი.

სიყვარულის გლობალურობაზე რა მოგახსენო, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ სიყვარული ვირტუალური გახდა, იმის გათვალისწინებით რომ ვერ გასცდა სურათების კომენტარებს : ))

ძალიან მიყვარს შენი ხისსუნიანი სახლი, სულ მინდა ხოლმე რომ გესტუმრო. : ))

babisa said...

azlebinebdat
axla ar vici
globaluri ara, magram saxecvlili martlaa
ar vambob cudi, kargi, magram saxecvlili :)

hexe said...

=)
ramxela sitboa

Anonymous said...

ai Tam chveni zina bebia :|

au ra maxsovs ici tamt? ragac shelocva gvaswavla me,ikas da lashas da chven kamtlebs vukitxavdit du shashi gagordio :D

ertxel daemtxva da mere sul vcdilobdit rom es "shelocva" wagvekitxa :D

vaime suni maxsovs me didedasi :|

Lalena said...

ზუსტად ერთი თვის წინ ვეუბნებოდი ჩემს მეგობრებს რომ ბებიაზე პოსტს დავწერდი, მერე რაღაც რაღაცეების გამო სულ შევევშვი წერას, ახლა ვიცი, რომ აუცილებლად დავწერ, სუკივდილოდ. მადლობა ამ სითბოსთვის და სიკეთისთვის რითაც ახლა ამივსე გული...
ყველაზე ჰარმონიული და რბილია რაც კი ოდესმე წამიკითხავს :*

xissunianisaxli said...

მადლობა თქვენ :)
სახეცვლილი საითკენ ბაბის?
ანონიმ_მე მაგ ტექსტს ვერ ვიხსნებ :)
თუ გაიხსენებ მითხარი რა

Kate said...

აუ ჩემი ერთადერთი დიდე გამახსენდა. :*
დასავლეთში რომაა და სულ რომ მენატრება.





ეს შენია თუ ჩემი ???? :D :D :D
http://i072.radikal.ru/0912/d1/df88259ce889.jpg

Unknown said...

უი ეხლა დავაკვირდი :O
ჰეჰეჰე :))))
გამარჯობა ერთო ცალო ტყუპისცალო :)))

ნან said...

ხისსუნიანი პოსტი :)

ჩითისყვავილებიანი სარაფანის ჩაცმა და ფეხების ტყაპუნით წვიმაში სირბილი მინდა.
:დამიბრუნეთვინმემბავშვობაცოტახნით: უსერ

nastasia said...

siyvaruli ufro globaluri ara,ufro zneald dasajerebeli gaxda. . . me michirs xolme davijero,rom ase meyvareba...
principshi imitom rom sheni didedas babua sul yavda,chemsas ki 8 babua yavda :D

me said...

რა საყვარელია დიდედა ბებია :))) მე მაინც იმდენი სითბო მახსოვს 5 ბებია მყავდა და აქედან ეხლა ერთი დამრჩა,ნამდვილი...:)რომელმაც მინდა რომ დიდხანს დიდხანს იცოცხლოს.მეშინია ის სითბო რაც მოაქვს არ დავკარგო ისიც რომ წავა როდესმე...

ისეთი ისტორიები მაქვს ძველი მოსმენილი სიყვარულის რომ სულ მაჟრიალებს, როგორი ერდგუები იყვნენ ამ გრძნობის სიცოცხლის ბოლომდე...
მეც მინდა ასე მიყვარდეს და ასე ვუყვარდე... :)))

Anonymous said...

სიყვარულის შეზღუდვა გლობალურობის თუ ლოკალურობის ჩარჩოებში არა მგონია სწორი იყოს, სიყვარულს საზღვრები არა აქვს...არც არასოდეს შეცვლილა სიყვარული, იგი ყოველთვის ისეთი იყო როგორიც დღეს არის, ხოლო ჩვენი დამოკიდებულება მისდამი შესაძლოა იცვლებოდეს, ეს სულ სხვა რამაა...დღესაც უყვართ ისე როგორც თუნდაც 100 წლის წინ, ან კიდე უფრო წინ...სიყავრული თავად ღმერთია და ”სიყავრული არასოდეს არ გადავა”...
ყველას გისურვებთ ჭეშმარიტი სუყვარული გეპოვოთ....:):):)

სალომე ბენიძე said...

გენაცვალეეთ <3