Wednesday, December 30, 2009

გილოცავთ


ზუსტად არ ვიცი როდის მოხდა ეს ამბავი მე რომ ძალიან პატარა ვიყავი თუ პატარაზე ცოტა დიდი რომ ვიყავი.
ვიფიქრე დედას ვკითხავ მეთქი მაგრამ არ ვკითხე.
პატარა ვიყავი მამამ მე და დედა საახლწლოდ სოფელში რომ ჩაგვიყვანა და უკან დაბრუნდა.
თვითონ სამსახურიდან თავს ვერ ითავისუფლებდა. იმ წლის ბოლო დღეებში თუ მოახერხებდა ჩამოსვლას.
30 ში ღამე წამოვიდა მატარებლით. არეული დრო იყო. მატარებელმა ძვლივს ჩააღწია სადგურ ლანჩხუთამდე, ისიც დაგვიანებით და გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

ასე აღმოჩნდა მამაჩემი 31 ში საღამოს ძალიან დიდ თოვლში ჩვენი სოფლიდან დახლოებით 50 კმ-ის მოშორებით.
ტრანსპორტი ახალი წლის ღამეს კი არა ისეც იშვიათად დადიოდა იმ დროს.
იძულებული იყო ფეხით წამოსულიყო.
მერე არ ვიცი როდორ და რა ძალით შეძლო ამხელა გზის ფეხით თოვლში ისე რომ 00:01 წუთს უკვე სახლში შეხვდა.
მე ვამბობ რომ მახსოვს როგორ ნერვიულობდა დედაჩემი სანამ მოვიდოდა.
როგორ ბორგავდა ბაბუაჩემი
როგორ ქოთქოთებდა ბებიაჩემი: დედა სად მოვნახო ჩემი ბაღანაო
ისინი მეუბნებიან, რომ შეუძლებელია მახსოვდეს და მხოლოდ მოყოლილი თუ წარმომიდგება თვალწინ.
მე მაინც ვიტყვი რომ მახსოვს როგორ გაიღო ჩემი ეზოს თეთრი ჭიშკარი.
როგორ ატეხა წითელმა ჯეკამ ყეფა. მერე როგორ მიჩუმდა და როგორ დავინახე ნაცრისფერი ქურთუკით მამაჩემი.
და ბებიაჩემის ლოცვაც მახსოვს ღმერთს მადლობას რომ წირავდა.
მახსოვს მახსოვს მახსოვს.

ხოდა

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს ყველას.
მე კი წინ მელოდება თოვლი რომელიც ჯერ არ მოსულა ,
საჩუქრები რომელთა საყიდლადაც ჯერ ვერ მოვიცალე,
ნამცხვარი რომელსაც პირველად გამოვაცხობ ცხოვრებაში
და გოზინაყი :ლოვე:

8 comments:

nastasia said...

namcxvars ra bedi eceva,momaxsene mere :)
me sul maxsovs dedas yvela nerviuloba,mamas dagvianebebs ro axlavs...da vifiqre,rom eg ambavi im droindelia,roca didebis shesazleblobebshi marto didebsve eparebat echvi. . .
mravals *:

ჯორჯ პაიკი said...

მთლად 50 კმ. არა და არც ახალი წლის ღამეს, მაგრამ მახსოვს მამაჩემსაც უწევდა 15 კილომეტრის გავლა იმ უტრანსპორტო და უარაფრო დროს. ისე გასახსენებლად კარგი ისტორიაა. :)

Lalena said...

მიყვარს ძალიან მიყვარს ასეთი მოგონებები, რომ არ ”უნდა” გახსოვდეს და მაინც, რომ გახსოვს :)))

ბედნიერი ახალი წელი :*

Sophie שרה Golden said...

აუ, რა ზღაპარივით ამბავი იყო :) ჰოლივუდში მაგარ საშობაო-საახალწლო ფილმს გადაიღებდნენ... So sweet & გოზინაყიish :))

HAPPY NEW YEAR! :love:

me said...

აუ თაამთ ყველაფერი წარმომიდგა თვალწინ :)) რა კარგი და სასიამოვნო იყო :*

clown said...
This comment has been removed by the author.
clown said...

ძღაპარი ^^

<3

დომენიკო said...

მაგარი ნაწერი იყო. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე თითქოს, მაგრამ გაოცებაც მოვასწარი, ნერვიულობაც, დაზაფრვაც და გახარებაც :)