Saturday, December 19, 2009

ტრაგიკული ბედი თუ მარტივი გზა

ერთ-ერთ ფორუმზე გამოკითხვაში გადავაწყდი ასეთ შეკითხვას "შენი აზრით რითია მეტი პოეტი პუტანკაზე?"

ამ იუმორნარევიცინიზმით დასმულ კითხვის პასუხზე ბევრი არ მიფიქრია.
სამაგიეროდ ხშირად დავფიქრებულვარ მეძავების ბედზე.

დავიწყოთ იქედან რომ როგორც ცნობილია უძველესი პროფესიაა.
ეს ის რაც მათ შესახებ გუგული(google) დეიდამ მომიყვა:

"პირველი ქალი მეძავად ჩამოყალიბდა ქალაქურ საზოგადოებაში ,მას შემდეგ რაც განთავისუფლდა გვაროვნული წყობილების ზეგავლენისგან, შესაძლებლობა მიეცა სექს პარტნიორი თვითონვე აერჩია . პირველი "ისტორიული" მეძავის სახელი არ არის ცნობილი, მხოლოდ ბიბლიური _ძველი აღთქმიდან _ რააბი იერიჰოდან (רחב <--ივრითული, სავარაუდოდ ნიშნავს: რაავი ან რახაბი ან რაავ. ‏יְרִיחוֹ‎ _ ’Arīḥā -იერიხონ,Jericho გერმ.)

მეძავობა შემოსავლის წყარო იყო უკვე სოლონის ეპოქის ათენში. სოლონმა დაწერა კანონი ,რომელიც ავალდებულებდა მეძავს გადასახადი გადაეხადა. აქვე დავწერ, რომ სოლონი ითვლება დემოკრატიის პირველ ფუძემდებლად.

ბევრი ისტორიკოსი თანხმდება ,რომ თვითონ სოლონი ყიდულობდა ქალებს და სთავაზობდა საზოგადოებას (ეს საზოგადოება ბრბო იყო,მასა თუ პუბლიკა არ ვიცით და საზოგადოებაში მარტო კაცები არ იგულისხმება ვფიქრობ მე) მათ მომსახურეობას ერთი ობოლის( ბერძნული მონეტა _ οβολος,obolos- თუმცა წონის ერთეულიც იყო) ფასად. მან "ააშენა" პირველი საროსკიპო.

მეძავობას ათენში ჩაეყარა საფუძველი _ განვითარება კი ჰპოვა რომში , რაც ტიტუს მაკციუს პლავტუსის (ძვ. წ. 254 უმბრია - ძვ. წ. 184 რომი) - რომაელი კომედიოგრაფი) კომედიებში კარგად ჩანს.

ეს ყველაფერი თავისუფლად , მზის შუქზე ხდებოდა თუ გასაიდუმლოებული იყო უცნობია.


ბევრი ხალხის კულტურაში მეძავები განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდნენ . მაგალითად: ბუდა ინდურ ქალაქ ვაზალში მიღებულ იქნა კურტიზანების უდიდეს "უფროსად" (Spier. Life in Ancient India, XXVIII) , აბისინიაში (ეთიოოპიის არაოფიციალური სახელწოდება)მეძავები იკავებდნენ მაღალ მდგომარეობას სასახლის კარზე და არც ისე იშვიათად ხდებოდნენ ქალაქის თავები ან მთელი პროვინციიც განმგებლებიც (Combe et Tamisier. Voyage en Abyssinie, II, 116). . .


არადა 'თავიდან' არსებობდა მხოლოდ პოლიგამია , პოლიანდრია , პოლიგინია, სისხლის აღრევა ......
თავიდან კი არა 19 საუკუნეში ტიბეტში, სამხრეთ ინდოეტში და დღევანდელ ველურ ხლხებში (მაგ:შინუკები,კოხინხინები,კიუნკტები) გავრცელებულია ისეთი ცხოვრების წესი თუ კულტურა, რაც ჩვენი გადასახედიდან მეძავობაა."

სულ მაინტერესებდა რა ხდებოდა მიზეზი როცა ამ საქმეს პროფესიად ირჩევდნენ.
იძულებითი ნაბიჯი მათი ტრაგიკული ბედის გამო, სისუსტე, ფულის შოვნის მარტივი გზა თუჺრა თუ რა.
რა თქმა უნდა უკეთესი იქნებოდა პირადი ტრაგედია საერთოდ არ ჰქონოდათ, მაგრამ მირჩევნია ეს მათ ცხოვრებას დავაბრალო.
ვიდრე ის რომ "შრომის" ეს გზა გაცილებით იოლია და მოგებაც მეტია.მე მგონია რომ ეს უფრო დიდი ტრაგედიაა.
რაც არ ინდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს მაინც დიდი ტკივილია მათთვის ეს ყველაფერი.
ავიღოთ თუნდაც მარტო ის რომ საზოგადოებისგან ცალკე მდგომნი არიან.
მერე რა თუ ეს გზა თავად აირჩიეს.
ვიცი რომ რაღაც დოზებით ყველა ადამიანი უკმაყოფილოა საკუთარი პროფესიის, მაგრამ მეძავებისთვის რაღაც დოზები აღარ არსებობს ალბათ.
როცა მათ ვხედავ სურვილი მიჩნდება დაველაპარაკო.
ავუხსნა ის რაც ძალიან კარგად იციან და ამაზე არ ფიქრობენ, ან ცდილობენ არ იფიქრონ.
რომ მათი პიროვნული ღირსება ბევრად მეტი ღირს ვიდრე უხდიან.

შენიშვნა: არ მეცოდებიან.

შეკითხვა: "ბოზი"-სპასრსული სიტყვაა და ლამაზს ნიშნავს. მაშინ რატომ არის "ბოზი" უფრო შეურაცხმყოფელი სიტყვა ვიდრე "მეძავი"?

6 comments:

Sophie שרה Golden said...

რა საინტერესო პოსტი იყო, მეც ხშირად მიფიქრია ასეთ ადამიანებზე, სხვათა შორის - რატომ ირჩევენ ასეთ გზას ადამაინები :| ალბათ უბრალოდ ნებისყოფა არ ყოფნით, რომ სხვა გზა მოძებნონ...

Lalena said...

მეც სულ მაინტერესებდა, ახლაც მაინტერესებს, სანაპიროზე ყოველთვის თვალებგაფაციცებული ვუყურებ და მაინც ვერ მივდივარპასხამდე :( ალბათ ცოტ-ცოტა ყველაფერმა განაპირობა, თუმცა მსგავს სტატიებში ყოველთვის ერთ მიზეზს ასახელებენ ცხოვრებისეული ტრაგედია, დავიჯერო საქართველოშჳ მხოლოდ ამის გამო ხდებიან ამ უძველესი პროფესიის წარმომადგენლები?

ჰექსე said...

შეცოდებით ნამდვილად არ მეცოდებიან
იმიტომ რომ ვფიქორბ ადამიანი ისეთია როგორიც უნდა რომ იყოს
კი შესაძლებელია ცხოვრებისეული გარემოებები მოქმედებენ და ყველაფერი ისე არ ეწყობა როგორც გვინდა მაგრამ ნებისმიერ ადამიანს ეძლევა შანსი შეცვალოს თავისი ცხოვრება თუ მას ის არ მოსწონს
მთავარია ხელიდან არ გავუშვათ ეს შანსი

გეთანხმები, უფრო ტრაგიკული ბედია ვიდრე მარტივი გზა...
ალბათ ყველაფერი მატერიალური სიდუხჭირით იწყება მერე კი იმდენად ხდება ამ სფეროში ჩახლართვა რომ იქიდან თავის დახწევა ძალზედ რთული ხდება თუ არა შეუძლებელი
მითუმეტეს თუ გავითვალისწინებტ იმას რომ მეძავთა უმრავლესობა ამ პროფესიას ძალზედ ადრეულ ასაკში იწყებს
ამიტომ მათ უმრავლესობას არ გააჩნიათ განათლება და უკეთესი სამსახურის შოვნის შანსი..
რაც ბოლო კითხვას შეეხება...
ასეთი უამრავი სიტყვა არსებობს რომელიც არასწორედ არის აღქმული რატომღაც
მაგალითად პიჟონი რომელიც მოწესრიგებულ, კარგად ჩაცმულ ახალაგაზრდას ნიშნავს თუმცა ჩვენს საზოგადოებაში რატომღაც შეურაცმყოფელ სიტყვად იხმარება..


კარგი პოსტი იყო ნამდვილად
:)

Kate said...

მეც ძალიან ხშირად მიფიქრია მათზე.
მათ ცხოვრებაზე.
მათ ბედზე.
ძალიან მებრალებიან ხოლმე.

"მალენა"–ს ვუყურე რამდენიმე დღის წინ და მას შემდეგ უფრო შემებრალნენ...

ძალიან კარგი პოსტია და ჩემი საყვარელი სიმღერა გაქვს ჩართული.

წი ხშირად უნდა შემოვიდე აქ.

Unknown said...

მადლობა გოგოებო

პოსტში ავღნიშნე კიდეც მირჩევნია მათ ბედს დავაბრალო ვიდრე ის რომ ეს უფრო სწრაფი და მომგებიანი გზაა.
პოსტის დაწერის მერე დავფიქრდი
და მარტივი კი არა ურთულესია.

me said...

პაულო კოელიოს "თერთმეტი წუთი" რომ წავიკითხე უფრო კარგად გავიგე ამ ადამიანების ცხოვრების.ისიც რომ თუ თავის დანებება გინდა მხოლოდ მონდომებაა საჭირო ასე რომ ვინც მთელი ცხოვრება ამით ცხოვრობს ჩემი აზრით ნებისყოფა არ ყოფნით გამოვიდნენ ამ სიბინძურიდან...