Tuesday, December 15, 2009

ლიტ-ფორუმი

ყველაფერი აქედან დაიწყო.



ერთ დღეს როცა უკვე სუვენირად ქცეული ჩემი მუყაოს კომპიუტერის ნაცვლად,ადგილი ჩვეულებრივმა პერსონალურმა კომპიუტერმა დაიკავა როცა უშუალო შეხების გემო გავიგე ინტერნეტთან გადავწყვიტე რომ აუცილებლად იარსებებდა საიტი www.literatura.ge

საიტზე ჯერ კიდევ იქიდან ვარ როცა პრიმიტიული გარეგნობა ჰქონდა.
დღის განმავლობაში დადებულ ყველა ნაწარმოებს ვკითხულობდი.
მერე საყვარელი ავტორები გამოვარჩიე.
მერე მეგონა წერა მეც შემეძლო და რამოდენიმე დავდე.
მერე მივხვდი რომ სისულეები იყო ავიღე და ისევ კითხვა გავაგრძელე.
მერე ბევრი რამ შეიცვალა.
მერე ჩემი გემოვნებაც შეიცვალა.
მერე მკითხველთა კლუბში შემიყვანეს.
უკვე პასუხისმგებლობა გაჩნდა.
ჰოდა ერთხელ ჩემმა მეგობარმა ფორუმში დარეგისტრირდიო.
დავრეგისტრირდი.
თავიდან ვპოსტავდი ალაგ-ალაგ და ცოტას.
ვაკვირდებოდი(ჩემი ჩვეულებრივი მდგომარეობა.)
მერე ცუდი პერიოდი მოვიდა.
მე სულ ფორუმში ვიყავი.
დამეხმარა.
ბეევრი ადამიანი ერთად.
ისე რომ ვერც გაიგეს, ვერც მიხვდნენ.
შევეჩვიე.
როცა ცუდად ვიყავი, როცა კარგად ვიყავი იქ ვიყავი.
მერე პროტესტი გამიჩნდა, მივხვდი რომ ძალიან დამოკიდებული გავხდი, მე კიდე არ მიყვარს ზედმეტად შეჩვეული როცა ვარ რაიმეზე.
მალე დავბრუნდი.
ფორუმი რამოდენიმეჯერ გაითიშა.
ძველი განადგურდა კიდეც.
ახალი სახლი მოგვცეს_მეთქი ვამბობდი.
საშინელი შეგრძნება_თითქოს ორპირი იყო.
ისევ მოგროვდნენ.
ერთი რამდენიმე სართულიანი სახლია.
არის დიდების ოთახი, რომელსაც მე ყურს ვადებ ხოლმე და ვუსმენ, რომ ვისწავლო მათგან.
არის მოსაწევი ოთახი, სადაც იმაზე მეტ დროს ვატარებ ვიდრე სახლში მიუხედავად იმისა რომ არ ვეწევი.
წუწუნის ოთახი, საფოსტოყუთი , მინი ვირტუალური ბიბლიოთეკა ა.შ და ა.შ

ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.
და ერთიორად დამეხმარა გაზრდაში ის ადამიანები ვინც იქ არიან.
და რაც ყველაზე მთავარია ვიცნობ ყველა იმ ადამიანს ვისი ნაწარმოებებიც მიყვარს და ვისაც ვაფასებ.
მოკლედ ასე.


პ.ს არ მითხრათ სამოთხე ყოფილაო.

9 comments:

nastasia said...

chven shoris gansxvaveba damokidebulebebse damokidebulebaa :)
da magisda miuxedavad shen forumse ufro damokidebuli xar,vidre me...

miyvars ,,sheni'' adgilebi DA ROCA GRZNOB,ROM IZRDEBI,sadgav,vigaceebtan,shen...

Keti said...

ისე ნაცნობია ეს სიტყვები :) მე სხვა ფორუმზე ვიყავი ასე დამოკიდებული, ახლა მხოლოდ ბლოგზე, თუმცა წასაკითხად ყველგან ვიჭყიტები :)

Unknown said...

ნასტ_"მალე დავბრუნდი"

ქეთი_ებლიტფოს ხომ არ გულისხმობ? :)

babisa said...

auu
rakargad tovs shens templateshi :))

Unknown said...

babisa_
ტომუშკამ მასწავლა.
პოსტი აქვს მაგაზე

Unknown said...

მე კიდევ ზოგადად ფორუმები არ მიყვარს. რაოდენ ინტელექტის ზეიმიც არ უნდასუფევდეს იქ. იშვიათად შევდივარ და კომენტარებსაც თითქმის არ ვტოვებ.

Keti said...

თამთა, კი :)

Sophie שרה Golden said...

ფორუმზე მგონი მეც ვიყავი მანდ, როცა თვითონ საიტზე ვდებდი ხოლმე ჩემს ნაწერებს და მერე საერთოდ მივატოვე...

(love the music on this blog!!!)

xissunianisaxli said...

კეთ_ვიცოდი ეგ ფორუმი.
სოფი_მართლა არც ნეგონა ცემს გარდა ვინმე თუ უსმენდა :)