მითხრეს ბანალურიაო.
ჩემთვის ბანალური არ იყო და დავფიქრდი.
ვინ დაადგინა რა არის ბანალური და რა არა?
ან სადამდეა საზღვრები ბანალურობის?
მერე ამ ცნების ზუსტი განმარტება მოვძებნე
"ბანალური
Fr. banal
სიახლეს, ორიგინალურობას მოკლებული; გაცვეთილი. მაგ., ბ. ხუმრობა.
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი"
ამ განმარტების კითხვისას კიდევ სხვა კითხვა დამებადა, მაგრამ ამაზე მერე.
სიტყვა "ბანალურს" მეც ძალიან ხშირად ვხმარობ.
ჩემი აზრით არასწორად გვესმის მნიშვნელობა.
რატომ?
ყველაფერი რაც ბანალური არაა, არ ნიშნავს რომ ორიგინალურია და პირიქით, რაც ორიგინალური არაა, სულაც არ ნიშნავს, რომ ბანალურია.
გაცვეთილი კიდევ შეიძლება, მაგრამ ეს ყველაფერი სუბიექტურ აღქმაზეა დამოკიდებული.
ვიღაცისთვის ბანალური შეიძლება,სხვისთვის არაბანალური იყოს.
ჩვენ როგორც ყოველთვის უკიდურესობების ხალხი ვართ.
ყველაფერი ან აღმატებით ხარისხში აგვყავს ან დაღმატებითში ჩამოგვყავს.
ამ სრულიად უვნებელ სიტყვას ცოტა ცინიზმი დავუმატეთ და ასე ვაქციეთ "სალანძღავ" სიტყვად, "საქილიკო" სიტყვად.
ჩარჩოდ იქცა.
ჩარჩოებს კი როგორც წესი გავურბივართ.
ვცდილობთ გავექცეთ ბანალურობას.
მეც ვცდილობ ხოლმე.
როცა რაიმეს ცდილობ კი ყალბი ხარ.
" მაგრამ იცი რა? ყველაფერი ბანალური იმიტომ არის ბანალური, რომ ჭეშმარიტებაა. ჭეშმარიტება კი არ ცვდება, მას ხშირად იმეორებენ და ხანდახან ბეზრდებათ. მაგრამ მას ვერსად გაექცევი."
ეს ერთი საყვარელი გოგოს სიტყვებია.
მეც პირველად ის გამახსენდა როცა ფიქრი დავიწყე.
მოკლედ ვიღაცისთვის ყვავილების ჩუქებაც ბანალურობაა.
ჩემთვის ყველაზე მისაღები საჩუქარია.
დღეს ტკივილიც ბანალურია.
ღიმილიც ბანალურია.
წვიმაში სიარულიც, თოვლიანი ღამეც.
ვიქნები ბანალური, ოღონდ არა ყალბი
და იშვიათად ვიტყვი მაგ სიტყვას, იმიტომ რომ მისი ქვეტექსტი არ მომწონს.
კითხვები მაინც მრჩება და სავარაუდო პასუხიც მაქვს.
სა ვა რა უ დო
ბანალურობა-სიმარტივე.
ბანალური-მარტივად აღსაქმელი.
პ.ს მადლობთ რომ დამაფიქრე.
17 comments:
chem gulshi zixar :)
ar vici gaxsovs tu ara ertxel gitxari arasworad gesmit TQVEN banaluroba tqo :)
დიდი ხნის წინ მითხარი?
ხედავ რამდენი ფიქრი დამჭირდა ამ აზრამდე მისვლამდე?
მეც კი ვცდები ხოლმე my dear.
ან დღეს ასე ვფიქრობ ხვალ შეიძლება კიდევ გადაფასდეს.
ხომ ხედავ არა?
არა ხომ ხედავ? მაგას გეუბნები.
:*
ar unda iyos didi dro gasuli :)
ufro sworad daaxloebit erti tvis win :)
shens komptan ijeqi :)
shen fiqrob tan sul da me imdenad gazarmacebuli var fiqric mezareba :)
magitom daviwye wignebis kitxva rom iqneb cota gamovsworde :D :*
da shen martali xar :P
არ მახსოვს როდის იყო.
მარტო კითხვა, რომ არ არის საშველი ხომ იცი?
ნიჩევო განათლდები ცოტა მეტად მაინც :P
ar mitqvams kitxva yvelafers ushvelis tqo :)
me vtqvi rom kitxva cota azrze momiyvans :)
da tam chiqa naxevrad savsea :)
ჰო :) ეგ არასდროს მავიწყდება და არც ის რომ ნახევრად ცარიელია :)
საინტერესო პოსტი იყო...
მომეწონა !
განსაკუთრებით ეს :
''ყველაფერი რაც ბანალური არაა, არ ნიშნავს რომ ორიგინალურია და პირიქით, რაც ორიგინალური არაა, სულაც არ ნიშნავს, რომ ბანალურია.''
ორიგინალური პოსტი ბანალურობის თემაზე. :)
კარგი პოსტი იყო.
მართლა საქილიკო სიტყვად იქცა, არადა ყველა ჩვენთაგანშია რაიმე "ბანალური" :)
მოდი, ასე ვთქვათ...
ბანალური სუბიექტური განცდაა. ვიღაც თუ ახლა იწყებს რომანტიკული ფილმების ყურებას და იცრემლება, სხვისთვის ეს უკვე გაცვეთილი და "ბანალური" ამბავია.
ყველანი რაღაციდან ვიწყებთ და მერე რაღაც–რაღაცები ბანალური ხდება ჩვენთვის. საქმე ის არი, აგვეშლება თუ არა ნერვები, როცა დავნახავთ, რომ იგივეს სხვა ახლა აკეთბს :)
სეირნობას რაც შეეხება, ნებისმიერ ამინდში (ქარის გარდა) ვივლი და ძალიან ბევრს. ვისაც რა უნდა, ის იფიქროს. ვოტ :)
ყვავილებიც მიხარია, წვიმაში გაწუწვაც, ფილმებზეც ვტირი და ბანალურიც ვარ, არ ვიცი ვისთვისაა სალანძღავი ეს სიტყვა, მაგრამ მხოლოდ იმის შიშით ვინმემ ჩემზე არ თქვა ბანალური ადამიანიაო სიყალბეს ვერ მივეძალები, ვერც ცრემლს დავმალავ და ვერც ღიმილს, ვერ შევიკავებ ემოციას, თვალებში გამოჩნდება...
ბანალური გოგოს, ბანალური თვალებში, ბანალური ემოციები ჩანს - ეს მე ვარ :)
sanam me axali posti gamomrcheniasavit,xalxi ra banalurobis xasiatse dagiyenebia :D
ise,xoo,mec vfiqrob xolme eget ambebs,banalurobaze da marazzmze,imito ro orive diagnozs autanlad xshirad vsvam,xoooda,gamosavali tu amosavali sheni subieqtivizmia,rac gebanalureba,ibanalure,yvavilebi ki sachuqrad miige,me gameshi vicancaleb xolme da lalena cvimashi ivlis :))))
ვისთვის რა და ვისთვის რა არ არის ბანალური...
და საერთოდ რა არის ბაანალური? ბევრი გაცვეთილი და მოძველებული ყველაზე მაგარი ბანალურობაა მაშინ (ანუ კარგი გაგებით)
წინადადება მაქვს ეს უაზრო სიტყვა ამოიღეთ ხმარებიდან... :)
am postshi bevr rame sar vetanxmebi(rogorc yoveltvis sakutari azri maqvs), magram amaze kamati rom daviwyo dzalian shors "gavfrindebi", amitom sxva dros pirispir saubrisas gavaketeb am temaze komentars... :)
(rogorc yoveltvis sakutari azri maqvs)
მარტო ამის მიხედვით თუ მივხვდები ვინ ხარ ;)
პირისპირ საუბრისას მხოლოდ მე და შენ ვიკამათებთ
მე მინდა რომ სხვამაც დაფიქრდეს ამაზე :)
მადლობა, კარგი ნააზრევია. მეგობრის გადარწმუნებაში დამეხმარა ��
👍👍👍
Post a Comment