Saturday, November 28, 2009

ყველაფერი ბედის ბრალია

„მეფე ვერ ვიქნები, ჰერცოგობა – არ მეკადრება – მე უიღბლო ვარ!… დავლიოთ ბატონებო!"



დიალოგს გადავაწყდი http://sxvisi.wordpress.com/ ამ პოსტს ეხებოდა.
ჰოდა მოვედი და ამ ადამიანს აქედან ვამხნევებ, თუ ვეჩხუბები, თუ ვასწავლი.
არ ვიცი, დაარქვას რაც უნდა.
მე მინდა ვუთხრა კიარადა ვთქვა, არა უფროსწორედ ვიკითხო
რატომ დავეჩვიეთ ადამიანები საკუთარი წარუმატებლობების, საკუთარი შეცდომების, სხვებზე და უარეს შემთხვევაში ბედისთვის დაბრალებას?
რა გვენაღვლება!
ბედს ენა არ აქვს(თუ პოეტურად არ მივუდგებით) და თავსაც ვერ გაიმართლებს.
აღიარეთ საკუთარი სისუსტეები საკუთარი თავის წინაშე.


საშინლად "უიღბლო" ვარ. გამოცდაზე ერთი თემაც რომ არ მცოდნოდა, აუცილებლად ის შემხვდებოდა, ტესტში თუ პასუხი არ ვიცოდი, არ არსებობდა შემთხვევით სწორი შემომეხაზა.
სამაგიეროდ
შემდეგ გამოცდაზე ყოველთვის ბოლომდე მომზადებული მივდიოდი.

არაფერიც არ არის ბედის ბრალი, პირიქით.
და თუ მაინც ყველაფერი მისი ბრალია, მაშინ დაუმტკიცეთ მას რომ მასზე ძლიერები ხართ.
შეიქმენით მოტივაცია.
ვინმემ უბრალოდ ამიხსენით თუ არ მოგწონთ სტატუსი "უიღბლო", რატომ არაფერს მოიმოქმედებთ მის შესაცვლელად.
რატომ მოგწონთ როცა ეცოდებით?
"მოწყალება ამაზრზენი სიტყვაა
როცა გეხება-"


პრობლემა მგონია რომ შიშში მდგომარეობს, ან სიზარმაცეში.
გვეზარება ან გვეშინია წინგადადგმული ნაბიჯების.
მერე რაღაცამ შიგნიდან რომ არ შეგვაწუხოს,ვიჯერებთ რომ უიღბლოები ვართ.
სხვებსაც ვაჯერებთ.
"უიღბლო"_ ბა პრეპარატია რომელიც სინდისის ხმას ჩქმალავს
უკუჩვენებები: იწვევს შურს,გაბოროტებას, ადამიანებისადმი გაუცხოებას, გალოთებას.




დიახაც, იმდენივეჯერ წამოვდგები, რამდენჯერაც წავიქცევი
და მაინც ამოვთხრი.


პ.ს неудачники არ ხარ, თუნდაც მხოლოდ ერთი მიზეზის გამო.
მე გყავარ :თავმდაბალი:

12 comments:

ჯორჯ პაიკი said...

შეგონება დაარქვი. :) მართლაცდა ბედ-იღბალი არაფერ შუაშია (ხშირად), მაგრამ ზოგჯერ იცი რა კარგია როცა წარმოიდგენ შენი უიღბლობის მიზეზს და მუშტებს ურტყავ. :) მისასალმებელია ნამდვილად შენი შემართება!

Keti said...

ვერაფერს ვიტყვი, მართალი ხარ!
თუმცა ადამიანებს "დაბალი ღობე" სჭირდებათ, რამეს ხომ მაინც უნდა გადაახტნენ :)

იმედია, პოსტს ადრესატიც წაიკითხავს და წინსვლას მეტი შემართებით გააგრძელებს :)

dato said...

მივიღებ როგორც დამუშავება :D


თამ შენ მაინც იცი რომ მე არავის არაფერს არ ვაბრალებ,საკუთარი თავის გარდა :)

და კიდევ არც სტატუსი უიღბლო არ მომწონს :)
უბრალოდ რაც არის ის ავღნიშნე :)

და რაც შეეხება იმას რომ შენ მყავხარ,ეგ ყველაზე უფრო დიდი ნეუდაჩნიკობაა :* :* :*

Unknown said...

ჯორჯ_მუშტების ცემა მაინცდამაინც არ მხიბლავს და რავიცი რავიცი

ქეთ_ადცოტას ხომ დაფიქრდება? ხოდა ეგეც კიდევ ერთი ნაბიჯია წინ

დათ_
არა ხო ნეუდაჩნიკობააა?
ნეუდაჩნიკობაა ხო?
კააარგი :D

Anonymous said...

...ღმერთმანი, ჩემი ბლოგი შენს ლისტში არ სუფევს, მე კი პოსტის კითხვა მქონდა დაწყებული და მუღამი დავკარგე :((

Dato trapaidze said...

დაბრალებით არაფერი იცვლება.... შეიცვლება მაშინ როცა აღიარებ, გაიაზრებ და გააკეთებ ისე რომ ეს აღარ განმეორდეს.

Unknown said...

ზურიუსს_ რამდენი ხანია მაგ ლისტისთვის აღარ შემიხედავს. აბა რისთვის შეიქმნა ის პატიოსანი საიტი?

დავით_

:) აჰა

hexe said...

kargi ramea bedi
yvelafris mistvis gadabraleba shegvizlia
is ki xmas ar igebs
:D
titqos yvelafers itans

liilia... said...

ხოდა ამათ კითხვაში დამავიწყდა რა უნდა დამეწერა...

დათოს მინდა ვუთხრა:ბევრს ნუ ლაპარაკობს,გაუმართლა შენ რომ ყავხარ;)

ეს რუსულად შენ რომ დაწერე ჯერ გამიკვირდა და მერე გამიხარდა :)

Unknown said...

ჰექსე_მეეც მაგან არ აღმაშფოთა? :((

ლილია_

მე არა ეგ დათომ დაწერა და ისე კი გამიკვირდა რატო გაგიკვირდა, რუსულზე ალერგია კი არ მაქვს :(

ალექსანდრო.. said...

"აღიარეთ საკუთარი სისუსტეები საკუთარი თავის წინაშე."
ohoho, titqos ra martvi da msubuqia..
kiara da me mgonia rom ufro sizmaracea,chem shemtxevashi mainc..

"დიახაც, იმდენივეჯერ წამოვდგები, რამდენჯერაც წავიქცევი"
momwons!

Unknown said...

ვიცი რომ მარტივი არ არის, მაგრამ მე სირთულის დაძლევა უფრო დიდი ბედნიერებას მანიჭებს :)