Friday, November 6, 2009

წერილი


სალუტ.


ისე მოგესალმე როგორც ყველას.


ასე მისალმება ნატამ მასწავლა.
ნატა ძალიან მიყვარს და კიდე ის მიყვარს როცა ვინც ძალიან მიყვარს იმის სიტყვებით რომ ვლაპარაკობ ხოლმე.



ვამბობ არასდროს მიგრძნია რომ აქ არ ხარ მეთქი .
მაგრამ სიშორემ მაინც აღმართა კედელი, რომელიც არ არსებობდა ჩვენს შორის .
ეს სიშორე არ გულისხმობს იმას თუ სად ხარ.
ჩემზე აღმატებული გახდი და შენთან თითქოს მეტი მოკრძალება გამიჩნდა.
არადა ვგრძნობ შენ მეტად დამიახლოვდი.
ახლა უკვე ყველაფერი იცი, ისიც თუ რამეს გიმალავდი . ისიც იმიტომ რომ ჩემთვის იმაზე მეტი იყავი ვიდრე მეგობარი.

დიდი ხანია არ მომიწერია შენთვის .
ის წერილებიც ჩამოვხიე კედლიდან პატარა ფურცლებზე დაწერილს რომ გიკრავდი. ერთხელ ოთახში შევედი და დედა დავინახე იმ კედელთან მდგომი ტიროდა.
მე კიდე ვერ ვუძლებ მის ტირილს. შენც ვერ იტანდი.
ჰოდა ავდექი და ჩამოვხიე.
მომენატრე.
შენ ხომ იცი როგორ ვერ ვიტან ამ გრძნობას.
იმდენი სალაპარაკო დამიგროვდა შენთან, იმდენი რამ მინდა მოგიყვე.
წერილებსაც ვერ გწერ არადა სიზმრის 20 წამიანი სერიები მხოლოდ გაოგნებისთვის კმარა რომ ისევ ჩემთან ხარ.
სურათს ხშირად ვუყურებ ხოლმე. ვცდილობ აღვიდგინო რას ვგრძნობდი მაშინ როცა გეხუტებოდი.
ვნერვიულობ რომ ამბობდი. შენ მე არ გიყვარვარო და მაინც მეფერებოდი.

არადა ისე მინდოდა შემძლებოდა გამომეხატა მაშIნ და ვერ ვერ ვერ
ყველაფერს ვინახავდი იმ ერთი დღისთვის როცა შენთან განშორება მომიწევდა.
და მაგრად ძალიან მაგრად ჩაგეხუტებოდი. მერე რა რომ ეს უბრალოდ აუცილებელი მოვლენა იქნებოდა სხვებისთვის, ან უბრალოდ ჩვეულებრივი ქცევა.
მე და შენ გვეცოდინებოდა რომ ეს ყველაზე დიიიდი სიყვარულის გამოხატვა იქნებოდა შენს მიმართ.

დედა სულ მეჩხუბება ცივი ხარო.
შენც მსაყვედურობდი ხოლმე.
რას ნანობო ? არაფერს_მეთქი, არადა ამას ვნანობ.ცუდია რომ გვიან მივხვდი.
იმის მერე მარტო არ ვტოვებ ხოლმე. მასთან ვწვები და იცი მეშინია მიკარების ღამით.
შორს ვწევარ, უცებ შენ არ ეგონო და მერე გამოღვიძებისას გული არ დასწყდეს რომ მე ვარ. ოღონდ ეს ეგოიზმი არ არის.
ვიცი, ჰო ვიცი ყველაფერი იმიტომ ხდება რომ ასეა საჭიროო.
ამაზე იმდენი ვიფიქრე იმდენი.
და კიდევ ერთხელ მივხვდი რომ ჩათვალე ასე უფრო ძლიერი ვიქნებოდით.
როცა შენ ჩემთან იყავი მაშინ სულ ვფიქრობდი რა უნდა გამიჭირდეს, რა უნდა შემემთხვეს, რომ მოვიხედებოდი და უკან შენ ჩემი მთასავით ადამიანი იქნებოდი.
ახლა კი როცა ცუდად ვარ უკან მექანიკურად ვიხედები და იმდენჯერ მწყდება მუცელში რაღაც.
სამაგიეროდ უკან არასდროს ვბრუნდები და ყოველ ნაბიჯს წინ ვდგამ.
ჰოდა ვიცი ზუსტად ამიტომ გადაწყვიტე წასვლა.
რა ეგოისტი ვარ.


გვიანი შემოდგომა მოდის. მე ქრონიკულად მცივა.
ყველას უკვირს რა მცივანა ხარო.
რა იციან, რა იციან.


შენნაირი მინდა ვიყო.
მასწავლე რამით, როგორმე, როგორ გავიმეტო გრძნობები , როგორ გავიმეტო სიტყვები.
დავიწყების შიში დამჩემდა.
მეშინია არ დამავიწყდე.
ხშირად ვატრიალებ იიმ ვიდეოს , სიღნაღში რომ ვიყავით. მარტო ერთ ადგილას ისმის შენი ხმა.

ვაიმეეეე.
სულ ამის თქმა მინდება ხოლმე
რა ძაღლები ვართ.


მინდა მოგიყვე როგორ შევიცვალე მერე.
მე ვერ ვგრძნობ, სხვები მეუბნებიან. გაიზარდეო .
არა ვუტყუები ვგრძნობ როგორ არა, ოღონდ მხოლოდ მაშინ თუ ვკითხულობ ჩემი დღიურის ძველ ჩანაწერებს.
როცა ზევით ამოვდივარ თავს მშვიდად ვგრძნობ.
სიჩუმეა და სულ ქარი ქრის იქ.

ქეთინო მეჩხუბება სისულელეებს ნუ ლაპარაკობ თავს სასაფლაოზე მშვიდად როგორ უნდა გრძნობდეო .
ვიცი იმას ეშინია მაგას რომ ვამბობ და იმიტომ მეჩხუბება.
ადრე ვერ დავდიოდი. ბოლო დროს ხშირად მინდება.
მარტო არ მიშვებენ, დამაფიცა მარტო არ ახვიდეო .




ნატამ მითხრა შემოდგომა არ შეიძულო მაგის გამოო .
შენთვის რომ ეკითხათ უნდა წავიდეს და რომელ დროში გინდა რომ წავიდესო . აუცილებლად შემოდგომას ეტყოდიო , სხვა დროს ვერ გაიმეტებდიო .
ნუ ადანაშაულებ . ჩუუუო .
ახლაც ხშირად ვიყურები ცაში.
ოღონდ იმიტომ აღარ რომ ის გზა ლონდონამდე მიმიყვანს.
აღარც იმიტომ რომ ცა ცამდე მიყვარს,
არც იმიტომ რომ ცა ოდესმე სარკედ გადაიქცევა.
იმიტომ რომ შენი სახლი იქ არის.
სხვისი მამები ბერდებიან. სამაგიეროდ შენ არასდროს დაბერდები.

ცამდეეეეე
წავედი ახლა ქეთინო შემოვიდა ოთახში, არ მინდა დაინახოს რას ვწერ.

13 comments:

მე–ნათია said...

არ ვიცი რა გითხრა:( უფრო სწორად რა დავწერო:(
დამაჟრიალა, დამბურძგნა...რაგაც ძალიან გავითავისე და უაზროდ შემეშინდა ცხოვრების:(
კარგი ხარ :)

camomile said...

mec daaxloebit maseti grdznoba meufleba roca dedaze vfiqrob...menatreba sashinlad, da chems warmosaxvashi vesaubrebi xolme.... :(

მე–ნათია said...

camomile-s :( ვწუხვარ

მე–ნათია said...
This comment has been removed by the author.
nastasia said...

auu,tamt,dilas movedi,cavikitxe da yvela sityva davkarge,mere nato ingoroyvas eggamaxsenda da isev movedi : იცი, სიკვდილზე ფიქრი გადავაფიქრებინე მამას, ვუთხარი, შენს შემდეგ ჩემი რიგია და ნუ ჩამაყენებ ამ რიგში მამა. დამიჯერა და დამყვა...


magram mgoni eg uaresia... :(
zogadad,yvelase cudia,roca fiqrob,rom dro ar gamoiyen,sheni tavi ar gamoxate,grznobebi chaikete,magram axla eg ukve ici da sxvebic xo gyavs,vistanac shegizlia gaixsene,visac xshiad agrznobino ro giyvars. . .

mere ma sheni sayvareli cidan gdmoixedavs da ufro didi mtasavit gaxdeba...
:*

liilia... said...

კიდევ მერამდენეჯერ ისევ ის სევდა დამეუფლა როცა ვიცი რას გრზნობ და როგორი მამა აღარ გყავს...

ხო ეს ასეა ცხოვრება გაზლევს განსაცდელებს და შენ უფრო იზრდები და ძლიერდები,ნატა არ ვიცი და მე რამდენჯერ მითქვამს შენთვის შემოდგომას თავი დაანებე ნუ ამოიჩემეთქო...:)

კიდევ ერთი რაღაც მინდა იცოდე თაამთ და კარგად შენ გყავდა საოცარი მამა რომელიც მთელი ცხოვრება გემახსოვრება და გაგათბობს... მინდა რომ ეს გახსოვდეს,იმიტომ რომ არიან ადამიანები რომელთაც თუნდაც 1 დღე არ განუცდიათ ის რაც შენ მთელი 20 წელი მოგეცა...

:):*

Anonymous said...

arasdros shentvis es ar mitqvams,axla getyvi.mitxari agar damificoo magram shen tavs vficavar! arasodes mamas ar yofnas ar gagrdznobineb. ukan tu moixedav me dagxvdebi,martalia jer patara gorakic ar var magram mainc. imedismomcemi.


da gpirdebi rom arasodes giyvireb telefonshi. . .

Unknown said...

მე_ნათია

:) მადლობა გოგონი რომ მკიტხულობ ხოლმე.

camomile_
:)

ნასტ :*

ლილი_
ვაცნობიერებ და ღმერთს მადლობას ვუხდი ამისთვის :)
შედარებითია ყველაფერი

ანონიმ_დათ
დაფიცებას რაც შეეხაბ ყველაზე მაგარი გრძნობაა როცა ვიღაცას იმდენად უყვარხარ რომ გიფიცებს.
შენმითუმეტეს. მე გითხარი ტყუილზე ნუ მიფიცებ მეთქი. ისიც მაშინ როცა მე მატყუებ :P

გორაკს რაც შეეხება ბეეეევრი ჭამე რომ დიდი გაიზარდო :*

შტეეეერ :)

Keti said...

ძალიან მტკივნეული იყო ამ წერილის წაკითხვა
მაშინ , როცა ვიცი, რას ნიშნავს სასაფლაოზე თავის მშვიდად გრძნობა
სიზმრებით იმის შეგრძნება, რომ ჩემთან არის..
არ ვიცი, რა ვთქვა
უბრალოდ, მჯერა, რომ მამები არასდროს ტოვებენ თავიანთ გოგონებს, მუდმივად იცავენ და უღიმიან
:*

Anonymous said...

isec ar shemedzlo, araferi ar damewera, magram isic ar vici ra davwero.. darwmunebuli var bevrs moeria cremli amis kitxvis dros.. me ki martla mominda agar mearseba..

''სხვისი მამები ბერდებიან. სამაგიეროდ შენ არასდროს დაბერდები.''

sikvdili araferia.. darwmunebuli var sicocxlis bolomde gecodineba, is shens adgilas ras gaaketebda.. me vici.. yoveltvis, roca cudad var.. roca ver migeben.. imeds micrueben.. mamcireben.. yoveltvis, roca ise kargad var, meti ar sheidzleba.. yoveltvis roca bednierebisgan haers vugimi.. me vici, marto arasdros ar var..

Anonymous said...

xo da kidev, nurafers nu inaneb, mat amis gagebac sheudzliat.. isini xom sauketeso megobrebi iyvnen.. ufro swored, arian..

Morrissey said...

ramdeni xania ar shemovsulvar... da metqi ubralod siaxleebs chavyvebitqo da maincadamainc am posts davejaxe ra :) :) werilze ra gitxra... arafers vityvi... bevria saerto, magram ai mokrdzalebao rom giweriao, mand me sxvanairad gavichede... ragac ukugmartad vgrdznob memgoni am bolos yvelafers anda saertodac ar vgrdznob... ese ufro martivia :) ar miyvars xolme roca vlaparakob am sakitxze da sxvebis sibalulit agsavse saxeebs rom vxedav xolme?! ra gvchirs vinmes shesabrali?!gamomividnen mowyaleebi, "Mowyaleba amazrzeni sityvaa roca shen gexeba" yvelani rigshi vart, ubralod chveni rigir cota shemoklda, tumcaga is mainc gaviget rom siyvaruli shegvdzlebia... werilebi rom chamoxie kargia, deda codoa da shen kide mati kitxva ar gchirdeba, isedac shenshia :)

მატასი said...

ნიკაპი მეტკინა, ეს როცა ვნერვიულობ ყოველთვის მემართება.
,, . . .სამაგიეროდ უკან არასდროს ვბრუნდები და ყოველ ნაბიჯს წინ ვდგამ”, -ეს მამაშენი დაგატარებს უხილავი ხელით. ის მუდამ შენთანაა, ან შენ ასეთს ვინ მიგატოვებს.