Tuesday, October 13, 2009
არათითი
მიყვარს და არ ვიცი რატომ.
ჩვეულებრივი ამბავია მიზეზებს არ ვეძებ ხოლმე სიყვარულისთვის.
იდეა ერთი საუბრიდან წამოვიდა, მერე კითხვები გაჩნდა.
პირველი რაც არათითზე თავში მომივიდა ეს არის:
ბოლია, ბოლია,
ხბო წითელია,
ამან დაკლა ,(მიკეცავდნენ ნეკა თითს)
ამან გაატყავა (არათითს),
ამან დაჭრა (შუათითს),
ამან კიდევ შესანსლა (ცერს),
ვცემოთ, ვცემოთ ბერიკაცსა!
და სიცილით ვკვდებოდი.
კაცებში ამ უსახელო თითის სიგრძე სისხლში ტესტოსტერონის დონეზე ყოფილა დამოკიდებული , რისი შედეგიც ყოფილა მათი წარმატება კარიერასა და სპორტში.
"მამაკაცები, რომლებსაც არათითი საჩვენებელზე უფრო გრძელი აქვთ, სხვებზე ხშირად არღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს - დადიან გადამეტებული სიჩქარით, რისკავენ გასწრებისას და პარკირებას სახიფათო ადგილებში ახდენენ. "-ასეთი შედეგები მიიღეს გერმანელმა მეცნიერ-მკვლევრებმა.
ამბობენ არათითი გულს უკავშირდებაო, საქორწინო ბეჭდის მასზე გაკეთების ერთ-ერთ მიზეზად ესეც შეიძლება ჩაითვალოს.
"ცერა თითი - ლოგიკისა და ნებისყოფის ძალის (ენერგიის) გამომხატველია, საჩვენებელი თითი - ბედისწერის, შუა თითი - მოძღვრობის, უსახელო თითი - საერთო საკოცობრიო სიყვარულის, ნეკა თითი - ფიზიკური სიყვარულის, გამრავლების განასახიერება და ა.შ."
ინგლისურად _ ring finger.
ჩვენს რელიგიაში მოკეცილი სამი თითი ანუ ცერი ,საჩვენებელი და შუათითი წმინდა სამებას, ხოლო დანარჩენი ორი თითი ქრისტეს ორბუნებოვნებას-ღვთიურსა და მიწიერს გამოხატავს.
სავარაუდოდ არათითი ღვთიურს უნდა გამოხატავდეს. შესაბამისად ჩემს კითხვას "რატომ იკეთებენ საქორწინო ბეჭედს მაინცდამაინც ამ თითზე" ეს პასუხი უფრო აკმაყოფილებს, უფრო სწორედ მე გამოვთქვამ ამის ვარაუდს რადგან ქორწინება ღვთისგან დალოცვილი კავშირია.
მგონი არის ლოგიკის მარცვალი.
კითხვები მაინც დამრჩა:
რატომ ვერ მოუძებნეს სახელი ამ თითს?
თუ მოუძებნეს და "არათითი" სწორედ ის არის, მაშინ რატომ "არათითი"?
რა ის ჩვეულებრივი თითი არ არის?
პ.ს რაც არ უნდა ერქვას მე მომწონს, იმიტომ რომ ყველაზე ლამაზად მიმაჩნია ჩემს თითებს შორის.
ჰოდა იმედია ფუტკრები სილამაზეს ვერ აღიქვამენ.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
9 comments:
ძალიან ძალიან ძალიან ლამაზი იყო :)
მეც მგონია, რომ ყველაზე ლამაზი ეს თითი მაქვს...
rodesgaca axlowarsulshi mag xbose leqsis gaxseneba mindoda da ver gavixsen,tvinin vigrze,gaixare :)))
xoooda,me yvela titi miyvars,gansakutrebit bechdebachonxlii :D
da tu vinme momcons xolme,sascrafod titebs vakvidebodi,kotita titebianebs shansi titqmis agar aqvs :P
sul mgonia xolme ro titebi laparakoben. . . :)
lalena_ჩემი ერთგული მკითხველი :)
ნასტ_ ხო თითები ლაპარაკობენ და საინტერესო ამბებს გვიყვებიან პატრონებზე :)
არათითი სხვა თითებისგან განსხვაებით ნაკლებად ცხოვრობს მიწიერი ცხოვრებით. მას არ აჭერენ ზარზე. მისით არ უჩვენებენ მიმართულებას, მისით არ გამოხატავენ საკუთარ აზრს სხვის შესახებ და მისით არ გამოხატავენ "ლიფსიტა"-ს მნიშვნელობას. ის ყველაზე უფო სუფთაა... :)
dzalian kargi komentaria :)dzalian :)
sachvenebeli rogori yvelaze aqtiuria ara?1 ise aratiti ratoa roca mshvenieri titia, sawyali daamcires rogor :D :D kiarada me eg tmashi sxvanairad vicodi : amana tqva mshiao, iman gmerti mogvcemso da blabla
გაიხარე. ისე გამიკვირდა ამ თემაზე პოსტს რომ წავაწყდი. შარშან შევამჩნიე, რომ თურმე ზოგს არათითი უფრო გრძელი აქვს, ვიდრე საჩვენებელი ( მე მეგონა ჩემსავით ჰქონდა ყველას) და მერე მთელი თვე დავდიოდი, ყველას თითების ჩვენებას ვთხოვდი :)
მაინც ვერ დავადგინე, რა პრინციპით აქვს ყველას სხვადასხვა თანაფარდობით
რა საყვარელი პოსტია. და "ჩემი" რაღაცნაირად...
ეს "ხბო წითელია" საროკა–ვაროკას პონტია ხო? :D :D :D
მე მაპატიეთ. რუს ძიძას ვიყავი მიბარებული...
მამაკაცს რომ ვუყურებ ორ რაღაცაზე ვაკვირდები... ყბები და ხელის თითები...
ისე მომეწონა არათითის შენეული ვერსიააა, ძაააააან
მაგარია :)
Post a Comment