Friday, October 9, 2009

ბარემ ერქვას ოცნება


ნასტასია იმედია არ ვიჩხუბებთ თუ კიდე ერთხელ მადლობას გადაგიხდი დათაგისთვის.
მე კი სანამ ოცნებების ჩამოწერას შევუდგებოდე, ვიტყვი რომ ბავშვობაში მატერიალურ საგნებზე არასდროს მიოცნებია.
ნუ, მგონი მატერიალურად არ უნდა ჩაითვალოს თუ მთელი ბავშვობა ვოცნებობდი ჩემს თოჯინას ენა ჰქონოდა და პასუხები გაეცა ჩემს მიერ დასმულ შეკითხვებზე.


"მე ვხედავ მზე" რომ წავიკითხე იმის მერე მქონდა აკვიატებად და ოცნებად ქცეული ცა სარკე ყოფილიყო და სოფელში ბებიასთან დატოვებულს მშობლები რომ მენატრებოდა, იქ დამენახა.ნასესხები ოცნება იყო.

აეროპორტში მე და მამაჩემი ველოდებოდით მის მეგობარს.
იქვე ერთი ახალგგაზრდა წყვილი კიდევ ვიღაცას.
გოგო - აუ ლაშ, რა მაგარია ხო პრაღა
ბიჭი-კიდევ სად გინდა?
გოგო-კიდევ ვენეცია
ბიჭი-კიდევ?
გოგო-პარიზი
ბიჭი-მოხარშული წაბლი?
გოგო-მეკაიფე ხო, მეკაიფე
მამაჩემი მიყურებს, იცინის და
- შენ სად გინდა?
- ინგლისი, ესპანეთი, ჩეხეთი, საფრანგეთი, ავსტრია, იტალია, მექსიკა, აშშ, ჩინეთი, ეგვიპტე, ტიბეტი გავაგრძელო?
-გერმანიას რას ერჩი?
- ჯანდაბას გერმანიაც, თუ ოცნებაა, ოცნება იყოს. არადა უბრალოდ გამომრჩა.
ხოდა ჯერჯერობით ოცნებად შეიძლება ჩაითვალოს.
მინდამოგზაურობამინდამოგზაურობა

გაზრდასთან ერთად მატერიალურმა ოცნებებმაც იმატა.
საკუთარი წიგნების მაღაზია მინდა.

და ხისსუნიანისახლი მინდა.
მგონი ეს უფრო გეგმები იყო, ვიდრე ოცნებები.
მოლაპარაკე თოჯინა და ცის სარკედ გადაქცევის რა ვთქვა, მაგრამ დანარჩენებს ასრულება უწერია თუ ძალიან მოვინდომებ.
ხო და კიდევ იშვიათად ვოცნებობ.
ერთ საღამოს გადავწყვიტე რომ მოულოდნელად მოვლენილი სიხარული უფრო დიდი ემოციებს მომცემს , ვიდრე ის დრო მომიტანს ზიანს რომლსაც ოცნებებში ვფლანგავ და..და..და...
და თამთ მორჩი წერას და შეუდექი მოქმედებას!

ვთაგავ








http://k84u.blogspot.com/ -Kate's Universe


http://dgiurebi.blogspot.com/-ბათუმელი ჟურნალისტის ბლოგი



3 comments:

nastasia said...

imasec unda iocnebo mgoni me ro shen gechxubebi :* :*

au,mogsauroba agar mindacota xani da cignebis magasia gaxseni da me viqnebi gamyodveli,an myidveli,an dekoracia...mokeled rame...


moulodneli sixarulebi yvelase magaria,ar vart chven ocnebis xalxi :D :D :D

Lalena said...

აუ ეგ რა მაგარი რამ გიწერია, მოულოდნელი სიხარული, აუ მარტო გაფიქრებაზე დამბურძგლა :)))
ხო ოცნება კარგია, ოცნებას სურვილად, მერე მიზნად, მერე რეალობად რომ აქცევ მართლაც კარგია, მაგრამ მერე ეს საძაგელი შეგრძნება, რომ იცოდი რომ ასე მოხდებოდა? არა მოულოდნელობას სხვა ეფექტი აქვს, სხვა ემოცია სხვა შეგრძნება, მოულოდნელად ბედნიერი მინდა რომ ვიყო :)

ეუფ, რამდენი მიბოდიალია :)))))))

ჯორჯ პაიკი said...

წიგნის მაღაზია მომეწონა!!! მე წიგნის გამომცემლობა მინდა და იმედია ჩემს მიერ გამოცემულ წიგნები შენს მაღაზიაში გაიყიდება. :) დანარჩენი ოცნებები აქ წერია: http://e2e4paiki.wordpress.com/2009/10/11/ocnebebshi-frena-parashutit/