Thursday, October 22, 2009

ჩემი ბედნიერება_შენი თავისუფლებაა



შენ არ იცი რა არის ბედნიერებაო მითხრა.
ვიცი_მეთქი
და არაო, ეგ არ არის ბედნიერებაო, შენ უბრალოდ უბედური არ ხარო.
რა საშინელი სიტყვაა უბედური.
შემცივდა.

ხოდა ეს არც ის მდგომარეობაა როცა "უბედური არ ხარ".
სწორედაც რომ ეს მაკმაყოფილებს და სწორედაც რომ ამით ვარ ბედნიერი.


ამით ვარ კარგად.
ჩემი ბედნიერება ჩემების კარგად ყოფნაა.
სხვანაიარად არ შემიძლია.
როცა ცუდად არიან, მე არც მეშინია და არც გული მტკივა.
მუცელი მეწვის ხოლმე.მუცელიიი.
ბედნიერი ვარ, რომ მაქვს თბილი საბანი.
კიდევ ის, რომ მაქვს სახლი,სადაც ღამე მძინავს.
სადაც ყოველ საღამოს ვსვამ ტკბილ ცხელ ჩაის.
რომ მაცვია ჩემი საყვარელი ფეხსაცმელი,
მიჭირავს ის ჩანთა რომელიც ყველაზე მეტად მომწონდა მაღაზიაში.
მაქვს სამსახური და ფანჯარა სამუშაო ოთახში, სივრცის საყურებლად და იმისთვის რომ ვისუნთქო.
რომ მაქვს ხელებში ძალა, ეხლა ეს პოსტი ვწერო.
წვიმის ხმის გაგონება ხომ შემიძლია ჩემი ფანჯრებს რომ უტყაპუნებს ხოლმე.
და მხოლოდ მზეს რომ არ ვხედავ.
სწორედაც რომ ბედნიერი ვარ.
რადგან არც ისე დიდი ხნის წინ მას რომ ეს ყველაფერი შესძლებოდა, ოღონდ შესძლებოდა და მთელ ამ ბედნიერებას ვთმობდი.
სულ ვუთმობდი.
უფალს ვთხოვდი წინა წამით მე, ვიდრე ის და მთელი ეს ყველაფერი მას.
ისე ვუთმობდი ვერც კი ვაცნობიერებდი, რომ ეს სურვილი თუ შესრულდებოდა, ყველაფერი ისევ მისთვის გაცილებით მტკივნეული და ცუდად იქნებოდა.

ის ალბათ ახლა იქ ბედნიერია.
თუნდაც იმით რომ მე აქ ასე ვფიქრობ.


სქოლიოზიანი ემბრიონი -ს პოსტი გამახსენდა ეხლა უცებ.



იმან_
ჩემი ბედნიერება-თავისუფლებააო.
შენ თავისუფალი ხარ, უბრალოდ უნდა იგრძნო ეს მეთქი.
და არაო შენ არ იცი რა არის თავისუფლებაო.
ვიცი მეთქი.
და არაო, მოძებნეო.
შენ ახლა უბრალოდ ბორკილდადებული არ ხარო.



ჰოოო, ცოტა დამაფიქრა.
ვეძებ თავისუფლებას და ძებნას ჩემი სურვილებიდან ვიწყებ.



8 comments:

Sophie שרה Golden said...

"იმას" უთხარი, რომ საერთოდ არაფერი ესმის, მით უმეტეს ბედნიერების... რადგან ხისსუნიან სახლს ვერ ხედავს და სუნიც არ ესმის, ბუნებრივია.
Love this post :hugz:

Lalena said...

და ბედნიერება, რომ მოვა მერე ეს მდგომარეობა, რომ უბრალოდ არ ხარ უბედური (მართლაც საშინელი სიტყვაა) უკვალოდ გაქრება :)

Roisin said...

ბედნიერება მინდათქო-შენ თვითონ არ იცი რა გინდაო;არადა როგორ არ ვიცოდი;
მანამდე ვიცოდი, სანამ თვითონ გაიგებდა, რომ თვითონ ის მინდოდა-ის იყო ბედნიერება...((((

nastasia said...

Tavisufleba marto ar arsebobs,marto arc bendiereba arsebobs. . .

arc msxverplis sachiroeba arsebobs,is,rac sheni bednierebaa,sheni unda iyos,imito ro mag yvelafers tu sxvas dautmob,shen agar iqnebi. . .

tavisufleba da bedniereba sadme ar unda mozebno,shenshi unda mozebno. . .

me tu mkitxavs kaci,bednieri xar,ogond iseti bednieri, ,,marto'' bednieri. . .

:*

kstati,sayvareli posti iyo. . .

Unknown said...

სოფი-
არა ის ჭკვიანი ადამიანია, ბევრი გამოიარა, და მგონი ბედნიერებაც იცის რა არის, უფროსწორედ თავისი ბედნიერება.

ლალენა-
მიყვარს აქ რომ გხედავ ხოლმე

როისინ-
უკვე გითხარი შენთან, ეს დროც გავა :)


ნასტ-
ის ადამიანი ღირდა იმისთვის რომ მე არ ვყოფილიყავი, ბევრად მეტი სარგებლობა მოჰქონდა სამყაროსთვის ვიდრე მე მომაქვს. ეს მსხვერპლი არ იყო. უფრო მგონი იმ ტკივილის შველას გავდა რასაც ველოდებოდი თუ ღმერთი სურვილს არ ამისრულებდა. ყველაფერი მაინც ისე დამთავრდა როგორც მას უნდოდა.
მერე გავაცნობიერე ძალიან ცუდად იქნებოდა სხვანაიარად რომ მოხდარიყო. მაშინ სხვა არაფერი შემეძლო უბრალოდ. სხვა ვერაფრით ვეხმარებოდი.

მადლობა ხალხ *

Anonymous said...

არც ისე დიდი ხნის წინ მას რომ ეს ყველაფერი შესძლებოდა, ოღონდ შესძლებოდა და მთელ ამ ბედნიერებას ვთმობდი. . . :)

shen chemi adamiani xar

Kate said...

აღარც ვიცი რა დავტოვო კომენტარის სახით...
ან რა აზრი აქვს... უბრალოდ ვგრძნობ იგივეს...

babisa said...

ar vici ra iyo da ra girda da ra ara, magram kargia rom axla ase fiqrob. ase fiqrma gagatavisufla shen, ase mgonia :)))))