Monday, September 14, 2009

მთა უფრო მაღალია თუ ზღვა უფრო ღრმა?



ვფიქრობდი რომელ იდეით დამეწყო.

იმდენი რამ ტრიალებდა თავში.

ნასტასიას პოსტმა გადამაწყვეტინა. 
 
ჰოდა, აი როცა ჩემი ორ კვირიანი საზღვაო  არდადეგები ამოიწურა და სახლში ვბრუნდებოდი, როცა რიკოთის უღელტეხილს გადმოვცდი და კავკასიონის მთიანეთს პირდაპირ ტრასიდან ვუყურებდი ერთი კითხვა ამეკვიატა 
ზღვა უფრო ღრმაა თუ მთა უფრო მაღალი?
 პირველად ეს კითხვა დედაჩემს დავუსვი სანამ ბარგი მანქანამდე მივიტანეთ?
 ეგონა ვეხუმრებოდი და გაოცებულმა შემომხედა.
მერე ჩემს ძმას. დაუფიქრებლად მიპასუხა-მთაო.
მერე მივხვდი იმისთვის რატომაც ვსვამდი ამ კითხვას სწორედ დაუფიქრებელი პასუხები მჭირდებოდა.
კითხვა დავუსვი ძალიან ბევრ ადამიანს, სხადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს, ჩემს უახლოეს მეგობრებს, ქუჩაში სრულიად უცნობებსაც.
პასუხები იყო საინტერესო, ზოგი მხოლოდ ერთი სიტყვით შემოფარგლებოდა, ზოგს ახსნაც ახლდა თან.
მნიშვნელობა იმას კი არ აქვს რა პასუხს მცემდნენ,არამედ როგორ მცემდნენ და რატომ მაინცდამაინც ამ პასუხს.
ჰოდა ამ კითხვა-პასუხში ისე გავერთე,სხვადaსხვა შეკითხვები წამოვიდა კიდევ.
მოდით დავტოვებ ინტრიგას ცოტა და
თქვენც გეკითხებით

მთა უფრო მაღალია თუ ზღვა უფრო ღრმა?

13 comments:

Lalena said...

სათაური, რომ წავიკითხე მაშინვე წამოვიყვირე რა თქმა უნდა ზღვათქო, ნეტა რატო არ დავფიქრდი :?

nastasia said...

heh,ra idealur impulsebs vicvev mokled :D

mtaaa,imito ro mta miyvars me...

Roisin said...

ზღვა Sure:)))

Anonymous said...

roca eg gipasuxe martla mtaze vfiqrobdi magram axla ratomgac zgva ufro grma mgonia :)

Joseph said...

მთა უფრო მაღალია!

liilia... said...

ზღვა უფრო ღრმაა იდუმალი და უსასრულო...

მთა უფრო ცამდე აზიდული დაუსრულებლად...

ეხლა შენ მიხვდი რომელი რაა...? :):*

მიყვარხარ

ლილე მზე

Anonymous said...

hello, es blog am wams agmovachine nastasiasgan da zalian mesimpatiura :))
rac sheexeba mag kitxvas, ar vici, magram mgonia rom mta, anu everesti ramxelaa da amxela sigrme mgoni wylebs ar aqvt. mmm hoda me meore kitxva maqvs - ai rom txaro miwa dausruleblad is ufro didia, tu zecis dasasrulamde da ozonis xvrelamde manzili? anu shuashi vart, tu ufro zmoet, tu ufro qvemot? esec gamoikvlie aba barem :D

xissunianisaxli said...

gamdlobt yvelas :)

babisa :) marianis grmuli 11022 metria :) mag logikit zgva ufro grma gamodis :)

Anonymous said...

hoo mahsin gamodis da egaa :))

Kate said...

ჩემი აზრით ზღვა.

Anonymous said...

რა თქმა უნდა მთა!
მათზე ხომ ზღვებია, კიდევ მთებია, კიდევ მწვერვალებია!

ჯორჯ პაიკი said...

რადგან აზრის, სულის და გულის სიღრმეებში ჩაწვდომა კარგი რამ არის, მგონია რომ ზღვა უფრო ღრმაა. მაგის გარეშეც ფაქტია რომ 11 022 მეტრი უფრო მეტია ვიდრე 8 848.

sabaha said...

ზღვა, ზღვა, ზღვა