Sunday, September 6, 2009

ბავშვობაში მეგონა,რომ

მოკლედ ასე
ლალენამ დიდი ხნის წინ დამთაგა მართალია, მაგრამ აქამდე ვერადავერ მოვახერხე პოსტის გამოქვეყნება.
თან სიმართლე ვთქვა ცოტა არ იყოს გამიჭირდა გონების დაძაბვა და იმის გახსენება თU რა მეგონა ბავშვობაში.
მიზეზი? ვერ ვაიძულებ ხოლმე რაიმეს გახსენებას ტვინს თუ თავისით არ მოდის

მოკლედ ვიწყებ:

ბავშვობაში მეგონა აუცილებლად დავეწეოდი დედაჩემს ასაკით, ახლა ვხვდები რომ მართალი ვიყავი.

მეგონა რომ სინამდვილეში რეალური სამყარო სიზმარი იყო და რეალობა მხოლოდ მესიზმრებოდა

რომ ღრუბლები თამბაქოს კვამლიდან წარმოიშვა

რომ ჩემი ყველა სათამაშო მელაპარაკებოდა და მათი ხმა მხოლოდ მე მესმოდა

მეგონა მთავრეზე რომ ლაქები ჩანს, სინამდვილეში მისი სახის ნაკვთები იყო
 
რომ მასწავლებელი ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო და მართლა ჰქონდა ტელევიზორი რომელშიც ყველაფერს ხედავდა

ბავშვობაში მეგონა რომ თოვლის ბაბუა არ არსებობდა, ახლა მგონია რომ არსებობს

მეგონა რომ ბაბუაწვერას მართლა მიჰქონდა ჩემი ჩაფიქრებული სურვილები დედასთან და იმ ჭორიკანა ჩიტის არსებობაც მჯეროდა ბებია რომ მეუბნებოდა ჩიტმა მომიტანა ამბავიო, რამდნეჯერ მნდომები დამეჭირა და გამომეკეტა სადმე

ვერ ვიგებდი საქართველო და საფრანგეთი თუ იყო სარუსეთო რატომ არ ერქვა

მეგონა რომ ბევრ ბუშტს თუ გავბერავდი და ერთად დავიჭერდი აუცილებალდ გავფრინდებოდი 

რომ თუ ხვლიკის სისხლს სათვალეს წავუსვამდი ადამიანებს შიშვლებს დავინახავდი

რომ თუ იმ ბალახს ვიპოვნიდი რომელიც წიქარას ზღაპრებში იყო ბაბუს მოჭრილ კიდურს გავუმთელებდი

მეგონა რომ საკუთარი კომპიუტერი მხოლოდ მიუწვდომელი ოცნება იყო და ჩემივე ხელით მუყაოს მასალისგან დამზადებულით ვთამაშობდი

მეგონა რომ სასწაულები ხდებოდა 


მართლა ხდება





პ.ს აქვე დავთაგავ

 http://myfragmentss.blogspot.com/

http://werasatanilebi.wordpress.com/

http://otkart.wordpress.com/

http://fromcloset.blogspot.com/

9 comments:

mado said...

მეც მეგონა ზოგიერთი რამ... :) კარგი იყო.. :)

Lasharela said...

პირველყოფილი თემური წყობილება, მეგონა კაცის სახელ "თემური"-სთან დაკავშირებული, მაგრამ სულ დისკომფორტი მექმნებოდა და ვერ ვხვდებოდი რატომ არ ერქვა "პირველყოფილი თემურის წყობილება".... ეს "-ს" მაკლდა :)

კიდე უამრავი რამ მეგონა :)

მაგარი საინტერესო პოსტია :)

ჯორჯ პაიკი said...

რამდენი საინტერესო რა გგონებია, მომეწონა. :)

Roisin said...

სარუსეთო მეც მეგონა)))
სხვათაშორის მე ჩემს მეორე ბლოგზე (http://cheiroptera.blogspot.com/) დავწერე, ქეთიმ დამთაგა და მე კიდევ შენ:) არ ვიცოდი თუ უკვე იყავი))

Unknown said...

ui arc me vicodi :((

dagtage mec :)

Anonymous said...

ძალიან დამასევდიანა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მგონია, რომ ძალიან კარგი ადამიანი ხარ. კარგი რა, თბილი. შინაგანად მაინც.
ბევრს რომ არ მივედ–მოვედო, ეს ჩემგან შენ :))

http://www.flickr.com/photos/44973368@N00/3899581473

Lalena said...

ვიცოდი :) ვიცოდი, რომ სწორად დაგთაგე და ვიცოდი, რომ იმას წავიკითხავდი, რაც მინდოდა წამეკითხა :)

Sophie שרה Golden said...

ეს რა გამახსენე...
შორეულ 90-იანებში მეც ქაღალდის კომპიუტერი მქონდა :) რა უცნაურები არიან ბავშვები ისე, ხო?

Anonymous said...

bavshvobashi megona rom yvelaze didi mama myavda,axla mivxvdi rom martali vyofilvar :*