Wednesday, September 23, 2009

ტკივილი

დღეს სამარშრუტო ტაქსში ჩემს უკან მსხდომი ქალების საუბარს ვუსმენდი.
ერთი ამბობდა ამ ბოლო დროს გულის ტკივილი დამჩემდაო.
ამაზე სიტყვა გულისტკივილი გამახსენდა.
მერე კიდევ უფრო შორს წავედი.
ვფიქრობდი რას ნიშნავს გტკიოდეს. 
ტკივილიც ისეთივე ჭრელია როგორც ხალხი.
ვიღაცისთვის ტკივილი თავისტკივილია. ამაზეც მახსენდება რაღაც.
სადღაც მე-3 კლასში ვიყავი მაღალი სიცხე მქონდა. დედას ვეუბნებოდი თავი მტკივა-მეთქი
აი თითქოს ტვინის ხვეულებში ჯარისკაცები დადიოდნენ მარშით.დედამ ბოდავსო.
ამბობენ მშობიარობის ტკივილი ყველაზე მტკივნეულიაო.

სიყვარულიც ტკივილიაო.

ემოციური ტკივილიც კი არსებულა, გასაოცარია პირდაპირ თითქოს ყველა ტკივილი ასეთი არ იყოს


"ემოციური ტკივილი ჩვენი ბალასტია, რომელსაც თან დავათრევთ ყველგან და რომელიც განსაკუთრებულად გვიშლის ხელს სხვა ადამიანებთან ურთიერთობებში. "


"საქართველოს ტკივილი ის არის, რომ სამწუხაროდ რუსეთის მეზობლად მდებარეობს" ერთ-ერთი ჩინოვნიკის სიტყვებია


ჰო აფხაზეთი და სამაჩაბლო ტკივილიც არის და ტკივილიც.

"იცით რა არის ტკივილი?????როცა კანი სივდება და არ არსებობს განსხვავება კიდურებს შორის...."

/შოთა გაგარინი/

ტკივილი_არის იმპულსები, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემას გადაეცემა სპეციფიკური ტკივილის რეცეპტორებიდან ანუ ნოციცეპტორებიდან


ტკივილის სიზმარში განცდა ბიზნესში წარუმატებლობას ნიშნავს თურმე

ჩემ ტკივილი?

დილით მამაჩემის სურათიდან, ჩემს მიერ აღებულმა მტვერმა წაიღო

p.s ამ სიტყვის სინონიმზე ვფიქრობდი და ვერ ვიპოვნე


7 comments:

nastasia said...

me xerxemali mtkiva xolm,xandaxan se,rom minda isev embrioni viyo...ogond usqolioz-utkivilo...embrioni ki var,mara sqoliozian tkiviliani da zogjer iset sastikadtkiviliani,ro game megvidzeba xolme da koshmari sizmrebi da tkivli ertad tamashoben eqsperimerul dramebs :P

kide,amboben,cxovreba tkivilis gareshe ugemuria,tkivilebit vizrdebiro,tkivilit vxvdebit bednierebis arsso da atas sxva hkvianur da arachkvianur rmeebs,me marto eseni gamaxsenda...

Unknown said...

ertxel vtqvi :) agar minda gazrda tu es morigi tkivilis xarjze moxdeba metqi.
igive azrze var :)

Roisin said...

gazrda? tkivilis xarjze zogjer ikumshebi da pataravdebi ise, rom eti tkiviliani daxveuli nervebis gorgola rchebi...

Anonymous said...

ტკივილი მართლა სხვდასხვაა ყველასთვის- მთავარია რომ გრძნობ, არ არის ჩარჩოები- ასე თუა გტკივა- ასე თუა არ ”ითვლება”- როცა გრძნობ -გრძნობ, შეიძლება ვინმესთვის ნემსის ჩხვლეტა უიყოს მტკივნეული, სხვისთვის კი უხეშად ნათქვამი :))

მარა ის კი მართალია,რომ ტკივილი გვძრდის და ”რაც არ გვკლავს , გვაძლიერებს” :))

ჯორჯ პაიკი said...

როცა ყველაფერი გტკივა, თან ხელშესახები არაფერი რომ არ გტკივა, ეგ არის ყველაზე ცუდი.

Kate_Alukard said...

ყველაზე მეტად რაც მტკივა მამაა ჩემი... სულ მტკივა და ყრუდ...

მე–ნათია said...

ეჰ, კარგი პოსტი იყო...რაღაც ისეთი რომ ამტკივდა მეც