Wednesday, July 28, 2010

წერილი asklypiodota-ს

მეორე დღეს მახსენდებოდა კადრებად.
ძველებური ეზო.
აივანი.
სავარძელი.
გემრიელი ცივი ყავა.
ლურჯი სარაფანი.
მხიარული ადამიანები.
წიგნების სია.
ვიწრო ქუჩები და სიგრილე სახლში წამოსვლისას.
მიუხედავად იმისა, რომ ერთ წამს გამიელვა თავში იქ ხომ არა?
მაინც მოულოდნელი იყო.
მრცხვენოდა და მაინც ვაპარებდი ხოლმე თვალს შენსკენ.
თავიდან მაკვირდებოდი.
და უცებ შემეშინდა იმედგაცრუებული არ დამეტოვებინე.
უკან დასახევი გზა არ მქონდა. რაც ვიყავი, ის ვიყავი.
ჩუმად ყოფნა ჩემი ჩვეულებრივი მდგომარეობაა.
მოსმენა უფრო, ვიდრე ლაპარაკი.
ისე წამოვედი ფეხები უკან მრჩებოდა.
მერე რა ცოტაოდენი უხერხულობა და საშინელი დაღლილობა.
არ გავამხილე:
საზამთრო მეც დამიჭრია მურაბის გასაკეთებლად.
სიის დაახლოებით 4 ჩამონათვალი მეც არ მაქვს წაკითხული.
შენი ონკანის წყალი მაინტერესებდა.
გზაში:
-რა კაი რამე მოიფიქრა ე

დილით:
-იმედია სიზმარი არ იყო
-რამდენი მწვანე იყო

დაბადების დღეს გილოცავ ასკლი
მაგარია რო არსებობ


პ.ს შენსტრადიციასმივყევიდაბადებისდღისწერილებითმოლოცვისა

3 comments:

babisa said...

ჰმმმ
მეც ვულოცავ დაბდღეს ^_^

Kate said...

უიიი..
მეც ვულოცავ :***

Asklypiodota said...

მაპატიე,რომ დამაგვიანდა,შენს წერილს არ ველოდი და უზომოდ გამეხარდი,მადლობ შენ კარგო ადამიანო,ჩემი პირველი შთაბეჭდილება?თბილი და უშუალო,ხოლო განცდა იმისა რომ იმედგაცრუება არ გქონოდა იყო მძაფრი:)და მეც ვიყავი ის ვინც ვარ:)მადლობ შენ,babisa,kate,გაიხარეეეეთ