Saturday, July 3, 2010

დამთხვევა

ვამბობ არაფერი ხდება შემთხვევით
არადა არ მინდა გამიზნულად ხდებოდეს ეს "არაფერი"
ვამბობ ვერ გიტან_როცა მიყვარხარ
ვამბობ ცა ლურჯია და არა ცისფერი
ვამბობ "არასოდეს"-ს და ვერ ვასრულებ
ვამბობ რიცხვების სიყვარული არ ნიშნავს ვიყო პრაგმატული და პრაგმატულობა არ არის ცუდი
მიყვარს 9
მიყვარს როცა ზედმეტი არაფერი ხდება,
მიყვარს როცა არ არსებობს მიზეზები კარგად ყოფნისთვის,
მიყვარს როცა მამის სურათს მტვერს ვაცილებ, ასე მგონია კიდევ ერთხელ გავაცოცხლე,
მიყვარს წვიმა, თავსხმა
მიყვარს ყურება, როცა ეწევიან
მიყვარს როცა აღმოვაჩენ რომ ყველაფერი ისე არ ხდება როგორც მეგონა,
არადა არსებობს მიზეზები ცუდად ყოფნისთვის
არადა ჩარჩოებში ყოფნა მაინცდამაინც ჩაკეტილ სივრცეს არ გულისხმობს
არადა თავისუფლება რას არის ისევ არ ვიცი
არადა წვიმის ფერი ჯერ კიდევ ვერ დავადგინე
არადა აღარ ვარ სენტიმენტალური
არადა რადიკალურ გადაწყვეტილებებს ხშირად ვიღებ
არადა შეჩვევა კიდევ ერთი მავნე ჩვევაა
არადა ღმერთი მენატრება
არადა "ტკივილ"-ს სინონიმი არ გააჩნია
ნეტავ რა შეგრძნებები აქვთ წამალზე დამოკიდებულებს როცა წამალს იკეთებენ?
ნეტავ შემეძლოს ადვილად მიტევება
ნეტავ სად არის ძაღლის თავი დამარხული
ნეტავ ისევ ხომ არ მეშლება
ნეტავ მქონდეს ცოტა მეტი თავისუფალი დრო
რომ აქ უფრო ხშირად ვწერდე
რომ მოვასწრო თქვენი სიყვარული
რომ ისევ არსებობდეს მოულოდნელობები
რომ მხოლოდ დედა არ იღლებოდეს სახლში ტრიალით
რომ არ მოგცე დეპრესიის საშუალება და არ იყო "ლუზერი"
რომ არ მიყვარდე
ისევ ვითვლი
ვამბობ 5-ჯერ, მიყვარს 7-ჯერ, არადა 10-ჯერ, ნეტავ-5 ჯერ, რომ 6-ჯერ


თავისით გამოვიდა დედასგეფიცებით
აი ხომ ვთქვი შემთხვევით არაფერი ხდება
:(

9 comments:

Anonymous said...

რამდენი ხანია ამ სახლისკენ არ გამივლია და მომენატრა მისი სუნი:)
ასე რატომ დასევდიანდა?

xissunianisaxli said...

არაა სევდიანი
ცოტა დაღლილია
გაუვლის

ეხლა მითხარით ვინ არის ანონიმი ? :(

babisa said...

gulwrfeli da iseti posti iyo
xshirad rom marto darchenisas vfiqrobt xolme
like
:)

ჯორჯ პაიკი said...

მომეწონა.

მსგავს დათვლებშიც არის რაღაც რომანტიკა. :)

Asklypiodota said...

შენ მართალი ხარ,შემთხვევით არასოდეს არაფერი ხდება:)

Unknown said...

ჯორჯ_ სკოლამდე თუ 73 ნაბიჯში მივალ 5 იანს მივიღებ :პ
Asklypiodota_ არც კი იცი როგორ მიხარია აქ რომ მხვდები ხოლმე )

Lalena said...

მე ვიცი სჰემთხვევით აივანზე ყოფნის ამბავი :)) ვის აივანზე? :)))))

ხისსუნიანისახლი said...

ეგ ისეთ მოულოდნელი იყო და ისეთ იდუმალ ვითარებაში მოხდა ბარემ არ გავამხელ ლალენ ))

Kate said...

მიყვარს ასეთი პოსტები.
ძალიან მიყვარს.