Sunday, May 2, 2010

ნადირობა ცხვარზე


ყოველთვის ვიცოდი რომ ყველაფერი სწორედ მაშინ ხდება როცა საჭიროა რომ მოხდეს.
ასე იყო ცხვარზე ნადირობაც
საგონებელში ჩავარდნილმა მე-მ, ბევრი იფიქრა რა წიგნი აერჩია აპრილის წიგნად,
ბევრს ჰკითხა.
ჩემს მიერ უკვე წაკითხულის შემოთავაზება არ მინდოდა.
ამიტომ როცა სანდრომ მურაკამი მირჩია, სიმართლეს ვიტყვი და არ მსმენოდა ამ მწერალზე.
გვარზე მივხვდი იაპონელი იქნებოდა.
ბოლო დროს ძალიან ბევრ ვფიქრობდი წვრილთვალებიანებზე.
ხოდა მოვიტანე თქვენამდეც "ნადირობა ცხვარზე"
წაკითხვას მხოლოდ მატარებელში ვახერხებდი ჩემი გადატვირთული გრაფიკის გამო

გამიგრძელდა
წიგნი?
მომეწონა
რატომ?
1) ავტორი არ აკეთებს შესავალს, თხრობას პირდაპირ ამბით იწყებს
2) არ აქვს მოსაწყენი თხრობის მანერა, თუმცა ვერც იმას ვიტყვი რომ მძაფრ განცდებს მაწვდის კითხვის დროს
3) მიუხედავად მისი სისქისა, წიგნი ცოტასლაპარაკობს. სამაგიეროდ ბევრ საფიქრალს გაძლევს
4) მისტიკა
5) რა საჭიროა სახელები
და ა.შ

ვფიქრობდი, რა შეგრძნებას მაძლევს ეს წიგნი
რატომ მომწონს
ვფიქრობდი ,ისეთი არაფერი მაგრამ მაინც მომწონს

მერე ერთხელ გამახსენდა მთაში ცეცხლის გარშემო გატარებული ღამეები და შეგრძნებები
ჰგავს
ზიხარ, უყურებ ცეცხლს
გსიამოვნებს, თან ცოტა საშიშია, თან მშვიდად ხარ, თან თვალს ვერ წყვეტ, თან ბევრს ფიქრობ
და სულ გახსოვს.

ყველაზე ბევრს ყურებიან გოგოზე ვფიქრობ
რატომ მაინცდამაინც ყურები
ხომ შეიძლებოდა ეს ყოფილიყო თმები, თითები, კბილები, ფრჩხილები ან რამე რამე
სანდრომ თქვა შეიძლება უბრალოდ იმიტომ იყო რომ მხოლოდ ესმინაო
შეიძლება
არადა ბევრს ამბობდა

კიდვე მაქვს კითხვები
რატომ მაინცდამაინც ცხვარი
ვირთხა?

მე ის გზა არ მომეწონა რომელიც მან ცხვარის დასამრცხებლად აირჩია
მე ავმბობ რომ უნდა დაემარცხებინა სისუსტე
ამ გზით არა
არ ვიცი რა გზით
მაგრამ არა ასე

კიდევ მინდა რამე ამ ავტორის

პ.ს ხისსუნი ჰქონდა წიგნს




20 comments:

Toma said...

nadiroba cxvarze da Sputnik Sweetheart is ori cignia romelic ar momewona.

nastasia said...

მე ყოველად უწესო და ეგეთი წიგნის ამ თვეში ვერ წამკითხველი მოვედი და პატიოსან სიტყვას ვიძლევი, რომ აუცილებლად წავიკითხავ, როცა მათხოვებ. იმიტომ რომ გული მიგრძნობს მომეწონება და იმიტომ რომ კი ბევრი მსმენია მურაკამიზე, მაგრამ ჯერ არაფერი წამიკითხავს და მაინტერესებს.

ხოოდა, რატომ არ წავიკითხე და კი დებილური მიზეზია, მაგრამ მე ხომ ყველაფერი მსუქანის მეშინია და ეგ წიგნიც მსუქნად მეჩვენა, იმის გათვალისწინებით რომ ძირითადად მგზავრობის დროს ვკითხულობ :შ

Lalena said...

ვაა, დამაინტრიგებლად ჟღერს! :))

Anonymous said...

მე მომეწონა წიგნი, შარშან წავიკითხე, აი ზუსტად ეგეთი წიგნია რა თან ვერ ხვდები რატო უნდა მოგეწონოს და თან მოგწონს თუ რაღაც ეგეთი.

მეც ბევრი კითხვები დამიტოვა და მგონი მაგიტომაცაა საინტერესო;))

გიორგი said...

ის გოგო მედიუმია. ყურები ჭირდება. სპეციალურთითებიანსაც ნახავ, "იცეკვე, იცეკვე, იცეკვეში".
P.S. რატომ გგონია, რომ პროტაგონისტმა (?)რაიმე დაამარცხა?

Chaotic said...

ჰმმმ...
დავიწყოთ კონსტრუქციულად:

წინა წელს წავიკითხე მურაკამის 2 მოკლე რომანი. იმდენად არ მომეწონა, რომ ბლოგზეც დავწერე ამის შესახებ.

სანამ აპრილის წიგნი დაანონსდებოდა, "კაფკა სანაპიროზე" (იმედია, ასე ითარგმნება) წავიკითხე.

და ვთვლი, რომ საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ, სხვა თვალით შევხედე მერე ამ წიგნსაც.

მურაკამის მისტიური ლიტერატურა ვერაა მთლად ჩემი საქმე, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ ჩამთრევია... მაგრამ მხოლოდ რაღაც ეტაპზე, ბოლოსკენ ისე ხლართავს, ან წელავს სათქმელს ან ღიად ტოვებს მოტივებს, რომ ენთუზიაზმი მეკარგება ხოლმე.

ისევე როგორც ამ წიგნში, წინაშიც და მგონი, მურაკამი არის თავად "საძიებლად წასვლა"... :)

ასევე მეორე ასპექტი: ყველა მის წიგნში რომელიმე გმირს რაღაც/ვიღაც ეუფლება და ამ რაღაცისგან განთავისუფლების გზების ძებნა არის მთავარი მოტივი. იმ უფრომო რაღაცეებში იმდენი რამის დანახვა შეიძლება: გნებავთ სტერეოტიპების, გნებავთ ყველა რელიგიის ღმერთის, გნებავთ "უცხოსი", რომელიც ძააალიან ძველი ფენომენია, არ შევჩერდეთ აქ.... რაც გნებავთ, წარმოიდგინეთ. მგონი, ამიტომ გახდა ბესტსელერი ავტორი, ვიწრო ნიშაში რომ არ მოაქცია ის "რაღაც".


რაც შეეხება ამ წიგნს: ბოლოში ცხვრის და მეგობრის დაკავშირება საკმაოდ ცუდად გამოვიდა, ან მე ვერ გავიგე: მთელი მარილი დაუკარგა ისტორიას. რაღაც დიდ კვანძის გახსნას ველოდი და დავრჩი ხახამშრალი :D

საერთოდ, ბევრგან ვერ შეკრა კვანძი. შეიძლება, მიზანმიმართულადაც...

საბოლოო ჯამში, შეიძლება dance, dance, dance წავიკითხო, თუ ძალიან არ დამეზარა და ჩავთვლი, რომ ამოვწურე მურაკამი, ან მან ამოწურა ჩემი გონებრივი შესაძლებლობები :D


p.s. ნასტასია, რა "თავად ნაგლობა" ხარ სტუდიაში, რა :D უდაბნო უფრო თხელი იყო? :D
:*

babisa said...

me , rogorc tavidan vtqvi, ert tveshi didi moculobis wigns ver wvaikitxavdi da shemovitane kidec idea- shedarebit patarebi agverchia..
hoda roca srulad wavikitxav aq shemoval da chems azrs aucileblad davwer, ise ki vityvi, rom saintereso avotoria da archevanic kargia da erti suli maqvs chakitxvamde :)

Chaotic said...

@ babisa, მაისის წიგნი მაქს. 100 გვერდიანია, ასე რომ, მოასწრებ ორივეს. :)

თუმცა, მე 300 გვერდი არ მებევრება(უდროობას მეც ვუჩივი:D). "უდაბნო" 400 გვერდზე მეტი იყო, მაგრამ გაითვალისწინა ნათიამ მაინც ამჟამინდელ არჩევანში.

ჩემიც დაახლოებით 250 გვერდიანი იქნება და რიავიც :S

ნინი said...

ერთ დროს (თებერვალში) თვის ჩემპიონად "აღიარებულის" და აწ უკვე შერცხვენილის კომენტარი :(
უკვე მიხვდით ხომ, რომ არ წამიკითხავს? ქალურ სიტყვას გაძლევთ, რომ 1 კვირაში წავიკითხავ (თუ, რა თქმა უნდა, ბიბლიოთეკებში ვიპოვნი).
მარტის წიგნზეც წეღან გავაკეთე კომენტარი :( მაგრამ მაინც ხომ წავიკითხე?! :)
არ გამრიცხოოოთ რა :( თებერვლის წიგნზე ჩემი "თავდადების" ხათრით მაინც :(

Anonymous said...

me coTa gvain daviwye kiTxva da jer ar damimTavrebia,Tumca, vfiqrob, am kviris bolomde ukve iqneba aq chemi komenTari.

jerjerobiT momwons.:)

Anonymous said...

ho, marTla, LiLaC var (http://iasamnisferi.wordpress.com/), magram raTomgac chemi useiT komenTars ver vToveb... :S

ხისსუნიანისახლი said...

პასუხი მათ ვისაც სისქე აშინებთ
ყოველდღე დაახლოებით 15 წუთი ვახერხებდი ამ წიგნისადმი დროის დათმობას და მაინც წავიკიტხე ასე რომ თავის მართლება არ გიშველით ))))


ქრისტი კვანძის გახსნის ბედნიერებას მგონი ჩვენს ფანტაზიას ანდობს მწერალი.
ნეტავს შენ როგორ გახსნიდი ამ კვანძებს? ან როგორ დაასრულებდი შენი ნება რომ ყოფილიყო? საინტერესოა :)

გიორგი სიამოვნებით ვისაუბრებდი ამ წიგნზე შენთან :)

ნან said...

სისქე არაფერ შუაშია, კარგად იკითხება ეგ წიგნი.
მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ ალაგ-ალაგ დამღლელია და ბევრ კითხვას გიტოვებს.
მურაკამი აკუტაგავს შემდეგ ჩემი მეორე იაპონელია. მიუხედავად იმისა, რომ იაპონური კულტურა ჩემთვის ძალიან ეგზოტიკური და შორეულია, მურაკამის კითხვისას ეგ გრძნობა არ დამრჩენია,
საერთოდ მურაკამისთან დაკავშირებით ერთი უცნაურო მჭირს, მასზე კითხვა არანაკლებ მიყვარს. შეიძლება იმიტომ, რომ კარგი რესპოდენტია, თუმცა ინტერვიუების მიცემა არ ყვარებია მანდამაინც. თვითონ ამბობს, ჩემი წიგნების გმირები უბრალოდ ცხოვრობენ, ყოველგვარი მიზნების გარეშე და თავისდაუნებურად ეხვევიან მისტიკურ ამბებშიო.
"საწყალი" მურაკამი, ინტ. კრიტიკის მეტრები ლანძღავენ პაპსააო, პაპსა კიდე ვერ იტანს.
სტივენ კინგი და ჯაზი უყვარს ისე. ეს რომ გავიგე, თითქოს ცოტათი უფრო გასაგები გახდა ჩემთვის :)

nati kuda said...

თითქოს კარგად იკითხება, თითქოს მარტივი ენითაა დაწერილი, თითქოს საინტერესოა, თითქოს გითრევს, მაგრამ მაინც, რაღაც ვერ.. არ ვიცი რა. 2 კვირა მოვუნდი კითხვას ანუ ვერ ჩამითრია სათანადოდ. არ ველოდი ასეთ დასასრულს. რა შუაშია ცხვარი და ვირთხა? რაღაც ვერ გაიხსნა კვანძები მართლა. სახელებით რომ არ გვტვირთავს, ფრიად მომწონს.
საბოლოო შეფასება 7/10
თუმცა ეს სუბიექტური შეფასებაა და ჩვენ ყველანი სუბიექტები ვართ :))

Chaotic said...

საქმეც სწორედ მაგაშია, რომ მე შეიძლება 10000 კვანძის გახსნა მქონდეს, მაგრამ მურაკამის მაინტერესებდა. :D

ნან, აკუტაგავას საერთოდ ვერაფერი გავუგე. მერე ვიფიქრე, არასწორ დროს ვკითხულობ-მეთქი და თავი დავანებე.

რაც შეეხება მურაკამის არაეგზოტიკურობას, სრულიად გეთანხმები, ეგ კარგად გამოსდის, ჩემის აზრით: ყველა კულტურის მატარებელი შეძლებს სიტუაციის თავისთვის ნაცნობ გარემოში დანახვას.

ნათ, +1 კვანძი ჩვენი არსობისა :D

Anonymous said...

მეც დავამთავრე კითხვა... ბოლო წლის განმავლობაში მემგონი პირველი წიგნია, რომელიც ასე მალე წავიკითხე და რომელსაც ღამეები ვუთენე. ეს იმიტომ, რომ მომეწონა და დამაინტერესა.

თავიდან, როცა სათაური გავიგე, ვიფიქრე, რომ რაღაც მწყემსების ამბავი უნდა ყოფილიყო (ნადირობა რატომღაც მწყემსვად აღვიქვი : )), მაგრამ პირველივე წინადადებიდანვე ამოვისუნთქე და დავრჩი ასე ამოსუნთქული. ერთერთმა თქვენგანმა უკვე აღნიშნა, რომ ავტორი შესავალს არ აკეთებს, პირდაპირ ამბის თხრობაზე გადადის, რაც ჩემი აზრით საკამოდ კარგია.

თავიდან რაც გამიჭირდა ეს დროში მოგზაურობა იყო... ხან 73-ში ვიყავით, ხან 77ში, ხან 78ში... მერე უკვე გავერკვიე ყველაფერში. ერთადერთი ადგილი, სადაც, ვფიქრობ, რომ ცოტა გაიწელა თხრობა, მთავარი გმირის და მისი მეგობარი გოგონას გზაა მეცხვარის მანქანიდან სახლამდე, ანუ სადაც ბუნების აღწერა და ბლაბლაბლა მიდის... მერე, ადამიანი-ცხვრის გამოჩენამ ისევ დამიბრუნა ძველი განწყობა.

ფინალს რაც შეეხება, კითხვები არ გამრჩენია. თქვენ კვანძზე საუბრობთ, ჩემი აზრით კი, კვანძი მშვენივრად გაიხნსა. ერთადერთი რაც მადარდებს, ყურებიანი გოგონას ბედია..

ჰო, კიდევ, როგორც წიგნის უკან წერია, ეს წიგნი "ვირთხას ტრილოგიის" ნაწილი ყოფილა. ამიტომ, ძალიან მომინდა, ის დანარჩენი ორიც წავიკითხო. საინტერესოა, ქართულად თუ არის ნათარგმნი?!

მურაკამის არაეგზოტიკურობასთან დაკავშირებით, ინტერნეტშიც წავიკითხე, რომ ბავშვობიდან განიცდიდა დასავლური კულტურის (მუსიკა, ლიტერატურა) ზეგავლენას და სწორედ ამით გამოირჩევა თანამემამულე მწერლებისაგან.

სხვათა შორის, კიდევ ერთი რამ აღმომაჩენინა ამ წიგნმა. თუ გახსოვთ ერთ ეპიზოდში მთავარი გმირი წიგნს კითხულობს 12 ჩანჩქერის ქვეყაანზე და წიგნის ბოლოს სუფთა ფურცელზე თარიღებს იწერს. დღემდე არ ვიცოდი, რატომ ეწერა წიგნების ბოლო, სუფთა ფურცელს სათაურად "შენიშვნებისათვის"... სულ მიკვირდა, ნუთუ ყველა მკითხველმა თავიანთი შენიშვნა აქ უნდა ამოწეროს და ავტორს უნდა გაუგზავნოსმეთქი : )) ჰოდა, ახლა გავიგე...

ძალიან ვრცელი კომენტარი გამომივიდა, მაგრამ არ მინდოდა მხოლოდ ერთი სიტყვი მეთქვა, რომ მომეწონა :)

LiLaC < http://iasamnisferi.wordpress.com

babisa said...

მახსოვს, 10 წლის რომ გავხდი დოჩანაშვილის წიგნი მაჩუქეს, კითხვა დავიწყე და არათქო, გადავდე, გული ვერ დავუდე, 13ისა რომ გავხდი რაჭაში წავიღე, ზაფხულში წავიკითხავმეთქი. ისე მომეწონა, ჩემს თავს ვეკითხებოდი, რა დავუწუნე 10 წლისამ, მერე დავიჯერე, რომ ყველა წიგნსა და ავტორს, სესაბამისი ასაკი და ბექგრაუნდი სჭირდება, მარაგი თუ რავიცი როგორ ვთქვა :)
მე ასე ერთბამად ვერ დავიწუნებ მურაკამის ენას, მაგრამ ვაღიარებ, რომ შეიძლება 3-4 წელში ხელახლა გადავაშალო, ძალიანაც გამიტაცოს და შემიყვარდეს, ახლა კი, რომ არა ეს კლუბი, ალბათ ისევ ასე გულგრილად გადადებულს დავტოვებდი ამ წიგნს. ვერ ვიტყვი ხალისით ვკითხულობდი და ჩამითრიამეთქი, სამაგიეროდ არც იმედგაცრუება მქონია დასასრულის გამო და არც მეტს მოველოდი. ამბავსა და დასასრულზე მნიშვნელოვანი თვითონ შიგნითაა, თხრობა და სტილი კი მისი დამახასიათებელია, რაც ზოგს მოგვწონს, ზოგს ვერ.და თან ტრილოგიაში ალბათ უფრო გაიშლება გადაკვეთის წერტილები.
სხვა წიგნები წაგიკითხავთ მისი? მე არა. იქაც ასეთჳ ენა აქვს? :)

გიორგი said...

ნახე: http://www.susi.ru/HM/noir/

xissunianisaxli said...

ვნახე :)

Anonymous said...

ერთ ერთი წიგნია რომელიც უზომოდ მიყვარს :) რაც მეტად ვკითხულობ მით უფრო ვრწმუნდები რომ 23 წლიანია რსებობის მანძილზე ამაზე კარგი წიგნი, ამაზე კარგად და დიდი სიამოვნებით არ წამიკითხავს (თუ რამდენიმე გამონაკლისს არ ჩავთვლით)