Sunday, April 25, 2010

ქალის სამი ასაკი (ტილო. ზეთი. სიტყვები)

ჯერ ყველაფერი რა რთულია.
ერთი შეხედვით. შენ: ადვილი.
მერე თანდათან რთულდები და გეჩვენება:
ის ადვილდება. და თუ თვალს აჩვევ. თუ ფიქრს
აჩვევ. როგორ იჟონავს. ინაწილებს
მეზობლის ზედა დავიწყებული ონკანიდან
ჩამოღვრილ შიშებს: დაკეტეს ან სავარაუდოდ:
წყალი შეწყდა. ფიქრმა შენზე უცაბედად
მოასუფთავა. ტერფის დამფარი ნაგუბარი
მარტო კედლებს გამო ელაქა. ერთი
უბრალო კოსმეტიკა. მაგრამ რაკი მაინც უკვე
გამოელაქა. როგორ დამალო! ამ კედლებში
შემოსვლის დღიდან როცა რთული ჩანდა
ერთად მომავალი დღეების რიგი:
რა დაალაგებს ამდენ დღეს და. დღეს
რა გარევხავს ამდენ თეთრეულს.
ხელსახოცს. ტილოს. ზოგჯერ სუფრას
სტუმრებისთვის ბებიას წესით რა გაახამებს.
რა მოწმენდს ყველა კაფელს. მეტლახს
ყველა მაკაგონს. ერთი ლაქაც აღარსად დარჩეს.
რა ადვილი ხარ! მოიცადე:

თვალს შეაჩვევ: უფრო წასულებს ამ სახლიდან
ამ გულიდან. ამ სიტყვებიდან. და მერე ყველა:
თეთრეული. ხელსახოცი. ტილო. სახამი
თავისთავად გაკრიალდება. ვერც გაიგებ.
ყველა მეტლახი. მაკაგონი. თავისთავად მოიწმინდება.
სულერთია(დ): ერთი ლაქა სადმეც რომ დარჩეს.
მეგობრებიც მაინც წავლენ და დანარჩენი
ყველაფერიც მეტისმეტად გაიოლდება.
უფროც რომ გწამდეს. ღიმილადაც აღარ გეყოს:
უზიხარ ამ დღეს. ამ ჩანაწერს.
და ძველ შიშს აქცევ გრაფიკულ ფორმად
განივთებად. მოჩვენებიდან სიტყვებამდე:

რომ ღრუბელივით ყველა შიში გააკრიალა.
რომ გართულდი.
რომ ცხოვრება გაადვილდა. უკიდურესად.

დარეჯან სუმბაძე


შენიშვნა: დაკარგვაც ხელოვნებაა
ხელოვანი არ ვარ

6 comments:

babisa said...

es leqsi momwons , magram ai es tilo ise miyvars, ise , ise <3

Lalena said...

არ ვიცოდი ეს ლექსი, მომეწონა :)

Toma said...

momewona es leqsi

Asklypiodota said...

მეც მიჭირს დაკარგვაში დახელოვნება:)ლექსს რაც შეეხება მტკივნეულად რეალურია,ვიცი სჰენ გაიგებ რასაც ვგულისხმობ:)

Asklypiodota said...

კლიმტი კი მათ შორის ვინც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა საპატიო ადგილს იკავებს,ისე კი ,მისი”ივდითი”უფრო მომწონს

ქართველი პოეტები said...

თვალს შეაჩვევ: უფრო წასულებს ამ სახლიდან
ამ გულიდან. ამ სიტყვებიდან. და მერე ყველა:
თეთრეული. ხელსახოცი. ტილო. სახამი...