Tuesday, March 16, 2010

სანამ მე მეძინა


ბოლო დროს ხშირად ვიხსენებ ბავშვობას.
დავაკვირდი და ბავშვობის მოგონებები სოფელს უკავშირდება.
არადა თბილისში წელიწადის უმეტესი ნაწილის გატარება მიწევდა.
ვქექე, ვქექე, ვქექე და
ეს ჰგავს სპეციალურად კარადის ყველაზე მიუწვდომელ კუთხეში გადამალულ ნივთს , რომელიც ცუდ რაღაცას გახსენებს.
მაშინ ვერაფერსაც ვერ ვაცნობიერებდი:
ვერ ვხვდებოდი რატომ ლაპარაკობდნენ დედაჩემი და მამაჩემი რუსულად.
რატომ სცემდა მამაჩემი ბოლთას სამსახურიდან რომ მოდიოდა.
რატომ ეცვა დედას ყოველ ზამთარს ერთიდაიგივე პალტო.
მიკვირდა რატომ ეუბნებოდა დედაჩემი ჩემს ძმას, რომ "მიყიდე" ცუდი სიტყვა იყო და მისი ხშირად წარმოთქმა არ შეიძლებოდა.
განვიცდიდი და არ ვიცოდი რას.
ვღელავდი და არ ვიცოდი რაზე.

კადრი:
მე, დედა, მამა და ჩემი ძმა
მგონი რუსთაველზე
დედა ამბობს
-ვაიმე რა დღეშია აქაურობა
მამა ხმას არ იღებს
ვაკვირდები და საფეთქელთან რაღაც გამოებერა
ვერ მივხვდი რაზე ამბობდნენ
სხვანაირი ის შენობა ნანახი არ მქონდა
რა სჭირს მეთქი და დამწვარიაო
აბა საიდან მიხვდი-მეთქი
და ხმა არ ამოუღიათ
მერე ხიდზე გადავედით


მერე ღამით რო დავწექი, ვცდილობდი წარმომედგინა როგორი იყო არადამწვარი ის შენობა
მერე ჩამეძინა და ალბათ სიზმარში რამე სასიამოვნო ვნახე


მერე რა, რომ შუქი 7 სთზე მოდიოდა, სამაგიეროდ მეორე არხზე კინოსეანსის გასვლის მერე მულტფილმები იწყებოდა.
მერე რა, რომ ნავთქურას საშჲნელი სუნი ჰქონდა, სამაგიეროდ მე და ჩემს ძმას მამაჩემი კარტს გვეთამაშებოდა.
მერე რა, რომ ცივი წყალი მოდიოდა, სამაგიეროდ ეზოში დაკრეფილი,იმ წყლით გარეცხილ თუთას სხვანაირი გემო ჰქონდა.



და მაინც დღემდე მგონია რომ პირველ კლასში როცა სკოლაში მივედი ყვეეელაზე ლამაზი კაბა მეცვა. დედაჩემი კაბისგან გამოჭრილი,შეკერილი და მამიდაჩემის მიერ დაქარგული იის ყვავილით.

სანამ მე მეძინა
იმ ღამით ძილისწინ ჩაფიქრებული ყველა ოცნება ამიხდა
არადა მიუწვდომელი მეგონა


პ.ს დიდი ხანია დაწერილი მაქვს და არქივში ინახებოდა
ეხლა მომინდა რომ გამომექვეყნებინა

24 comments:

დომენიკო said...

ნეტა ერთხელ კიდევ გვათამაშა ფეხბურთი ერთად.. ა? :)

xissunianisaxli said...

:) ჰო, ძალიან კარგი პერიოდი იყო :)

ნან said...

ჰო, მშობლები იყვნენ ძალიან ცუდ დღეში.
შენგან განსხვავებით მე ის დროც მახსოვს, როცა "რაღაც–რაღაცაები" იყო. მერე ჩემი სოფლის გზაზე ტანკების ჯირითი მახსოვს და სიბნელე, რომელიც ათ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა. კიდევ ის, ჩემი და როგორ იკავებდა პურის რიგში დედაჩემის ადგილს, როცა დედა სამსახურში უნდა წასულიყო დილით. ნავთის სუნი აქვს იმ წლებს.

Unknown said...

ბევრრი რამ შეგნებულად ვერ ვთქვი ნან
ხანდახან ყველფრის გამოტანაც გიჭირს ხოლმე.

babisa said...

uf uf
mag periodis gaxsenebac ar minda, arada ai egre, miuwvdomel tarozea gadanaxuli da tan sul rom chans, magram ar exebi da girchevnia, iq zemot idos, specialurad miuwvdomlad,, amitom ar vixseneb imas, rac isedac maxsovs,.. me maxsovs damwvari rustaveli da yvela is danarcheni ambebi, mashin 7 wlis viyavi.
da ho, mec mgonia, rom pirvel klasshi lamazi kaba mecva.. arada gakvetilebze viyinebodit.. ara, morcha, mets agar gavagrzeleb :)

vasasi said...

მე ერთი კადრი მახსოვს მაგ პერიოდიდან: ჩემი ძმა ძალიან პატარა იყო, დედამ დააძინა და მე და დედა პურის რიგში წავედით. მამა სხვა მაღაზიასთან იდგა რიგში..

ასე, 3 წლის ვიყავი, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება.

Unknown said...

მეც ძალიან პატარა ვიყავი ეგ დრო რომ იყო, ყველანი ერთ ოთახში ვიყავით ხოლმე შეკეტილები და ჯერ მწვანე, მერე კი წითელი "კერესინკით" ვთბებოდით, შუქი ღამე მოდიოდა ხოლმე, მე რომ მეძინა უკვე და მამა, დედა და დეიდა რამე სახალისოს რომ თამაშობდნენ ხოლმე, ან ყვებოდნენ... თითქოს ის წლები შენი ნაწილია... მერე ჩემი და დაიბადა, შუქი უკვე იყო ხოლმე დღისით, ხანდახან, მაგრამ მაინც იყო... რომ მოვიდოდა ხოლმე, Yes -ს ვყვიროდი და ჩემს დას დიდი ხანი ეგონა რომ შუქს Yes ერქვა..

Anonymous said...

ეჰ
კარგი დრო იყო
მიუხედავად ყველაფრისა
მიუხედავად ნავთისა და პურის რიგებისა
მახსოვს უზარმაზარი მაღაზია, და თაროებზე რამდენიმე წყება დაობებული პურები მაშინ, როცა მთელი ქვეყანა შიმშილობდა
კიდევ ძალიან თოვლიანი და მხიარული ზამთრები, როცა გაყინულები ვბრუნდებოდით კიდევ უფრო გაყინულ სახლებში
კიიიდევ.... რამდენი რამე.... მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ბედნიერი დრო იყო. მთელი უბანი ვცხოვრობდით, როგორც ერთი ოჯახი. ალბათ მაგ პერიოდში ვისწავლეთ ერთსულოვნება, ერთმანეთის გატანა, დახმარება...... და ალბათ ამიტომ იყო, რომ ომის სიმძიმე ისე ძალიან არ გვიგრძვნია....

Sophie שרה Golden said...

@ gijmaj, უცნაური შეხედულება გქონია ბედნიერებაზე.

ბაბისასი არ იყოს, მეც 6-7 წლის ვიყავი იმ პერიოდში, დამწვარი რუსთაველიც მახსოვს და საღამოს გარეთ რომ ვერ გახვიდოდი, ხალხს "კურტკებს" ხდიდნენ. პურის რიგები და ომი. სიცივე და უიმედობა. ასეთი არც ერთსულოვნება მინდა და არაფერი, როცა ხალხი მხოლოდ იმაზე ზრუნავდა, რამენაირად გამოეკვება შვილები და თვითონ მშობლები ხშირად მშივრები ისხდნენ. საშინელი დრო იყო და მაჟრჟოლებს, რომ მახსენდება. ღმერთმა აღარასოდეს გვანახოს მსგავსი რამ!!!

Anonymous said...

თბილისელი არ ვარ. ამიტომ რაღაცეები სხვანაირად ვნახე. ჩემს ქუჩებში არ ყოფილა ხელჩართული ბრძოლები, არც ჩემს უბანში დაუუთოვებიათ ვინმე, რომ მისგან ფული გამოეძალათ. სამაგიეროდ ყველა მეზობელმა იმ პერიოდში დავაყენეთ რკინის კარი და შებინდების შემდეგ ბავშვებს გარეთ აღარ გვიშვებდნენ. დროდადრო სროლებიც ისმოდა. მახსოვს ერთხელ პოლიციამ დააპატიმრა ვიღაც მხედრიონელი, და ამის გამო კინაღამ ომი დაიწყო. რამდენიმე ასეული მხედრიონელი შეიკრიბა, მძიმე ტექნიკით და შეიარაღაებით და ქალაქის ცენტრის აფეთქებას იმუქრებოდნენ... კიდევ მახსოვს საკუთარმა ქალიშვილმა როგორ ჩააცხრილინა მამა... კიდევ - გაყინული ფეხები და სააათნახევრიანი პურის რიგები, ერთ მაღაზიასთან სამი უბნის ხალხი რომ იკრიბებოდა, დილის 6-7ზე გამოდიოდნენ რომ ბავშვებისთვის სკოლაში წასვლამდე დაეხვედრებინათ......... კიდევ მახსოვს პატარა ქონების გამო გადარეული ადამიანები................

Anonymous said...

ჩემს სკოლაში მხედრიონელის შვილისვილი დადიოდა, ორი ავტომატიანი ტიპი დაჰყვებოდა ხოლმე.... კიდევ ერთიორი ნარკომანი და კიდევ ათასი რაღაც/ვიღAც.... დიდად არ მსიამოვნებს ამეების გახსენება....... მაგრამ იცი რა არის... ეს ყველაფერი წარსულის ნაწილია და ჩემი ცხოვრებიდან ვერ ამოვშლი.......... ვერსად წავუვალ გაყინულ სახლს, მაგრამ ის მაინც მახსენდება ტკბილად, მამაჩემს რომ ტყეში მივყავდით მე, ჩემი ძმა და მეზობლის ბავშვები. ცოტას წავიბოდიალებდით, გზაში ათას საინტერესო რაღაცაზე ვსაუბრობდით, თოვლზე თუ ნაკვალევს დავინახავდით, ტვინს ვიჭყლეტავდით კოჭლი დათვი იყო თუ მელოტი მელია.... მერე ცეცხლს დავანთებდით, ცოტა ხანს გავერთობოდით და სახლში ვბრუნდებოდით.... თან ხის ტოტებს მოვათრევდით.... იმიტომ რომ მაშინ ეს გათბობის ერთადერთი საშუალება იყო......... ერთხელ ბიჭებს ცოტა შეაგვიანდათ, ერთის დედა აივანზე გადადგა და მთელი ხმით დაუწყო ძახილი :))))))))))) ერთ ზაფხულს კი ბავშვები ველოსიპედებით მეზობელ რაიონში წავიდნენ.... ღამე სადღაც დანგრეულ სახლში გაათიეს და მეორე დღეს დაბრუნდნენ..........

Anonymous said...

ჩემს ეზოში დიდი აუზი იყო, სწორედ იმ წლებში, როცა დასასვენებლად წასვლა კი არა, თავის გატანა ჭირდა, ჩვენთვის პატარა ოაზისივით იყო. თვითონ ვწმენდავდით, ზაფხულში საცურაოდ ვიყენებდით, სხვა დროს კი წყალს ვაგუბებდით, რომ მერე მოგვეხმარა.... მუხლამდე თოვლში ფეხები გვეყინებოდა, რადგან ყველას ფეხსაცმელში წყალი შეგვდიოდა, მაგრამ მაინც მხიარულად ვციგაობდით........ ჩაბნელებული სახლებში ნავთის ლამპასთან ვითხრიდით თვალებს, თან ათას რაღAცას ვთამაშობდით..... ისეთი სიხარული ახლა იშვიათად მეუფლება ხოლმე.... მერე რა, რომ იმდენი სათამაშო არ გვქონდა, რამდენიც თანამედროვე ბავშVებს, და არც კომპიუტერი ვიცოდით რა იყო. სამაგიეროდ ყირაზე გადავდიოდით და საკუთარ ფანტაზიევს ვახორციელებდით....... მეორე უბანს ვეომებოდით ხოლმე.... რომელი ტერმინატორის ფილმი შეედრება ამას :))))))

Anonymous said...

ეს ისეთი მომენტებია, რაც ყველა მაშინდელ უბედურებას ფარავს, და რამაც ძალიან ბევრი რაღაც გვასწავლა..... რაც მთავარია, ცუდი სიტუაციიდან კარგი გაკვეთილების მიღება..... თანადგომა, და მეგობრობის ჭეშმარიტი ფასი......... ერთს რომ რაღაც სჭირდებოდა, მთელი უბანი ვეხმარებოდით... სხვა დროს და სხვა ადგილას ამას ვერასოდეს ვისწავლიდი... ძალიან გამიმართლა რომ დავიბადე იქ, სადაც დავიბადე და, გადავიტანე ჩემი თაობისტვის ასე ნაცნობი საშინელებები....... იცი რაშია საქმე... კრიზისულ სიტუაციებში ხვდები ვინ ვინაა, და ვისი იმედი შეიძლება გქონდეს, ან ვის არ ენდო.... მოკლედ, ადამიანების ცნობას გასწავლის.... და იმასაც გაჩვენებს, როგორი ცხოვრება არ უნდა ჰქონდეს შენს მომავალ თაობას..... და კიდევ იცი რა არის მთავარი.... იმ წლების შემდეგ, პრობლემის გამო სასოწარკვეთილი იშვიათად ვყოფილვარ........ ესეც ბედნიერების ნაწილია :)))) არა? :)))

Anonymous said...

აუ რამდენი დამიწერია :D მე თვითონ მეზარება ამისი წაკითხვა :)))

Zurriuss said...

ვატყობ, აქ მოგონებების დროა. ასე რომ, მეც მოვიგონებ :)
პირველ კლასში შავი წვრილთეთრზოლებიანი ბრიჯები მეცვა, რომლებიც მუხლებთან ღილებით იკვრებოდა. თეთრი პერანგი, შავი ჟილეტი და... მგონი... შავი ”ბანტოჩკა” ყელზე (აი,რეზინით რო მაგრდება). ზურგზე ჩანთა, ხელში კრემისფრი ვარდები პირველი მასწავლებლისთვის.
დედაჩემს - მუქი ლურჯი სარაფანი თუ რაღაც და დიდითეთრი ბანტი გულზე... მე ასე მახსოვს 1994 წლის პირველი სექტემბერი :)

Unknown said...

vaih ra ambebi mohyolia chems post :)

madloba yvela mogonebebistvis :)

nastasia said...

მე მგონი ჩემი შიში, რომ როდესმე შვილი მეყოლება, ზუსტად მაგ 90იანების დამსახურებაა, იმიტო რომ არ ვიცი, სემეძლება თუ არა დედაჩემივით უგემრიელესი მურაბიანი ქადების გამოცხობა მხრჩოლავი ლამფის შუქზე და მამაჩემივით ბიბლიის და მითების კითხვა, როცა ხელფასი 27 ლარი გაქვს და ორი შვილს წიგნების გარდა სხვა რამეებიც ჭირდება საკვებად...

და კიდე, ბევრი რამ არის მაგ წლების ბრალი, მათ შორის ისიც, რომ ჩვენ ზოგჯერ გვინდა ისევ გვეძინოს და ისევ მარტო მშობლები იყვნენ დიდები...

Anonymous said...

მე მგონი, ძალიან კარგი ქენი რომ გამოაქვეყნე..

Anonymous said...

რა კარგი პოსტია...სევდიანი და ტკივილისსუნიანი...

Anonymous said...

:|

ხისსუნიანისახლი said...

დუმილზე ვერ გიცანი ანონიმ ;) :პ

მადლობთ ბავშვებოოო

xissunianisaxli said...
This comment has been removed by a blog administrator.
Anonymous said...

unda gecne arada :* dzibil :D

Anonymous said...

მერე რა, რომ შუქი 7სთ-ზე მოდიოდა...
მერე რა, რომ ნავთქურას საშინელი სუნი ასდიოდა, სამაგიეროდ მამა დედას ნარდს ეთამაშებოდა... მე ვუყურებდი.. ვუყურებდი და ვსწავლობდი.... ცალ ხელზე ჩემი ძმა მექაჩებოდა, მეორეზე - ჩემი და... იქნებ სათამაშოდ ”წავეთრიე” როგორმე...
მაინც არ მივდიოდი... მამასთან მინდოდა.. ახლაც მინდა, მერე რა...

მერე რა... მე ხომ მამას გოგო ვარ... (