Wednesday, February 24, 2010

პრაღელი მოხუცის ლექსებიდან

1.
ჩემი ცხოვრების საზრისზე ფიქრები
ორმოცადაათი წლისამ დავიწყე.
ამის გამოა
რომ სიკვდილზეც ბევრს ვფიქრობ.

8.
სინამდვილეში ახალბედა ვარ
განვიცდი განსწავლულობის ნაკლებობას
გულუბყვილო ვარ
მაგრამ
დანამდვილებით ვიცი
რომ ხელოვნებაც შეიძლება მომდინარეობდეს გულუბყვილობიდან
რომ ის შეიძლება იყოს უბრალო.

12.
ახალგაზრდებმა უნდა დატოვონ აქაურობა
და თუ არ წავლენ
უნდა შეეგუონ.

14.
მე არც ერთ კავშირს არ ვეკუთვნი
არავის მხარეზე არ ვარ
პრობლემები
რომელშიც პარტიულობამ ერთხელ უკვე გამხვია
უკვე აღარ შემიძლია სანაქებოდ წარმოვიდგინო.

მე იქედან ამოვდივარ
რომ კონფლიქტის არსს ორივე მხარის სიმართლე წარმოადგენს
და კიდევ იქედან
რომ არაფერია ეგოიზმზე უფრო ბედნიერი
და კიდევ იქედან
რომ ყველანი კარგები არიან
რომ ყველანი კარგს ფიქრობენ
პოლიტიკოსების და მკვლელების ჩათვლით
რომ ბოროტება მხოლოდ შემთხვევითი მოვლენაა

და ჩემს უუნარობას ხმამაღლა ვგმობ და ვუსწორდები.

15.
დიდი ხნის მერე ისევ შემიყვარდა
რაც ძალზე მახარებს
მოვლენებსაც სხვა თვალით ვუყურებ
გაფაციცებით ვაკვირდები ტანსაცმლის ნაკეცებს მთელს ჩემს სხუელზე
საათობით უსაქმოდ ვზივარ
ნაცნობ ხმებს ჭკუიდან გადავყავარ
უფრო და უფრო ცუდად ვხედავ.

16.
სულ უფრო ხშირად მიწევს ფიქრი თუ რამდენ ურთიერთგანსხვავებულ სიხარულს მოუყრია თავი ჩემში
მაგალითად ჩემშია სიხარული წყლის არსებობის გამო
სიხარული ჰაერის არსებობის გამო და სიხარული ქათქათა თეთრეულის არსებობის გამო
და კიდევ იმ საოცრების გამო რომ ვინმე ახლომხედველს ჩემთვის მანქანით ჯერაც არ გადაუვლია

მე ცხოვრებაში უნდა ითქვას მხოლოდ ბედნიერება გამაჩნდა
ან მცირედი ბედნიერება უბედობაში
მე არ ვფიქრობ თითქოს რაღაც გამიფრინდა ან რომ ჩემს თავს რომელიმე
გზისკენ სავალი გადავუკეტე
ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებში ყოველთვის მქონდა შესაძლებლობა ამერჩია
მე არ ვფიქრობ რომ ამაოდ ვიცხოვრე

ამიტომაც ვიცი რომ გლოვისა და სასოწარკვეთის ტრაგიკული განცდა
რაც ჩემთვის როგორღაც ყოველთვის იყო თანამდევი
და ჩემთვის როგორღაც თანამდევია
თავისი კერძო ცხოვრებით ცხოვრობს
ბედნიერებისგან თუ წარუმატებლობისგან დამოუკიდებლად.

სიბერე ისეთი არაა როგორადაც წარმომედგინა
მე ვცხოვრობ დაძაბულად და ვიცდი.




2.
ე პ ი ტ ა ფ ი ა

აქ განისვენებს კაცი, რომლის სხეული სხვების სხეულებივით სველი იყო
აქ განისვენებს კაცი რომლის სხეული მშრალ დროში მშრალი იყო იმ სხვების სხეულივით
აქ განისვენებს კაცი რომლის სხეული ლპება მსგავს სიტუაციაში მოხვედრილი ნებისმიერი ადამიანის სხეულივით.

4.
ყოველდღიურმა სიმარტოვემ ცხოვრებისეული ჭეშმარიტება აღმომაჩენინა
საქმე ეხება იმ ადამიანებთან ხორციელ კონტაქტს რომლებიც გვიყვარს.

5.
ჩემი ჯანმრთელობა მძლავრი საყრდენია ჩემი მწერლობისთვის
ჩემი უპრობლემო ფინანსური მდგომარეობა მძლავრი საყრდენია ჩემი მწერლობისთვის
ჩემი სულის კეთილი საწყისიც ასევე მძლავრი საწყისია ჩემი მწერლობისთვის.

და ამასგარდა ჩემი სურვილიც თვითნგრევისა მძლავრი საყრდენია ჩემი მწერლობისთვის
და ჩემი ავადმყოფობებიც
და ჩემი მოსაწყენი პროფესიაც
და ჩემი მარტოობაც.



7.
მე მსურს ასეთი წინადადება დავწერო:
არაფრის და არავის მიმართ ბოროტი არ ვარ
და ასეთი წინადადებაც:
ვერ ვიტან გადაჩვევას.

შთაგონების შემოტევისას დავწერე ლექსი
რომელიც ზუსტად ისეთ ლექსებს დაემსგავსება
როგორებსაც ხანდაზმული პოეტები წერენ.

ყველა ხანდაზმული პოეტი დაახლოებით ერთსა და იგივეს წერს
რომ მათში მშვიდობა დანავებულა
რომ მათ უყვარდათ და ისინი უყვარდათ
რომ ცოტაოდენ სიწყნარეს და ბედნიერებას შეიგრძნობენ
(ყოველ შემთხვევაში ერთხელ მაინც ასე წერს ყველა მათგანი)

მეც მსურს რამე მსგავსი დავწერო
მაგრამ ამაში რაღაც ხელს მიშლის
არაფერი მომდის თავში ნამდვილად ორიგინალური
ის რაც თავში მომდის
ჩემი აზრით საკმარისად ორიგინალური სულაც არაა
ამასწინათ მაგალითად ასეთი წინადადება დავწერე:
ბედნიერი ვარ რომ ქიმწმენდის დაწესებულებასთან ლაქებზე ჩხუბი არ დამჭირდა
ან ასეთი წინადადება:
ლაქები არ მადარდებს
მაგრამ მე ვფიქრობ
რომ ეს ცოტაა.

9.
ქვეყნად სერიოზული პრობლემები აღარ არსებობს
ყველაფერი მიედინება ისე თითქოს ერთ ადგილზე დგას
არაფერს ვუჯანყდები
არაფერს მოველი
არაფერი მინდა.

10.
ორმოცდაათისამ დავიწყე წერა
ახლა სამოცისას წილად მხვდა მევე ვაღიარო
რომ მწერალი ვარ.

მე მწერალი ვარ
მე უკვე დარწმუნებული ვარ
მე ვარ მწერალი პუბლიცირების შესაძლებლობის გარეშე
მე ვარ მწერალი რომელიც ამის შესაძლებლობას ანგარიშს არ უწევს
მე ვარ მწერალი რომელიც უთქმელად ახერხებს რომ თავისი სამუშაო დაიწყოს და თავისი ცხოვრება დაასრულოს.



11.
ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში ძალიან მოვიწყინე
აღარც მოულოდნელობები მცემდა დიდად თავზარს
აღარც ახალი ინფორმაცია მაცვლევინებდა შეხედულებებს
აღარც მე განვიცდიდი რაიმე უცნაურს
ბევრი ვიძინე
და არც ის მაწუხებდა
იმ დროის დიდ ნაწილს მხოლოდ ჩემს თავთან ვატარებდი
საუბარია რაღაც ნაკლებად მნიშვნელოვანზე

უპირველეს ყოვლისა ამიტომ მოვიწყინე
რომ ის
რაც ორმოცი წლის განმავლობაში მომისმენია ან წამიკითხავს
როგორღაც ყოველთვის წინდაწინ ვიცოდი.


13.
ვერ ვგრძნობ თითქოს სხვა ადამიანი ვიყო
ვიდრე ოცი წლის ასაკში ვიყავი

მიუხედავად იმისა რომ ისეთმა შემთხვევებმა როგორიცაა ვთქვათ
წარმატება ჩემთვის ყოველგვარი ფასი დაკარგეს
მიუხედავად იმისა რომ უკვე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ოპორტუნიზმის და სიმხდალისა
მიუხედავად იმისა რომ სადად და შეუმჩნევლად ვიცვამ
მიუხედავად იმისა რომ პოლიტიკა არ მაინტერესებს
და სხვა ადამიანი არ ვარ

ჩემი რადიკალური შეხედულებები ჩემშივეა
ჩემი რადიკალიტეტი ჩემშივე დარჩა.



18.
კედლები ჩემს ბინაში და ნივთები ჩემს ბინაში ზოგჯერ ისე უცხოა
რომ წინ და უკან დავდივარ როგორც ავეჯის გამოფენა-გაყიდვაზე
გარშემორტყმული ზედმეტი საგნებით რომელიც არც მსურს და არც მჭირდება

მერე განსაკუთრებული სიამოვნებით ვუკვირდები ჩემს ხელებს
წინ და უკან სიარულისას კი მეტწილად ჩემს წინდებიან ფეხებს
თუ როგორ დააბიჯებენ და ჭკვიანურად მონაცვლეობენ
აი ასე დინჯად ვუბრნდები ჩემს თავს
ვირჯები

მე ეს წამები ძალიან მიყვარს
ეს მიგნებული ხედვის და მიგნებული აზრის წამებია
წამები როცა პარალელურად და სამართლიანად შეგიძლია ივარაუდო
რომ მიგნებები უაზრობაა
ან ოდნავ მაინც მიუგნებადი
უპირველესად კედლების სიუცხოვე ქრება.


/იან ფაქტორი/

p.s ვინც ბოლომდე ჩამოვა
ასე მგონია ასეთი მოხუცი ვიქნები
მინდა რომ აქ მენახებოდეს

7 comments:

babisa said...

rogor meama <3
"მე იქედან ამოვდივარ
რომ კონფლიქტის არსს ორივე მხარის სიმართლე წარმოადგენს
და კიდევ იქედან
რომ არაფერია ეგოიზმზე უფრო ბედნიერი"
da mexute da metertmete gansakutrebit <3 :))))

Keti said...

მომეწონა ძალიან

Zurriuss said...

ჰმ, კარგი ვინმე კი ყოფილა.
საქართველოში, მოხუცები, რომლებიც ასე წერენ, ძირითადად, ან ზვიადისტები არიან, ან ვერ არიან. პრინციპში, ეგ ერთი და იგივეა ;)

Sophie שרה Golden said...

"ჩემი ცხოვრების საზრისზე ფიქრები
ორმოცადაათი წლისამ დავიწყე.
ამის გამოა
რომ სიკვდილზეც ბევრს ვფიქრობ." - მსგავსი აზრები კიდევ ერთ პოეტთან მაქვს წაკითხული, სახელი არ მახსოვს, ის მგონი ბერძენია. ეტყობა ბევრი იწყებს 50 წლის ასაკიდან ფიქრს და ანალიზს. ძალიან კარგი ლექსები იყო, დამაიმედა, რომ 50 წლამდე კიდევ დრო მაქვს.

@ ზურიუს, ეგ ხუმრობა სრულიად უადგილო იყო და თუ ხუმრობა არ იყო, მით უმეტეს :|

ნან said...

"სულ უფრო ხშირად მიწევს ფიქრი თუ რამდენ ურთიერთგანსხვავებულ სიხარულს მოუყრია თავი ჩემში
მაგალითად ჩემშია სიხარული წყლის არსებობის გამო
სიხარული ჰაერის არსებობის გამო და სიხარული ქათქათა თეთრეულის არსებობის გამო
და კიდევ იმ საოცრების გამო რომ ვინმე ახლომხედველს ჩემთვის მანქანით ჯერაც არ გადაუვლია" - მენიშნა. კინოასოციაციებიც კი გამიჩნდა.

რა მყუდრო ბლოგი გაქვს :)

Lalena said...

მე ვარ მწერალი რომელიც უთქმელად ახერხებს რომ თავისი სამუშაო დაიწყოს და თავისი ცხოვრება დაასრულოს.

ამით მგონი ყველაფერი თქვა, ძალიან საინტერესო იყო :)

Taknatuna said...

მიმაჩნია რომ ვისაცსოფელი არ აქვს ბევრი დაუკარგავს :)