Thursday, January 28, 2010

ღმერთი რომ კარებს გიხურავს, ფანჯრებს ღიას ტოვებს

””მუღამი ისაა, რომ ამ კარებებში შეხედვა შეგეძლოს ისე,
რომ იძულებული არ გახდე, შეხვიდე.”
/ოკილა/



მერე რა რომ დავიკარგე
სახლი ხომ მაშინ უფრო გიყვარს როცა ბრუნდები.

ჩემი სახლის კარის უკან ვიღაც დგას.
და გამალებით აკაკუნებს.
მე მეორე მხრიდან კარს აკრული ვუგდებ ყურს
მეშინია გაღების.
ვდგავარ და ვუსმენ
და მესმის გულისცემა და ვერ ვხვდები ჩემია თუ მისი
მეშინია რომ თუ შემოვუშვებ შეიძლება მოეწონოს და დარჩენა მთხოვოს და მე უარი ვერ ვუთხრა,
იმიტომ რომ მოლაპარაკე მჭირდება ხოლმე.
მეშინია რომ თუ შემოვუშვებ შეიძლება ნივთები გადაადგილოს.

შეიძლება ჩემი კედლების ფერის შეცვლა მოინდომოს
და სულაც იქნებ და ზუსტადაც სჭირდება სახლს გადახალისება,
იქნებ და სჭირდება არევა რომ მერე უკეთესად დალაგდეს.
იქნებ ჯობია რომ დაემატოს რამდენიმე ოთახი და გაიზარდოს.
იქნებ და ზუსტადაც მჭირდება
ჯერ ისევ კარის აქედან ვდგავარ და ვუსმენ
კარს არ ვაღებ და ვფიქრობ
რატომ?
წარსულიდან აკიდებული ფობია ხომ არ არის
თუ სიახლის შიში
ან საერთოდ შიშია თუ უბრალოდ ეგოიზმი და საკუთარი თავის გადამეტებული სიყვარული?
კაკუნი ჯერ ფრთხილი იყო, მერე გაძლიერდა, გაძლიერდა და ეხლა ნელ-ნელა სუსტდება.
მე მაინც ვნერვიულობ იქნებ და თავშესაფარი სჭირდება?
არადა სულ ვოცნებობდი ბევრი მეხეტიალა და მგზავრი ვყოფილიყავი.
ვგრძნობ ერთხელაც არ მეყოფა მოთმინება
მომბეზრდება დალაგებული მყუდრო ცხოვრება და წავალ
თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ დაღლილი ისევ დავბრუნდე სახლში.

კაკუნი ჯერ კიდევ არ წყდება.
მე ისევ ვუსმენ.

literatura.ge

5 comments:

Lalena said...

მმმ რა საინტერესოა და ნაცნობია შეგრძნება, მართლა ის გამახსენდა ბავშვპბაში მარტო, რომ მტოვებდნენ და თუ ვინმე დააკაკუნებდა კარის გაღების, რომ მეშინოდა, დედიკომ ხომ დამიბარა კარი არავის გაუღოო... მერე სხვა კარს არ ვაღებდი... :)

კოპალა said...

მაპატიე...მაგრამ ისეთი შეგრძნება დამჩა კარს კი არა საკუთარ გულს ვერ ხსნი...თითქოსდა რაღაცის შეცვლის გეშინია...მარტოობის შეეჩვიე...ტუმცა ..რავიცი რავიცი :) იქნებაც და ვცდები ....
საინტერესო იყო...

Anonymous said...

sakutar tavs mousmine da miige swori gadawyvetileba :)

Asklypiodota said...

და ყოველ ჯერზე,მაშინაც კი როცა უსაშველოდ მტკივა,ვაღებ ახალ კარს...

irina said...

კარგია,სასიამოვნო წასაკითხია. მომწონს ეს ემოცია,მეც ესე ვარ ...არა და რა იცი ვინ დგას იმ კარის უკან?!