Friday, January 22, 2010

ჩემი ნეფერტიტი

"გეომეტრიის აქსიომები ვინმეს ინტერესს რომ ეხებოდეს,
მათაც უეჭველად უარყოფდნენ."
აინშტაინი

Image and video hosting by TinyPic

ეს ქანდაკება ჩემმა ძმამ ჩამოიტანა ეგვიპტიდან, მერე სადღაც წაიკითხა რომ როდესაც ეგვიპტის დედოფალს თავი მოკვეთეს დაიწყევლა, ამიტომ მისი სახლში გაჩერება არაფრით არ შეიძლება-ო.
ფანჯრიდანაც უპირებდა მოსროლას თან რომ არ გადავყოლოდი ლამის.
ბევრი რამ მსმენოდა ეგვიპტის ამ ულამაზეს ქმნილებაზე თუმცა მისი წყევლის დეტალები არ ვიცოდი.
ამიტომ გადავწყვიტე უფრო მეტი გამეგო და შორეული დედოფლის საიდუმლოებათა გასაგებად გავემგზავრე შორეულ...
არა ეგვიპტეში არა... ინტერნეტში.
9 ზღვისა და 9 მთის გადამლახველი ბოლოს ამ ვიდეოს წავაწყდი
ვისაც ვიდეოს ნახვა დაგეზარებათ გეტყვით რომ საუბარია იმაზე რომ ეგვიპტის მომაჯადოებელი დედოფალი სულაც არ ყოფილა ასეთი მომაჯადოებელი
ნეფერტიტს სულაც არ ქონია ასეთი ლამაზი თვალები, სუფთა კანი, სწორი ცხვირი და იდუმალი სილამაზე არამედ, ჩვეულებრივი ქალი - მრავალი ნაოჭით, კარტოფილისებური ცხვირით, არაპროპორციული ნაკვთებით და უბრალო თვალის ჭრილით


აღნიშნული დასკვნის საფუძველი გახდა კომპიუტერული ტომოგრაფია ქანდაკებისა, რომელიც მისი გარეგნობის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს.
გამოკვლევამ აჩვენა რომ ქანდაკება გადაკეთებული ყოფილა, სავარაუდოდ მისი მეუღლის ეხნატონის ბრძანებით.
აღნიშნული სილამაზე რომ ხელოვნურად შექმნილი იყო მეცნიერებს ეჭვი ჯერ კიდევ 700 წლის წინ ჰქონდათ, თუმცა მხოლოდ ახლა გახდა შესაძლებელი მისი მეცნიერული დასაბუთება
Image and video hosting by TinyPic
და აი ასე გაცვდა და დაპატარვადა ქურუმი
და გავბრაზდი, - პირველ რიგში საკუთარ თავზე ამდენი რომ ვიქექე 4 000 წლის წინანდელ მასალებში
და შემდეგ უკვე ამ უსაქმურ მეცნიერებებზე ყველას სულში რომ ურევენ ხელს.

უი მე კი hexe ვარ
ბლოგის გასაღები მეილზე მომივიდა
და მეც შემოვედი...
და რადგან შემოვედი ბევრი ვიფიქრე რა დამეწერა
ჯერ ვთქვი მოდი რამე ისეთ პირადულს დავწერ საკუთარ ბლოგზე რომ ვერ ვწერ
აქ ხომ მაინც ვერასდროს მიპოვიანთქო
თუმცა საკუთარ პრობლემებსა და გრძნობებზე ლაყბობას
მეცნიერული აღმოჩენის გაზიარება ვამჯობინე
თუმცა მაინც ჩემი გულისტკივილი გადმოვეცი.

სიმწვანისა და ბილიკების მოყვარულ მასპინძელს კი ეს სურათი მოვუტანე საჩუქრად.

Image and video hosting by TinyPic

9 comments:

clown said...

საინტერესოა..
წყევლის შესახებ არც მე ვიცოდი :S

Lalena said...

:(((( აუუ ერთადერთი ქალი იდელი დამეფერფლა :(

Unknown said...

ოჰოო რა მაგარი ყოფილა განცდა როცა დილით შემოდიხარ და მოულოდნელად პოსტი გხვდება :)

like this.
ნეფერტიტზე ბევრი არაფერი ვიცოდი :(
ისე წყევლის შინაარსი მართლა საინტერესოა.

ჩამმოვირბინე მაგ კიბეებზე და აქმადეც მოვედი

გმადლობ ჰექს :)

ჰექსე said...

lalena
mec shens dgeshi var zustad
:(
mivxvdi rom rac ufro idumali qali mit ufro sasurveli da miugwevelia
ar aris aucilebeli yvelas saidumloebashi qeqva
:)

xissunianisaxli
warmomidgenia sheni gancda
me piradad cota shevshindebodi kidec ucxo posti rom damenaxa chems blogze.

wyevlas rac sheexeba internetshi veraferi vipove amaze
sheilzeba chemi zmis fantaziis nayofi iyo
:D

Sophie שרה Golden said...

ლალენასი არ იყოს, მეც იმედები გამიცრუვდა, მაგრამ u know wha?

არ მაინტერესებს, ნეფერტიტი ჩემთვის მაინც ულამაზესი და უდახვეწილესი ქალი იქნება!!!

ჰექსე said...

me yvelaze metad im mecnierebze vbrrazdebi
agmoacine rame? sheinaxe ra shentvis
ras ucrueb guls amden gulshematkivars ?
:(

ნან said...

ჰეჰ..
ყველა მითი მეტ–ნაკლებად ტყულია და ყველამ ვიცით ეგ, მაგრამ მაინც არ გვემეტება :)

ლამაზი არ იყო? დიდი ამბავი. საინტერესო იყო, შინაარსი აქვს და სიღრმე მასზე ლეგენდას და კარტოფილივით ცხვირის შემთხვევაშიც არ ადგება ოდნავი ჩრდილი. პირიქით.

babisa said...

hoda
me kide zalian davibeni, rodesac egvipteshi agmovachine rom arsebobda 2 nefertiti :)))))

ert0erti es aris, tavis cnobili qandakebit, magram istoriulad orive zalian mnishvnelovani figuraa da luxori romels exeboda da romels ara, ai magashi jerac achrili var :)

vasasi said...

წყებლაზე თვით მე, გამოჩენილმა ეგვიპტოლოლოგმაც არაფერი ვიცოდი (ე.ი.გამოჩენილი არ ვყოფილვარ)..

ისე, ეხნატონს და ნეფერტიტს დიდ პატივს ვცემ...

ჯერ კიდევ როდის დაიწყეს იდეოლოგიური გამოსვლები.. :დ


კარგი პოსტი იყო.. :)