Tuesday, May 5, 2009

ჩემი ამინდი

ჩემი ამინდია....


ეხლა ბოტები მინდა...

სოფელში მინდა, მიწას უცნაური სურნელი რომ ასდის და ფოთლებიც განსაკუთრებით ხასხასა ფერის რომ ხდება...

სირბილი მინდა...გუბეებში...

მერე დაღლილი რომ შევალ ცეცხლით გამთბარ სახლში და ბებია რომ პირსახოცს მომაგებებს, თმების ფრთხილად გამშრალებაას რომ დამიწყებს, ჩემი არანორმალურიო რომ ჩაიბურდღუნებს.


ღუმელთან რომ დავჯდებით, მე დაბალ ტაბურეტზე ის უფრო მაღალზე, მის კალთაში რომ ჩავდებ თავს და მისი ფერება ჩემს თმებზე რომ ჩამაძინებს....




ჩემი ამინდია...

5 comments:

Lalena said...

მმმმმ, მეც მიყვარს წვიმაში გაწუწვა და მოვასწარი უკვე, ოღონდ ასფალტზე ვატყაპუნებდი ფეხებს, ქალაქში და თმაც მე თვითონ გავიმშრალე :((((

Unknown said...

მთავარია წვიმა იყოს :)
ბევრი გუბე :) და თუნდაც ფეხშიშველი ვირბინო :)


უბრალოდ თუ ოცნებაა ოცნება იყოს-მეთქი :)

sanchesi said...

bolos wvimashi rom vicekve 13 wlis viyavi :((

aleQsandra said...

მიყვარხაარ...

liilia... said...

ოოო როგორი ნაცნობია ეს ყველაფერი :)
შემთხვევით მე ხომ არ მომწერე პირველად...? :)
მუზა...:)