Friday, April 10, 2009

გადავიხლართეთ



2007.06.23 
------------------------------------------------ 
გადავიხლართეთ – 
სად ვმთავრდები მე და სად იწყები შენ 
ეს შენი ხელებია თუ მე გეხვევი 
ეს ჩემი გულია თუ შენ ფეთქავ 
ეს მე მაქვს შენი სუნი თუ შენ ჩემი 
მე უფრო მეტკინა თუ შენ უფრო მიხვდი 
ეს ჩემი ჰაერია თუ შენ მსუნთქავ 
ეს ჩემი ტუჩებია თუ შენ მკოცნი – 
სად ვმთავრდები მე და სად იწყება 
შენი მზერა – 

რომელმაც იცის რა ფერი ვარ 
და ღამ-ღამობით 
ლაქებს აშორებს ჩემს დაღლილ სხეულს 
რომელმაც იცის რამდენი ვარ 
და მაინც მყოფნის 
რომ ახლომხედველს გამიმკვეთროს სილუეტები 
რომელმაც იცის რომ გავამხელ 
და მაინც მხედავს 
და შორიდანვე ამირეკლავს თავის წიაღში 

და მე ვბრუნდები ყოველ ჯერზე 
და ყოველ ჯერზე 
ხელახლა ვრჩები – 

ჩვენ რა ხანია გადავიხლართეთ

/ჰექსე/

5 comments:

ანიტა ✿ said...

vaime es sheni dacerilia ?
sadghac mqonda cakitxuli da dzaan momconda :)
kargia martla.

Unknown said...

ჩემი ლექსი არ არის :) ჩემი საყვარელი ავტორის ლექსია :)

ანიტა ✿ said...

aaa gasagebia
mec momcons dzaan :)
gamaxsenda literatura.ge_ze cavikitxe adre.

Unknown said...

კი იქ წაიკითხავდი :) მეც მაგ საიტიდან ვიცნობ ჰექსეს :) ;)

აქტიური წევრი ვარ მაგ საიტის :)

lilia said...

სერიოზული ლექსია რომანტიული განწყობისთვის :)
მხოლოდ ჩემთვის არა... :)