Monday, November 1, 2010

TIRED




გათვლა

არჩევანი მე, არადანი შენ


თუ მე ვირჩევ
მირჩევნია გავტყდე
ვიდრე _გავიბზარო.

თუ შენ ირჩევ
დგომას, თან ერთ ადგილზე,
ვერ გავჩერდები,

გზაში ვარ და მივდივარ.

თუ მე ვირჩევ
მირჩევნია გადავწყვტო,
თუნდაც დამთავრდეს,

რადგან მომავალი
თავს არ იკლავს წარსულით.

და თუ ვირჩევ

ვამბობ:

მე_ სახლი,
შენ _სახურავი.

შენი არჩევანი _წოლა კედლისკენ,
ჩემი _შენ კედელი.

იყოს
არჩევანი ჩემი არ აგიხსნა
იყოს
არჩევანი შენი მაჩვენო,

რომ მე ვარ წისქვილი,
შენ _წყალი.

და იყოს ისევ

ქატო იქა,
ფქვილი აქა

გადავაგდე სავარცხელი.

9 comments:

babisa said...

like it :)

Anonymous said...

dzalian magaria, dzalian dzalian dzalian ♥♥♥

Asklypiodota said...

ხანდახან ისე ძალიან მინდა არადანი ვიყო და არჩევანის გაკეთება სხვას მივანდო,როგორც ყოველთვის მიხარიხარ ჩემთან რომ გნახულობ და გულის ფანცქალით ველი ხოლმე აქ ახალს,აი ისე მოშინაურებული მელია რომ დაელოდება უფლისწულს,ხომ გახსოვს?შენ მე მომიშინაურე:)

Roisin said...

rtulia archevani-aradani,rom vart ar mogvcons:(

Kate said...

მომწონს ეს ჰაიკუები. ძალიან მარტივია და ლამაზი.

the sun shines said...

taamt shen dawere?

Unknown said...

ara nato ingoroyvasia tako :)

the sun shines said...

rogor megonaaa :))

ქართული პოეზია said...

საყვარელია <3