Thursday, May 20, 2010

დაკარგული ბაბუები



დიდი ხანია მინდოდა მეთქვა თქვენთვისაც და თავი ვერ მოვაბი

ისევ მოკლედ მოვალ

ჩემი ეს პოსტი ვისაც წაუკითხავს იცის ჩემი ომში დაკარგული დიდი ბაბუის ისტორია
ოღონდ ეს დიდედას მხრიდან

ახლა "დიმამას" მხრიდან მოვყვები ასე ვეძახდით ბავშვები

ჩანართი:
ფორუმზე ერთმა ბიჭმა დაწერა წერილების თემაში.
დაკარგულების სია გამოქვეყნდაო, ბაბუის საფლავი აღმოვაჩინე და ჩემები ტირილით მოკვდნენო
პირადი წერილი ვაფრინე საიტის მისამართი მითხარი მეთქი
მითხრა

ჩემი ბაბუ აპრილში წაუყვანიათ
მფრინავი ყოფილა
აუფეთქებიათ
თავის საყვარელი ხომალდიანად

რა ვიპოვნე ამ საიტზე?
ბაბუს ჯიბეში ნაპოვნი წერილები, რომლებსაც სურათი აქვს გადაღებული.
რაღაც საინტერესო დოკუმეტები მისი გადაყვანა-გადმოყვანის შესახებ
ვნახე როგორ წერდა ბაბუ და თითქოს მისი ხმაც მესმოდა.
საკმაოდ დალაგებულად ლაპარაკობს წერილებში და დიდედას აიმედებს, რომ მალე და აუცილებლად მოეღება ბოლო ამ ყველაფერს.

ეს ჩემს ბაბუზე
და თქვენს ბაბუებზე?

დაკარგული ბაბუები << აქედან შეიტყობთ








შენიშვნა: სახელი, გვარი და მამის სახელი აუცილებლად რუსული შრიფტით უნდა ჩაწეროთ

თხოვნა: მეც მომიყევით რა თუ რამეს იპოვნით

5 comments:

Keti said...

როგორი შეგრძნება მოჰყვებოდა ამ ყველაფრის ნახვას, წარმომიდგენია..

ნან said...

გული მომეწურა :(

babisa said...

ui
ramagaria rom dade es saiti
me myavs bebiis mama dakarguli
hoda mamis saxeli ar vici
ai gavarkvev da mere vnaxav
erti suli maqvs :)

Katieé.Ge said...

მოიცა,
ეს ომის დროს თუ 37ში დაკარგულები?

ვაიმე უნდა ვნახო.

Lalena said...

ჩემი ბაბუ დაბრუნდა, ოღონდ ქრონიკული ასთმით და ტკივილით, რომელიც ომისგან გამოყვა, ისე გარდაცივალა ჯარისკაცის მამას ვერ უყურა :( არადა აინტერესებდა ...