Monday, February 15, 2010

სიყვარულის დღე

სიყვარულის დღეს გილოცავ.
ვინ დაადგინა
ეს თვე,
ეს რიცხვი,
ეს საწოლი,
ეს ყვავილი,
ეს სუნამო
ვინ დამიწესა.
მაინც გილოცავ,
ამ ქუჩით.
ამ ავტობუსით,
ამ კაფეთი,
ამ ფინჯნით.
გილოცავ, გასესხებ, გჩუქნი,
სიყვარულის დღეს
წამში ასიათასჯერ გილოცავ,
ყველაზე პირველი გილოცავ
და ბოლოჯერაც მე გილოცავ.
დღის თორმეტ საათიან მონაკვეთში,
სანამ ეს დაწესებული დღეა,
მარტო ამ სიტყვებს გამოვუშვებ შენთვის ხორხიდან –
გილოცავ.
აღარ ყოფნას,
ცალკე ყოფნას,
მარტო ძილს და მარტო ჭამას,
თავისუფლებას გილოცავ.
მაგის დედაც!
წელიწადში ერთხელ აღნიშნე ხოლმე.

/ეკა ქევანიშვილი/


დამაგვიანდა
მაგრამ მერე რა

8 comments:

Kate said...

აუ
აუ
აუ
აუ
აუ
აუ
აუ
არვიცი რა დავწერო...
არვიცი რა ვთქვა...
უბრალოდ სიყვარულით ვარ სავსე...


და ეს ლექსი ორმაგად მავსებს.

nastasia said...

masobrivi ambebi ar miyvars,arc siyvarulebi, tan imdenad ro arc vkitxulob,vin daacesa :P

babisa said...

uf rac me es dge ar miyvars :S

Lalena said...

არც მე მიყვარს ეს დღე, რომ მომილოცა კინაღამ ყურმილში გამოვძვერი რას ქვია მაკადრეთქო :))))

ისე შენი პროფილეს სურათი მომეწონა ძაააააააააან :)

Kate said...

დღე მეც არ მიყვარს.
საშინელი დღეა.

მაგრამ მე ლექსი მომეწონა ძალიან.

Asklypiodota said...

გამოვასწორე კომენტარების ხარვეზებიიი:)არადა როგორ ვწუხდი დამეკარგა ყველათქო:)თურმე ...შენი კომენტარი ყოველთვის მიხარია,მუდმივი მკითხველიც ვარ

gionix-95 said...

გამარჯობა მე გადაცემა ჩვენი ექსპრესიდან ვარ და შენს ბლოგთან დაკავშირებით საქმე მაქვს... დამამატე სკაიპში gionix-95

ქართველი პოეტები said...

გილოცავ, გასესხებ, გჩუქნი,
სიყვარულის დღეს
წამში ასიათასჯერ გილოცავ,
ყველაზე პირველი გილოცავ
და ბოლოჯერაც მე გილოცავ.
დღის თორმეტ საათიან მონაკვეთში...