Monday, May 25, 2009

ძმას

აუ, ეხლა იცი რა გამახსენდა?

გახსოვს მთა და კოცონი, გარშემორტყმული ბევრი ბავშვი და დიდი.

გიტარას უკრავდნენ, ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ.

მაშინ ვერ ვხვდებოდი, რატომ ჰქონდათ ასეთი მშვიდი და ბედნიერი სახეები.

თურმე, თურმე...

ბლინები მომენატრა, იქ გაკეთებული და სუნი..სუნი..სუნი...

წყლის გემო...

ხის სუნი(სახელი აღარ მახსოვს) ცეცხლი რომ სანთელივით ეკიდება,

ლამფა მენატრება,

და ის ღამეები ბარში გაგანია ზაფხული რომ არის და იქ გცივა, გცივა და ვერ თბები, მერე აივლი რამოდენიმე საფეხურს და შეხვალ ლამფიან ოთახში და ჩაწვები და წყნარი ღიღინი რომ გესმის მეზობელი ოთახიდან "ჩემს პატარას ეძინებააა" და შენც რომ ტკბილად ჩაგეძინება.

გრძელი სკამები მენატრება და ის ვარსკვლავებიანი ცა, ყოველ წამში ერთხელ რომ წყდება ვარსკვლავი და მაინც ვერ ასწრებ სურვილის ჩაფიქრებას, არაუშავს სამაგიეროდ იმედი გაქვს რომ მომდევნოზე მოასწრებ.

სიარული მენატრება უთავბოლოდ "ნაძვნარში" ფეხით ბოდიალი,მთის ციცაბო ფერდობებზე,

ობოლი ქვა მენატრება, ეხლა ალბათ აღარ არის იმხელა როგორიც ადრე მეჩვენებოდა.

ნისლი, ნისლი, ნისლი რომ ცდილობ რაც შეიძლება ღრმად ჩაისუნთქო, ისე ღრმად რომ ფილტვების ლამისაა გასკდეს სუფთა ჰაერით.

"კაიმაღი"-ს (არაჟანი) გემო?

დილით ყვირილი: აკვანი, კევი, საგორიალა, მაწონი, კაიმაღიიიიი"

ლოტოს თამაში.

მოვახერხოთ რა, აი მოვახერხოთ და ავიდეთ ერთად კიდევ მერე, შვილები რომ გვეყოლება და ოჯახები და მერე კიდევ უფრო კარგად გავიგებ რატომ აქვთ იქ ადამიანებს ასეთი მშვიდი და ბედნიერი სახეები.

ბახმარო

11 comments:

lilia said...

აი პირველივე სტრიქონიდან მივხვდი რა იყო ასეთი მონატრების მიზეზი :)
მეც უზომოდ მენატრება... ყველაფერი გამახსენდა და თითქოს წუთით დავბრუნდი იმ არარეალურ სამყაროში სადაც სუნთქავ,დაფრინავ,გიხარია,გცივა და უზომოდ ბედნიერად გრძნობ თავს...
ჩემი პატარა ბახმარო... დიდი იმედებით და მოლოდინით რომ ისევ დავბრუნდები სავსე და ბედნიერი...:)

Lalena said...

აუ წერილი მომანატრე და მომანდომე :(

Kate said...

კარგი იყო ფრიად.

Sophie שרה Golden said...

ძალიან დადებითი პოსტი იყო. მადლობა!

perfect stranger said...

ისე ზუსტად და ზედმიწევნით აღწერე თვალწინ დამიდგა ბახმარო. მართლაც არჩვეულებრივი ადგილია, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა შეუძლებელია დავიწყება შეძლოს.

თაკა said...

damburdzgla :X :X :X
utbilesi cerilia :X

ნათია როყვა said...

ვაიმეეეეეე ბახმარო...სასჰინელი ნოსტალგია მომეძალააააა...
წლებია არ ვყოფილვარ, გასულ ზაფხულს ერთი დღიტ ავედი მხოლოდ ჩემი ძმის სანახავად, უფრო ლამაზი მეჩვენა, ალბათ მიყვარს იქაურობა და იმიტომ...კარგი იყო....
იმ ხის ~სუნს~ კვარი ქვია:))) სანთელივით რომ იწვის:)

ნათია როყვა said...

ვაიმეეეეეე ბახმარო...სასჰინელი ნოსტალგია მომეძალააააა...
წლებია არ ვყოფილვარ, გასულ ზაფხულს ერთი დღიტ ავედი მხოლოდ ჩემი ძმის სანახავად, უფრო ლამაზი მეჩვენა, ალბათ მიყვარს იქაურობა და იმიტომ...კარგი იყო....
იმ ხის ~სუნს~ კვარი ქვია:))) სანთელივით რომ იწვის:)

Anonymous said...

miyvarxar :*

Anonymous said...

dato var :)

nastasia said...

xis da bavSvobis suni udis am posts da kide fiqris gareshe bednerebis :)